ევროპის ლიგის პლეი ოფში გორის "დილა" ავსტრიულ "რაპიდს" დაუპირისპირდება.
პლეი ოფის შეხვედრები 22 და 29 აგვისტოს ჩატარდება. "დილა" პირველ მატჩს სტუმრად გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა გუნდმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სპლიტის "ჰაიდუკი" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2:0 (1:0, 1:0) დაამარცხა.
ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" მეტოქე ევროპის ლიგის პლეი ოფში ცნობილია