შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ქართულმა გუნდმა ხორვატიაში ანგარიშით 1:0 მოიგო.
"დილა" ორი თვის შექმნილი გუნდია და რა თქმა უნდა არსებობს ბევრი სათამაშო ხარვეზი, რომელიც თუნდაც პირველი მატჩის დროს გამოჩნდა, მაგრამ გავაანალიზეთ დაშვებული შეცდომები და შევეცდებით ისინი გამოვასწოროთ. მართალია, ამ ხარვეზების გამოსწორება ერთი მატჩით არ მოხდება, მაგრამ თანდათან ისინი აღმოიფხვრება.
ტაქტიკაზე საუბარი ახლა უადგილო იქნება. იგივე სტრატეგიით ვაპირებთ თამაშს, როგორ ხორვატიაში. პირველი შეხვედრა 1:0
რაც შეეხება ოთარ ხიზანეიშვილს, მის მაგივრად ლექსო კვახაძე ითამაშებს. პირველ მატჩში ოთარმა მოედანი ნაადრევად დატოვა. ხიზანეიშვილის მაგივრად სხვა ფეხბურთელი, რომ ყოფილიყო ალბათ ამ საქციელს ღალატს დავარქმევდი, მაგრამ ოთარის შემთხვევაში ეს განზრახ არ მომხდარა მან უბრალოდ თავი ვერ შეიკავა.
ძალიან კარგი იქნება თუ სტადიონზე ბევრი ადმიანი მოვა ჩვენს საქომაგოდ, რადგან გულშემატკივრები ხელს შეგვიწყობენ ჩვენი მიზნების მიღწევაში.
ასევე მინდა ვთქვა ირაკლი მოდებაძეზე, ის არ იყო წინა შეხვედრაში და ძალიან დაგვაკლდა. იმედია ის "ჰაიდუკთან" თამაშს შეძლებს, ხოლო რამდენ ხანს იქნება ის მოედანზე ეს მატჩის დროს გამოჩნდება.
შევეცდებით მოედანზე მოსული გულშემატკივარი გავახაროთ", - თქვა დევდარიანმ მატჩისწინა გამართულ პრესკონფერენციაზე.