"800-ათასიანი ბიუჯეტით და 2 თვის მომზადებით გუნდი ევროპის ლიგაზე ვერ მოხვდება, არ არის ჩვენი ადგილი ევროპაზე. ვენის "რაპიდმა" დამსახურებულად გაიმარჯვა და ვულოცავ მეტოქეს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას.
მოგებული მატჩების შემდეგ ადვილია გუნდში ყოფნა, მაგრამ გუნდს არც გასაჭირში მივატოვებ. მომავალში წასვლას არ ვაპირებ და "დილას" ბოლომდე ამოვუდგები მხარში.
რაც შეეხება გუნდის მომავალს, უკვე ცნობილია, რომ "დილას" ორი ფეხბურთელი -
როგორც უკვე ვთქვი, ასეთი ბიუჯეტითა და მომზადების დროის მიხედვით, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ძალიან რთულია, მაგრამ იმ გამარჯვებების შემდეგ, რაც გუნდმა აქამდე მოიპოვა, მეც ჩამესახა იმედი, მაგრამ ეს იმედი ფუჭი აღმოჩნდა", - თქვა დევდარიანმა.
ასევე იხილეთ:
ზორან ბარიშიჩი: ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდით
სანამ გუნდს არ შეეძლება, წამყვანი ფეხბურთელები იმდენი ხნით შეინარჩუნოს, რომ შეთამაშება მოახერხონ ერთმანეთთან, მუდამ ასეთ ნეხვში ვიქნებით. მასტერკლასი ჩაგვიტარეს მართლა და პირველ რიგში სათამაშო დისციპლინისა და მომენტების გამოყენების ხარჯზე. დოლიძე კიდევ არ ყოფილა ისეთი თავდამსხმელი, რომ ერთეული მომენტი საჭირო დროს გამოიყენოს. დოლიძეს არაფერს ვერჩი, საქართველოსაც არ ჰყავს ასეთი, არველაძის შემდეგ მაღალი დონის, კარგი დამრტყმელ-შემსრულებელი თავდამსხმელი არ გვყოლია.
ილურიძეც შემეცოდა... მიიღებდა ბურთს, დაესეოდა ეს ხალხი, ათრევდა ბურთს, გამოძვრებოდა 4 კაციდან, მაგრამ კაციშვილი არ ჰყავდა, რომ გახსნოდა. გორელიშვილითაც არ დავრჩენილვარ მოხიბლული.
ნებისმიერ შემთხვევაში, დასაფასებელია დილას ასეთი მოდნომება და ამ ეტაპზე გასვლა, მაგრამ ფლეიოფებზე ასე თუ ისე მიჩვეულები ვართ ქართულ კლუბებს, იმის იქით კი საქმე ვერა და ვერ მიდის და თუ ასე გაგრძელდა, კიდევ დიდი ხანი ვერც წავა.
პ.ს. ტოტენჰემზე უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებსაც ხვდებიან დინამოზე სუსტი გუნდები, მაგრამ ასე უშანსოდ არ აგებენ.