გიორგი დევდარიანი: ჩემი იმედი ფუჭი აღმოჩნდა

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ვენის "რაპიდთან" (0:3) ევროპის ლიგის საპასუხო მატჩის შემდეგ მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში კომენტარი გააკეთა.

"800-ათასიანი ბიუჯეტით და 2 თვის მომზადებით გუნდი ევროპის ლიგაზე ვერ მოხვდება, არ არის ჩვენი ადგილი ეროპაზე. ვენის "რაპიდმა" დამსახურებულად გაიმარჯვა და ვულოცავ მეტოქეს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას.

მოგებული მატჩების შემდეგ ადვილია გუნდში ყოფნა, მაგრამ გუნდს არც გასაჭირში მივატოვებ. მომავალში წას
ვლას არ ვაპირებ და "დილას" ბოლომდე ამოვუდგები მხარში.

რაც შეეხება გუნდის მომავალს, უკვე ცნობილია, რომ "დილას" ორი ფეხბურთელი -
გიორგი ილურიძე და ლაშა გვალია - დატოვებს
. ეს მატჩამდეც იყო ცნობილი, მაგრამ ბიჭებმა მაინც ბოლომდე იბრძოლეს და მინდა მათ მომავალში წარმატებები ვუსურვო.

როგორც უკვე ვთქვი, ასეთი ბიუჯეტით
და მომზადების დროის მიხედვით, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ძალიან რთულია, მაგრამ იმ გამარჯვებების შემდეგ, რაც გუნდმა აქამდე მოიპოვა, მეც ჩამესახა იმედი, მაგრამ ეს იმედი ფუჭი აღმოჩნდა", - თქვა დევდარიანმა.

ასევე იხილეთ:
ზორან ბარიშიჩი: ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდით
მკითხველის კომენტარები / 12 /
გული არ გაიტეხოთ ბატონო გიორგი ჩვენ 0:3 არ წაგვიგია ჩვენ 0:1 წავაგეთ დანარჩენი კი კონტრშეტევებზე გავიდა და ეპატიებათ, რაც აქამდე გაგვახარეთ ისიც საკმარისია თქვენ ხართ ნათელი წერტილი ბოლო წლების განმავლობაში
დავით
09:38 30-08-2013
0
არ ვიცი რამდენად კითხულობენ ამ კომენტარებს მწვრთნელები, მაგრამ მაინც დავწერ. ავსტრიაშიც და აქაც პირველი ორი გოლი, ტყუპებივით გავდნენ ერთმანეთს. მათ იცოდნენ რომ დაცვის მარცხენა ფრთა მოიკოჭლებდა და სამივე კონტრტევა გაგვიკეთეს მაგ მხრიდან. იმედია შემდგომში მწვრთნელი გაითვალისწინებს და ცოტა მეტად გაამაგრებს მაგ ფრთას.
davidl
09:47 30-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული