21 აგვისტოს "დინამო არენის" მედიადარბაზში დინამოელების მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა.
ჟურნალისტთა წინაშე გუნდის მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი და ნახევარმცველი ირაკლი ძარია წარსდგნენ.
დუშან უჰრინი: "ხვალ რთული თამაში გვექნება. შეიძლება ითქვას, რომ ასეთ გუნდთან შეხვედრას დიდი ხანია ველით. სათანადოდ ვაფასებთ მეტოქეს და ვიცით, რა დონის მეტოქეა.
საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი მოგება იქნება.
ყარაგანდის "შახტიორმა" გლაზგოს "სელტიკი" დაამარცხა, "სელტიკისა" და "ტოტენჰემის" ერთმანეთთან შედარებას არ ვაპირებ, თუმცა ვიტყვი,
ირაკლი ძარია: "ტოტენჰემს" ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება, ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა დონის გუნდთან გვიწევს თამაში. შესაბამისად, რთული შეხვედრა გველის. ყველანი მაქსიმალურად ვემზადებით.
ყველას გამარჯვება გვსურს და გვინდა, "დინამო არენაზე" მოსული გულშემატკივარი გავახაროთ.
ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გამიცდა. ერთი კვირაა გუნდთან ერთად ვვარჯიშობ - მზად ვარ.
ხვალინდელ მატჩში ვითამაშებ თუ არა, ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია, თუმცა იმ დროის განმავლობაში, რომელიც მომეცემა, თავს არ დავზოგავ და მაქსიმალურად დავიხარჯები მოედანზე".
წყარო: fcdinamo.ge
ასევე იხილეთ:
ანდრე ვილაშ-ბოაში: "დინამოს" მატჩზე სკაუტი გვყავდა და ვიცით, როგორ თამაშობენ