გიორგი დევდარიანი: ჩემი იმედი ფუჭი აღმოჩნდა

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ვენის "რაპიდთან" (0:3) ევროპის ლიგის საპასუხო მატჩის შემდეგ მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში კომენტარი გააკეთა.

"800-ათასიანი ბიუჯეტით და 2 თვის მომზადებით გუნდი ევროპის ლიგაზე ვერ მოხვდება, არ არის ჩვენი ადგილი ეროპაზე. ვენის "რაპიდმა" დამსახურებულად გაიმარჯვა და ვულოცავ მეტოქეს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას.

მოგებული მატჩების შემდეგ ადვილია გუნდში ყოფნა, მაგრამ გუნდს არც გასაჭირში მივატოვებ. მომავალში წას
ვლას არ ვაპირებ და "დილას" ბოლომდე ამოვუდგები მხარში.

რაც შეეხება გუნდის მომავალს, უკვე ცნობილია, რომ "დილას" ორი ფეხბურთელი -
გიორგი ილურიძე და ლაშა გვალია - დატოვებს
. ეს მატჩამდეც იყო ცნობილი, მაგრამ ბიჭებმა მაინც ბოლომდე იბრძოლეს და მინდა მათ მომავალში წარმატებები ვუსურვო.

როგორც უკვე ვთქვი, ასეთი ბიუჯეტით
და მომზადების დროის მიხედვით, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ძალიან რთულია, მაგრამ იმ გამარჯვებების შემდეგ, რაც გუნდმა აქამდე მოიპოვა, მეც ჩამესახა იმედი, მაგრამ ეს იმედი ფუჭი აღმოჩნდა", - თქვა დევდარიანმა.

ასევე იხილეთ:
ზორან ბარიშიჩი: ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდით
მკითხველის კომენტარები / 12 /
მარაზმი ისაა, რომ გუნდის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი - ილურიძე მიდის. თან მიდის გუნდში, რომელიც ჩვენზე სუსტი აღმოჩნდა. იგივე სიტუაცია იყო შარშან მათე ვაწაძესთან დაკავშირებითაც. ერთი კაცი თამაშს ვერ იგებს, კლუბს კიდე არ შეუძლია გოლის გატანა მაშინ, როცა ეს საჭიროა. მხოლოდ კონტრ-შეტევებზე თამაშით შორს ვერ წახვალ.

სანამ გუნდს არ შეეძლება, წამყვანი ფეხბურთელები იმდენი ხნით შეინარჩუნოს, რომ შეთამაშება მოახერხონ ერთმანეთთან, მუდამ ასეთ ნეხვში ვიქნებით. მასტერკლასი ჩაგვიტარეს მართლა და პირველ რიგში სათამაშო დისციპლინისა და მომენტების გამოყენების ხარჯზე. დოლიძე კიდევ არ ყოფილა ისეთი თავდამსხმელი, რომ ერთეული მომენტი საჭირო დროს გამოიყენოს. დოლიძეს არაფერს ვერჩი, საქართველოსაც არ ჰყავს ასეთი, არველაძის შემდეგ მაღალი დონის, კარგი დამრტყმელ-შემსრულებელი თავდამსხმელი არ გვყოლია.

ილურიძეც შემეცოდა... მიიღებდა ბურთს, დაესეოდა ეს ხალხი, ათრევდა ბურთს, გამოძვრებოდა 4 კაციდან, მაგრამ კაციშვილი არ ჰყავდა, რომ გახსნოდა. გორელიშვილითაც არ დავრჩენილვარ მოხიბლული.

ნებისმიერ შემთხვევაში, დასაფასებელია დილას ასეთი მოდნომება და ამ ეტაპზე გასვლა, მაგრამ ფლეიოფებზე ასე თუ ისე მიჩვეულები ვართ ქართულ კლუბებს, იმის იქით კი საქმე ვერა და ვერ მიდის და თუ ასე გაგრძელდა, კიდევ დიდი ხანი ვერც წავა.

პ.ს. ტოტენჰემზე უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებსაც ხვდებიან დინამოზე სუსტი გუნდები, მაგრამ ასე უშანსოდ არ აგებენ.
lasha
13:54 30-08-2013
0
დავიდი მართალია, გულვერდ თომაშვილი მოწინააღმდეგისთვის გოლის გასაღებია. ილურიძეს კი თუ კი გათიშავ, "დილა" ფაჩიკოს გარმონივით იშლება. დევდარიანს კი სხვა ტაქტიკის აუცილებლობის საჭიროების დაშვებაც აზრშიც არ აქვს.
avaza
10:53 30-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული