მოგეხსენებათ, პირველი მატჩი თბილისში "დილას" გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა ოლბორგში, სტადიონ "ნორდისკე არენაზე", 25 ივლისს, ჩვენი დროით 22:15 სთ-ზე დაიწყება.
გუნდი ქალაქის მახლობლად მდებარე სასტუმრო Comwell Rebild Bakker-ში დაბინავდა.
დანიაში მატჩს პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი რობერტ მალეკი იქნება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა განმეორებითი მატჩისთვის შემდეგი ფეხბურთელები იახლა: რევიშვილი, შეყრილაძე, ალადაშვილი, გურული, თომაშვილი, ხიზანეიშვილი, ღონღაძე, სადაღაშვილი, კობახიძე, გვალია, გაბარაევი, ბოლქვაძე, დოლიძე, გორელიშვილი,
გამგზავრების წინ კლუბის საიტმა გუნდის მთავარ მწვრთნელსა და რამოდენიმე ფეხბურთელს მომავალ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი ჩამოართვა:
გიორგი დევდარიანი:
"მომავალ დაპირისპირებაში ველოდებით ბრძოლას. ვიცით, რომ შემოგვიტევენ, ექნებათ გულშემატკივართა მხრიდან მხარდაჭერა და ამისთვის ჩვენ მზად ვართ".
ნუკრი რევიშვილი:
"თბილისის მატჩისგან განსხვავებით, აბსოლუტურად სხვა დაპირისპირება გველის. წარმომიდგენია, როგორ შემოგვიტევენ პირველივე წუთებიდან. საწყის წუთებში უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვფიქრობ, ჩვენთვის ყველაფერი კარგად დასრულდება".
კახაბერ ალადაშვილი:
"ძალიან რთული თამაში გველოდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. პირველი თამაშის შედეგიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა დავძლიოთ ეს ბარიერი".
გიორგი გურული:
"იქ აბსოლუტურად სხვა თამაშს ველით. პირველი შეხვედრის ანგარიში, რა თქმა უნდა, მისაღებია, მაგრამ იქაც ისეთი მობილიზებით გვმართებს მატჩის ჩატარება, როგორც თბილისურ დაპირისპირებაში ვაჩვენეთ. ვფიქრობთ, დასახულ ამოცანას მივაღწევთ".
fcdila.ge
ასევე იხილეთ:
გორის "დილა" დანიაში ლექსო კვახაძის გარეშე გაემგზავრა
მიხაილ გორელიშვილი: დედა რუსი კი მყავს, მაგრამ სისხლი თავისას შვრება
გიორგი დევდარიანი: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თავი უკვე ქუდში გვაქვს
დილა-ოლბორგი 3:0 - ძლევაი საკვირველი? [VIDEO]