ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: "მესტალიას" ჩამოუღამდა

AutoSharing Option
19 სექტემბერს სტარტი აიღო ევროპალიგის მე-5 გათამაშების ჯგუფურმა ეტაპმა. 48 გუნდი ჩაება ბრძოლაში 24 საგზურისთვის, რომლებიც პლეი ოფში თამაშის საშუალებას იძლევა.

ყველამ ვიცით, რომ "ვალენსიასგან" ახალ სეზონში ბევრს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო 48 მონაწილეს შორის საუკეთესო საკლუბო კოეფიციენტის მქონე გუნდის საცოდავი თამაში უელსურ "სუონსისთან".

"ვალენსიას" არც ის ამართლებს, რომ 80 წუთი 10 კაცით ითამაშა - მე-10 წუთზე ვილფრიდ ბონისთან უხეშობისთვის ფრანგი ადილ რამი გააძევეს, 4 წუთში კი ბონიმ ანგარიში გახსნა.

"ვალენსიასთან" მოგების ყველა მთავარი შემოქმედი, ბონის გარდა,
ზედმიწევნით კარგად იცნობს ესპანურ ფეხბურთს - მწვრთნელი მიქაელ ლაუდრუპი, მეორე გოლის ავტორი მიგელ მიჩუ და მესამე გოლის ავტორი ჯონათან დე გუზმანი. უელსელებმა მიროსლავ ჯუკიჩის გუნდს სასიკვდილო დარტყმა მიაყენეს - 3:0.

დღის კიდევ ერთი სენსაცია ბულგარეთის ჩემპიონის გამარჯვებაა ჰოლანდიაში - "ლუდოგორეცმა" "პსვ ეინდჰოვენს" "მშრალად" მოუგო - 2:0.

გოლები რომან ბეზიაკმა და ვირგილ მისიჯანმა გაიტანეს. ეს რაზგრადული გუნდის ევროპალიგური დებიუტი გახლდათ, რადგან "ლუდოგორეცი" ამ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგიდან გადმოერთო.

აღვნიშნავთ "ზალცბურგის" იოლ გამარჯვებას "ელფსბორგთან". ავსტრიელთა 27 წლის ესპანელმა ფორვარდმა, წარსულში "ესპანიოლისა" და "ბარსელონას" წევრმა ხონათან სორიანომ ამ შეხვედრაში ჰეთ თრიკი შეასრულა.

ჯაბა კანკავასა და ალექსანდრე კობახიძის (ტრავმა) "დნიპრომ" სტუმრად მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა რუმინული "პანდურიი". ჯაბამ 90 წუთი ითამაშა, ერთხელ კარში ზუსტადაც დაარტყა, ის სამჯერ დაჯარიმდა, ერთხელ კი ქართველის წინააღმდეგ დაარღვიეს თამაშის წესები.

ყაზანის "რუბინმა" სტუმრად 5 გოლი გაუტანა "მარიბორს", თუმცა მატჩს დაძაბული ეთქმოდა, რადგან ბოლო ორი გოლი რუსებმა 90 წუთის ამოწურვის შემდეგ გაიტანეს. "რუბინის" განაცხადში არ ყოფილა ქართველი საბა კვირკველია.

ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში გერმანულმა "აინტრახტმა" ქვა-ქვაზე არ დატოვა ფრანგული "ბორდოსგან" - 3:0. შესანიშნავად ითამაშა "ფიორენტინამაც", რომელმაც ასეთივე ანგარიშით დაამარცხა "პაკუშ ფერეირა". შესანიშნავ ფორმაშია იტალიის ნაკრების ფორვარდი ჯუზეპე როსი, მის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია.

დაცვითი თამაში არჩია პოლონურმა "ლეგიამ" რომში "ლაციოს" წინააღმდეგ, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო - 0:1 (ერნანესი), ხოლო ლადო დვალიშვილი სათადარიგოთა სკამს არ გასცილებია. "ბეტისმა" და "ლიონმა" ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს.

მახაჭყალის "ანჟი" ტირასპოლში "შერიფს" ესტუმრა (0:0). ამ შეხვედრაში 25-ე წუთზე ეპურეანუს ნაცვლად გია გრიგალავა ჩაერთო. იოლი გამარჯვებით დაიწყო ტურნირი მთავარმა ფავორიტმა "ტოტენჰემმა".

A ჯგუფი
ვალენსია-სუონსი 0:3
გოლები: 0:1 ბონი (15), 0:2 მიჩუ (58), 0:3 დე გუზმანი (62)
გაძევება: რამი (10. ვალენსია)

სტ. გალენი-ყუბანი 2:0
გოლები: 1:0 კარანოვიჩი (56), 2:0 კარანოვიჩი (76)
გაძევება: კაბორე (93. ყუბანი)

B ჯგუფი
დინამო ზ.-ჩერნომორეცი 1:2
გოლები: 1:0 ფერნანდესი (43), 1:1 ანტონოვი (62), 1:2 ჯა ჯეჯე (65)

პსვ-ლუდოგორეცი 0:2
გოლები: 0:1 ბეზიაკი (60), 0:2 მისიჯანი (74)

C ჯგუფი
ზალცბურგი-ელფსბორგი 4:0
გოლები: 1:0 ალანი (36), 2:0 სორიანო (44-პენ), 3:0 სორიანო (69), 4:0 სორიანო (79)

სტანდარდი-ესბიერგი 1:2
გოლები: 0:1 ვან ბურენი (63), 1:1 მუიანგი (74), 1:2 ბაკენგა (95)

D ჯგუფი
ვარეგემი-უიგანი 0:0

მარიბორი-რუბინი 2:5
გოლები: 0:1 კარადენიზი (23), 0:2 მარკანო (27), 1:2 მილეჩი (35), 1:3 ერიომენკო (69), 2:3 ფაჟიჩი (73), 2:4 რონდონი (90), 2:5 რიაზანცევი (94)

E ჯგუფი
ფიორენტინა-ფერეირა 3:0
გოლები: 1:0 გ. როდრიგესი (30), 2:0 მატოში (67), 3:0 ჯ. როსი (76)

პანდურიი-დნიპრო 0:1
გოლი: 0:1 როტანი (38)
ჯაბა კანკავამ (დნიპრო) 90 წუთი ითამაშა

F ჯგუფი
აინტრახტი-ბორდო 3:0
გოლები: 1:0 კადლეცი (4), 2:0 რუსი (16), 3:0 ჯაკპა (52)
გაძევება: ორბანი (61)

მაქაბი თ.-აპოელ-ი 0:0

G ჯგუფი
დინამო კ.-გენკი 0:1
გოლი: 0:1 გორიუსი (62)

თუნი-რაპიდი 1:0
გოლი: 1:0 შნოივლი (35)

H ჯგუფი
ფრაიბურგი-ლიბერეცი 2:2
გოლები: 1:0 შუსტერი (22-პენ), 2:0 მეჰმედი (35), 2:1 კალიტვინცევი (67), 2:2 რაბუშიჩი (74)
გაძევება: გუედე (78. ფრაიბურგი), რიბალკა (91. ლიბერეცი)

ეშტორილი-სევილია 1:2
გოლები: 0:1 მაჩინი (59), 1:1 მიგელი (61), 1:2 გამეირო (77)

I ჯგუფი
ბეტისი-ლიონი 0:0

გიმარაეში-რიეკა 4:0
გოლები: 1:0 აბდულაიე (36), 2:0 პლანგი (48), 3:0 მააზუ (68), 4:0 ანდრე (81)

J ჯგუფი
აპოლონი-ტრაბზონი 1:2
გოლები: 1:0 სანგოი (18-პენ), 1:1 მალუდა (20), 1:2 ერდოღანი (86)

ლაციო-ლეგია 1:0
გოლი: 1:0 ერნანესი (53)

K ჯგუფი
შერიფი-ანჟი 0:0
გია გრიგალავამ (ანჟი) 25-ე წუთიდან ითამაშა

ტოტენჰემი-ტრომსო 3:0
გოლები: 1:0 დეფო (21), 2:0 დეფო (29), 3:0 ერიქსენი (86)

L ჯგუფი
პაოკ-ი
-შახტიორი 2:1
გოლები: 0:1 კანიასი (50-პენ), 1:1 ათანასიადისი (75), 2:1 ვუკიჩი (92)
გაძევება: პორიაევი (87. შახტიორი)

მაქაბი ჰ.-ალკმაარი 0:1
გოლი: 0:1 გუდმუნდსონი (71)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სასწარაფოდ მოსახსნელია მიროსლავ ჯუკიჩი მთავარი მწვრთელის თანამდებობიდაბან.იმ შემადგენლობით რაც ვალენსიას ჰყავს,მინიმუმ სტაბლილურად უნდა ასპარეზობდეს გუნდი.1:3 ბეტისთან,..ახლა კიდევ სუონსისთან განადგურდა,ეს უკვე განგაშის საფუძველს ქმნის.ან რას ერჩოდნენ ერნესტო ვალვერდეს?რატომ მოხსნეს ერთ-ერთი ძლიერი ესპანელი საფეხბურთო სპეციალისტი?!
დათო
10:37 20-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული