მიუხედავად იმისა, რომ ხორვატულ პრესაში სპლიტის "ჰაიდუკისა"და გორის "დილას" შეხლა ნომერ პირველი თემა არ ყოფილა, ცხადია, იქაური მედია ვერც ამ ამბავს აუვლიდა გვერდს.
"სპორტსკო ნოვოსტიმ" არცთუ მცირე სტატიით მიმოიხილა "ჰაიდუკი"-"დილას" შეხვედრა.
გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ამ წერილიდან.
"ჰაიდუკი" ბატონობდა, ქართველებმა კი გამოიყენეს დაცვის შეცდომა და ზეიმი მოიწყვეს.
მომდევნო ეტაპზე გასასვლელად "ჰაიდუკს" მცირე, მოკრძალებული შანსი შერჩა. "დილასთან" იოლ თამაშს არავინ ელოდა, მაგრამ
იგორ ტუდორის გუნდს უჭირდა სახიფათო მომენტების შექმნა, რადგან მოწინააღმდეგეს სოლიდური დაცვა ჰყავდა...
კარგად კოორდინირებული, დისციპლინიანი და ტექნიკური გუნდი - ასე წარმოადგინეს ქართველებმა თავი ამ შეხვედრაში. ერთმა, ნახევრად კონტრშეტევამ მათ გოლის გატანის საშუალება მისცა და ამ დაპირისპირებაში ფავორიტად აქცია...
"ჰაიდუკი" აქტიური იყო პირველ ტაიმში. გუნდის სტილი ამ შეხვედრაშიც იცნობოდა მოკლე გადაცემებით, მაგრამ მოედნის ცენტრში მისლავ ანჯელკოვიჩის არყოფნამ "ჰაიდუკი" მნიშვნელოვნად დააზარალა.
ტუდორის გუნდი მაინც ახერხებდა ზეწოლას, როცა სისწრაფეს და აგრესიას უმატებდა, მაგრამ ამის შემდეგ ისეთ წინაღობას აწყდებოდა მეკარე რევიშვილის სახით, რომ გარჯა ფუჭი რჩებოდა...
ქართველები თავს ორ ეშელონად იცავდნენ, რის გამოც "ჰაიდუკი" შორეული დარტყმებითაც ცდილობდა გოლის გატანას...
მოედანზე ფეხბურთელების რაოდენობა შემცირდა, გუნდები ათიათზე დარჩნენ, სივრცემ მოიმატა, თუმცა მაინც არაფერი არ შეიცვალა - "ჰაიდუკი" უშედეგოდ ამყოფებდა წნეხის ქვეშ მეტოქეს, რომელიც ილურიძის წყალობით ახორციელებდა კონტრშეტევებს.
იხილეთ ვიდეო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი დევდარიანი: ყველაფერი თბილისში გაირკვევა
ჰაიდუკი-დილა 0:1 - გორის ციხე სპლიტშიც აუღებელია [VIDEO]
ოლბორგი-დილა 0:0 - ნულოვანი, მაგრამ ოსტატური
დილა-ოლბორგი 3:0 - ძლევაი საკვირველი? [VIDEO]