თუნი VS ჩიხურა - შვეიცარიელებს გამოცდილი ნახევარმცველი დააკლდებათ

AutoSharing Option
18 ივლისს, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, საჩხერის "ჩიხურა" შვეიცარიაში "თუნს" დაუპირისპირდება - შეხვედრას ბულგარელი მსაჯი ივაილო სტოიანოვი გაუძღვება.

"ჩიხურა" "თუნთან" მატჩისთვის ავსტრიაში ემზადებოდა. საჩხერელთა დანაკლისზე უკვე ვწერდით - ნიკა კვასხვაძე და ლაშა ჭელიძე ლიხტენშტეინის "ვადუცთან" შეხვედრაში დაშავდნენ და გარკვეული ხნით დაისვენებენ.

მატჩის წინა საღამოს სოსო ფრუიძის გაწვრთნილებმა "არენა თუნზე" ივარჯიშეს, 18 ივლისს კი შეხვედრა თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

"თუნის" პრეს-სამსახურის ცნობით, "ჩიხურასთან" მატჩებს ნახევარმცველი მილოშ კრსტიჩი გამოტოვებს. 26 წლის სერბი გამოცდილი ფეხბურთელია. ის
ხუთი წლის წინ "მარსელში" ირიცხებოდა, შემდეგ "აიაჩოში", უთამაშია ბელგრადის "რადსა" და "იაგოდინაში".

კრსტიჩი 14 ივლისს, შვეიცარიის სუპერლიგის პირველი ტურის შეხვედრაში "ციურიხთან" დაშავდა. საბოლოო დიაგნოზი მისთვის უსიამოვნო გამოდგა - ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი და რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი სომხიშვილი: ვნახეთ "თუნი", სერიოზული გუნდია
საჩხერის "ჩიხურას" მეტოქე "თუნი" - დიდი ისტორია და ეპიზოდური წარმატებები
ვადუცი-ჩიხურა 1:1 - სოსო ფრუიძე მართალს ამბობდა... [VIDEO]
ჩიხურა-ვადუცი 0:0 - ერთი დონის მეტოქეები
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმერლებო!!!შემოსძახეთ მხედრული!ჰარალო,ჰარალო, დილა ოდილაი და ჰარალო,ივლი ჰარალო!ხელი ხმალს იკარ! ჩიხურა!ჰკა მაგათ!
The Cruzaders-GB
15:06 18-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული