უეფამ ევროპალიგის კენჭისყრა გამართა

AutoSharing Option
ფორტუნამ კვიპროსელებს გაუღიმა
29 აგვისტოს ორმა ქართულმა კლუბმა ევროპალიგის პლეი ოფის ეტაპი სასტიკი მარცხით დაასრულა - გორის "დილამ" და თბილისის "დინამომ" 4 დაპირისპირებაში ჯამში 12 გოლი მიიღო და ერთიც ვერ გაიტანა! განსაკუთრებით, თავი "დინამომ" "გამოიჩინა", რომლისთვისაც 0:8 (ორი მატჩის ჯამში) ევროთასებზე 41-წლიანი ასპარეზობის ისტორიაში ანტირეკორდია.

მიუხედავად ამისა, "დილასაც" და "დინამოსაც" მაინც რჩებოდა ძალზე მცირე შანსი ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის, ფინანსური მაქინაციებისთვის 2 წლით მოკვეთილი "ფენერბაჰჩე" ვიღაცას ხომ უნდა შეეცვალა (ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მოხვედრილი გუნდი ავტომატურად იმსახურებს ადგილს ევროპალიგის ჯგუფურ
ეტაპზე) და უეფამაც კენჭისყრას მიმართა.

"ტრომსო" "ბეშიქთაშის" ნაცვლად
ეს მცირე შანსი ოდნავ კიდევ გაიზარდა მას მერე, რაც მეორე სტამბულურ კლუბსაც დაუმტკიცდა დისკვალიფიკაცია - "ბეშიქთაშმა" სულ ტყუილად დაამარცხა ორი მატჩის ჯამში (3:2) ნორვეგიული "ტრომსო" - ჯგუფურ ეტაპზე მაინც "ტრომსო" დაუშვეს. ასე რომ, 29 აგვისტოს, დილას, 31 ბურთულიდან ორში "დილა" და "დინამო" ეწერა.

მაგრამ ფორტუნამ კვიპროსულ აპოელ-ს გაუღიმა, რომელმაც ორი მატჩის ჯამში ბელგიურ "ვარეგემთან" 2:3 წააგო.

კენჭისყრა მონაკოს სასტუმრო "მერიდიენ ბიჩ პლაზაში" გაიმართა. უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ ისეთი ჟურნალისტი მიიწვია, რომლის ქვეყანასაც 31 ბურთულაში წარმომადგენელი არ ჰყავდა. "ირიშ ტაიმსის" რეპორტიორმა ემეთ მელოუნმა კი აპოელ-ის ბურთულა ამოიღო. ასე გადავიდა კვიპროსული კლუბი მთავარ კენჭისყრაში.

ხანძარი ჰოლანდიაში
სხვათა შორის, კიდევ ერთი მონაწილე გაირკვა 30 აგვისტოს - ჰოლანდიაში "აზ ალკმაარისა" და "ატრომიტოსის" შეხვედრა ტექნიკური პრობლემების გამო (სტადიონზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა 12 ათასი მაყურებელი უვნებელი გადარჩა) 0:1-ზე შეწყდა და მხოლოდ პარასკევს დასრულდა. ბერძნებმა შეხვედრა 2:0 მოიგეს, მაგრამ ეს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად არ ეყოთ - ჰოლანდიელებს პირველი მატჩი სტუმრად 3:1 ჰქონდათ მოგებული. აი, ასეთი მშფოთვარე და ჩვენთვის ძალზე წარუმატებელი გამოდგა ევროპალიგის პლეი ოფი.

მთავარი კენჭისყრა
ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა ჩვენი დროით 15 საათზე გაიმართა მონაკოში და 48 კლუბი 12 ქვეჯგუფში განაწილდა. გორის "დილას" დამმარცხებელი "რაპიდი" ჯგუფში საჩხერის "ჩიხურას" გამომგდებ "თუნს" შეხვდება. ამავე ჯგუფშია ბელგიური გენკი და ფავორიტი კიევის "დინამო".

თბილისის "დინამოს" დამმარცხებელი "ტოტენჰემი" ურთიერთობას რუსულ "ანჟისთან", მოლდოვურ "შერიფთან" და ნორვეგიულ "ტრომსოსთან" გაარკვევს.

საინტერესოა, სად მოხვდა ქართული ტრიოს (ჯაბა კანკავა, უჩა ლობჟანიძე, სანდრო კობახიძე) "დნიპრო" - უკრაინული გუნდი "ფიორენტინას", "პაკუშ ფერეირას" და "პანდურის" შეხვდება.

ლადო დვალიშვილის "ლეგია" "ლაციოს", "ტრაბზონსა" და "აპოლონს" შეხვდება. სოლომონ კვირკველიას "რუბინის" მეტოქეებია: "უიგანი", "მარიბორი" და "ვარეგემი".

ევროპალიგა 2013/14. ჯგუფური ეტაპი

A ჯგუფი
ვალენსია
სუონსი
ყუბანი
სტ. გალენი

B ჯგუფი
პსვ
დინამო ზ.
ჩერნომორეცი
ლუდოგორეცი

C ჯგუფი
სტანდარდი
ზალცბურგი
ელფსბორგი
ესბიერგი

D ჯგუფი
რუბინი
უიგანი
მარიბორი
ვარეგემი

E ჯგუფი
ფიორენტინა
დნიპრო
ფერეირა
პანდური

F ჯგუფი
ბორდო
აპოელ-ი
აინტრახტი
მაქაბი თ.

G ჯგუფი
დინამო კ.
გენკი
რაპიდი
თუნი

H ჯგუფი
სევილია
ფრაიბურგი
ეშტორილი
ლიბერეცი

I ჯგუფი
ლიონი
ბეტისი
გიმარაეში
რიეკა

J ჯგუფი
ლაციო
ტრაბზონი
ლეგია
აპოლონი

K ჯგუფი
ტოტენჰემი
ანჟი
შერიფი
ტრომსო

L ჯგუფი
აზ-ი
პაოკ-ი
მაქაბი ჰ.
შახტიორი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტოტენჰემი-დინამო 3:0 - მარტივი სცენარით [VIDEO]
გორის "დილამ" ვენის "რაპიდთან" შინ მშრალი ანგარიშით წააგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული