გიორგი დევდარიანი: ეს "დილას" მაქსიმუმი არაა

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა სპლიტის "ჰაიდუკთან" (1:0) ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"გუნდმა ბევრად უკეთესად ითამაშა, ვიდრე ხორვატიაში. ხორვატიაში ცუდი თამაშის მიზეზი პირველ რიგში მოედნის საფარი იყო, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც პრინციპში ჩვენი თამაში ისე ვერ აეწყო, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა.

რა თქმა უნდა ხარვეზები იყო დღევანდელი თამაშის დროსაც, თუმცა ნაკლები ვიდრე პირველ შეხვედრაში. ამაზეც ვიზრუნებთ მომავალში.

მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს და განსაკუთრებით ფეხბურთელებს, რომლებმაც სიმდაბლითა და ენთუზიაზმით გააკეთეს ყველაფერი
ის, რაც დაგეგმილი გვქონდა.

რაც შეეხება ახალ ტრანსფერებს, ამის შესახებ არაფერი ვიცი.

ტუდორს თუ ჰგონია, რომ მისი გუნდი უკეთესად გამოიყურებოდა, ჯობია ვიდეოჩანაწერი ნახოს და საგოლე მომენტები დაითვალოს. თუ მას არ ესმის, რომ გუნდი სათამაშო სივრცეს განზარხ თმობს ეს მისი პრობლემაა.

"დილა" ორი თვის შექმნილია და ამიტომ ჩემი აზრით ეს არ არის გუნდის მაქსიმუმი და ის უფრო და უფრო გაიხსნება", - თქვა დევდარიანმა.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა გუნდმა ხორვატიაშიც იგივე ანგარიშით გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ 2013/14 წლების სეზონის ევროპის ლიგის გათამაშებაში "დილას" საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია.

გიორგი დევდარიანის გუნდის მეტოქის ვინაობა პლეი ოფში 9 აგვისტოს გახდება ცნობილი.

ასევე იხილეთ:
გორის "დილა" ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდა
იგორ ტუდორი: ორი მატჩის ჯამში "ჰაიდუკი" უკეთესად გამოიყურებოდა
მკითხველის კომენტარები / 5 /
გენაცვალე დევდარიანო
babajana
01:10 09-08-2013
0
ცქიფო შენ გაიხარე, ქართველო ვაჟკაცო კაცო,უფალი გფარავდეს !!!
Lasha
02:00 09-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული