"დილამ" დანიელებს თბილისში 3:0 მოუგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის ჩინებული შანსი შეიქმნა.
"ოლბორგთან" პირველ შეხვედრაში არ უთამაშია "დილას" კაპიტან ლექსო კვახაძეს, ვისაც ქუსლის ტრავმა აწუხებდა. იყო იმედი, რომ კვახაძე საპასუხო მატჩში შეძლებდა მოედანზე გასვლას, თუმცა ტრავმის ბოლომდე მკურნალობა არ მოხერხდა და "დილაც" დანიაში კვახაძის გარეშე გაემგზავრა.
კვახაძე ცენტრალური მცველი გახლავთ, ამ პოზიციაზე კი "დილას" კიდევ ჰყავს რამდენიმე კვალიფიციური ფეხბურთელი: ოთარ ხიზანეიშვილი, მამუკა კობახიძე, გულვერდ
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა განმეორებითი მატჩისთვის შემდეგი ფეხბურთელები იახლა: რევიშვილი, შეყრილაძე, ალადაშვილი, გურული, თომაშვილი, ხიზანეიშვილი, ღონღაძე, სადაღაშვილი, კობახიძე, გვალია, გაბარაევი, ბოლქვაძე, დოლიძე, გორელიშვილი, აბურჯანია, ილურიძე, მოდებაძე, ალექსიძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მიხაილ გორელიშვილი: დედა რუსი კი მყავს, მაგრამ სისხლი თავისას შვრება
გიორგი დევდარიანი: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თავი უკვე ქუდში გვაქვს
დილა-ოლბორგი 3:0 - ძლევაი საკვირველი? [VIDEO]