გიორგი დევდარიანი: ყველაფერი თბილისში გაირკვევა

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა სპლიტის "ჰაიდუკთან" (1:0) ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს მოწინააღმდეგეს. საკმაოდ ახალგაზრდული გუნდია, რომლებსაც კარგი მომავალი აქვთ.

ჩვენს შორის ჯერ ყველაფერი არ გარკვეულა და თბილისში ველით ძალიან რთულ თამაშს. ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი გულშემატკივრის წინაშე "ჰაიდუკი" შეგვიტევდა და ყოველი წუთი ჩვენთვის იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

მე ვუთხარი ჩემს ფეხბურთელებს, რომ ჯერ მხოლოდ ნახევარი ნაბიჯი გადავდგით წინ და ყველაფერი საპასუხო მატჩში გაირკვევა, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგე კვლავ აგრესიულ ფეხბურთს
ითამაშებს და ამიტომ დიდი ყურადღება გვმართებს",
- თქვა დევდარიანმა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


წყარო: fcdila.ge


ასევე იხილეთ:
ჰაიდუკი-დილა 0:1 - გორის ციხე სპლიტშიც აუღებელია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძაან მაგარიაა :))) წარმატებას ვუსურვებ გორელებს :)))
დევდარიანი მომწონს. დინამოელებმა შეცდომა დაუშვეს გიორგი რომ გაუშვეს. დინამოდან კლანების თუ რა უბედურებების გამო არ დაითხოვეს?! ძაან მაგარი მწვრთნელია, წარმატებას ვუსურვებ.
TaTa
16:56 02-08-2013
0
ჯიგარი ხარ ცქიფო!...შენს ნიჭიერებაში ეჭვი არავის ეპარება, ასე გააგრძელე, მუდმივი განვითარება და სწავლა უმზიმესი პროფესიის საუკეეთესოდ ასათვისებლად და ჩვენი საამაყო პიროვნება იქნები ყოველთვის...
murtalo
13:26 02-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული