ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტურის წინ: ლადო დვალიშვილის მუქარა

AutoSharing Option
3 ოქტომბერს 12-ჯგუფიან ევროპალიგაში II ტურის მატჩები გაიმართება. თითოეულ ჯგუფზე წერა შორს წაგვიყვანს. ამიტომაც ძირითადი მატჩებითა და ქართველი ლეგიონერების ამბებით შემოვიფარგლებით.

ცენტრალური "სანჩეს პისხუანზე"
ერთადერთი თამაში, რომელშიც ტოპ-5 ევროპული ლიგის გუნდების დაპირისპირება შედგება, "სანჩეს პისხუანზე" გაიმართება. H ჯგუფში "სევილია" გერმანულ "ფრაიბურგს" მასპინძლობს.

ესპანელებს და გერმანელებს შიდა პირველობებზე არცთუ დალხენილი სიტუაცია აქვთ, "ფრაიბურგს" კი არც ევროპალიგაზე აქვს კარგად საქმე, რადგან პირველი ტურის შემდეგ მხოლოდ ქულა აქვს და თუ ჯგუფის ფავორიტთან 3 ოქტომბერს დამარცხდა, ჯგუფიდან გასვლა საოცნებო გაუხდება.

შეგახსენებთ, რომ სევილია ევროპის
ერთადერთი ქალაქია, რომელსაც ევროპალიგაზე ორი წარმომადგენელი ჰყავს: "სევილია" და "ბეტისი".

საბჭოური ტურნე
ისე დაემთხვა, რომ ამ ტურში ევროპალიგის რამდენიმე ფავორიტი ყოფილ საბჭოეთში ჩადის სათამაშოდ - "ტოტენჰემი" რუსეთს ეწვევა და "ანჟის" გაეჯიბრება; "ეინდჰოვენი" ოდესაში ჩადის; "ვალენსია" კრასნოდარშია და "ყუბანთან" სათამაშოდ ემზადება; "ფიორენტინა" კი "დნიპროს" ეწვევა.

ჩამოთვლილთაგან ორში ქართველების თამაშია მოსალოდნელი - "ანჟის" ღირსებას გია გრიგალავა იცავს. ახალწვეულმა რუსული გუნდის დაცვის ცენტრში უპრობლემოდ მოიკიდა ფეხი.

"დნიპროს" ლიდერია ჯაბა კანკავა, გუნდშია ალექსანდრე კობახიძეც.

საბა კვირკველიას "რუბინი" ბელგიურ "ვარეგემს" მასპინძლობს", ხოლო ლადო დვალიშვილის "ლეგია" - კვიპროსულ "აპოლონს".

ლადო დვალიშვილი: მოვიგებთ!
მართალია, ლადო დვალიშვილს არ უთამაშია პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში, მაგრამ ქართველი ფორვარდი მზად არის და ევროპალიგაზე "ლეგიას" მატჩში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში "ლეგია" რომში "ლაციოსთან" დამარცხდა. პოლონურმა "სპორტმა" თამაშის წინ ქართველთან გასაუბრება გადაწყვიტა:

"ჩვენ ჯგუფიდან გასვლა გვსურს, ამისთვის კი "აპოლონი" უნდა დავამარცხოთ. შინ ვთამაშობთ, ეს კი უპირატესობაა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

ცუდია, რომ სტადიონი ცარიელი იქნება, მაგრამ ესეც დამატებითი მოტივაციაა - ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ჩვენი ფანებისთვის, რომლებიც ამ მატჩს ვერ დაესწრებიან",
- განაცხადა ლადომ.

27 წლის ფორვარდმა ორთავა კუნთი სწორედ "ლაციოსთან" მატჩის წინ დაიშავა, მაგრამ ახლა სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

"უკვე კარგად ვარ, ყველაფერი წესრიგშია და თამაში შემიძლია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მწვრთნელის გადასაწყვეტია, მათამაშებს სასტარტოში თუ არა", - განაცხადა დვალიშვილმა, რომელმაც ამ სეზონში 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

"გუნდი მზად არის სათამაშოდ "აპოლონის" წინააღმდეგ და ჩვენ მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს".

ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური
3 ოქტომბერი

A ჯგუფი
ყუბანი-ვალენსია 20:00
სუონსი-სტ. გალენი 23:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სუონსი 1 1 0 0 3-0 3
2. სტ. გალენი 1 1 0 0 2-0 3
3. ყუბანი 1 0 0 1 0-2 0
4. ვალენსია 1 0 0 1 0-3 0

B ჯგუფი
ლუდოგორეცი-დინამო ზ. 23:05
ჩერნომორეცი-პსვ 23:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლუდოგორეცი 1 1 0 0 2-0 3
2. ჩერნომორეცი 1 1 0 0 2-1 3
3. დინამო ზ. 1 0 0 1 1-2 0
4. პსვ 1 0 0 1 0-2 0

C ჯგუფი
ესბიერგი-ზალცბურგი 23:05
ელფსბორგი-სტანდარდი 23:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ზალცბურგი 1 1 0 0 4-0 3
2. ესბიერგი 1 1 0 0 2-1 3
3. სტანდარდი 1 0 0 1 1-2 0
4. ელფსბორგი 1 0 0 1 0-4 0

D ჯგუფი
რუბინი-ვარეგემი 20:00
უიგანი-მარიბორი 23:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუბინი 1 1 0 0 5-2 3
2. უიგანი 1 0 1 0 0-0 1
3. ვარეგემი 1 0 1 0 0-0 1
4. მარიბორი 1 0 0 1 2-5 0

E ჯგუფი
დნიპრო-ფიორენტინა 23:05
ფერეირა-პანდურიი 23:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ფიორენტინა 1 1 0 0 3-0 3
2. დნიპრო 1 1 0 0 1-0 3
3. პანდურიი 1 0 0 1 0-1 0
4. ფერეირა 1 0 0 1 0-3 0

F ჯგუფი
აპოელ-ი-აინტრახტი 23:05
ბორდო-მაკაბი თ. 23:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. აინტრახტი 1 1 0 0 3-0 3
2. აპოელ-ი 1 0 1 0 0-0 1
3. მაკაბი თ. 1 0 1 0 0-0 1
4. ბორდო 1 0 0 1 0-3 0

G ჯგუფი
რაპიდი-დინამო კ. 21:00
გენკი-თუნი 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გენკი 1 1 0 0 1-0 3
2. თუნი 1 1 0 0 1-0 3
3. რაპიდი 1 0 0 1 0-1 0
4. დინამო კ. 1 0 0 1 0-1 0

H ჯგუფი
სევილია-ფრაიბურგი 21:00
სლოვანი-ეშტორილი 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სევილია 1 1 0 0 2-1 3
2. ლიბერეცი 1 0 1 0 2-2 1
3. ფრაიბურგი 1 0 1 0 2-2 1
4. ეშტორილი 1 0 0 1 1-2 0

I ჯგუფი
რიეკა-ბეტისი 21:00
ლიონი-გიმარაეში 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გიმარაეში 1 1 0 0 4-0 3
2. ლიონი 1 0 1 0 0-0 1
3. ბეტისი 1 0 1 0 0-0 1
4. რიეკა 1 0 0 1 0-4 0

J ჯგუფი
ლეგია-აპოლონი 21:00
ტრაბზონი-ლაციო 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლაციო 1 1 0 0 1-0 3
2. ტრაბზონი 1 1 0 0 2-1 3
3. აპოლონი 1 0 0 1 1-2 0
4. ლეგია 1 0 0 1 0-1 0

K ჯგუფი
ანჟი-ტოტენჰემი 20:00
ტრომსიო-შერიფი 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ტოტენჰემი 1 1 0 0 3-0 3
2. ანჟი 1 0 1 0 0-0 1
3. შერიფი 1 0 1 0 0-0 1
4. ტრომსიო 1 0 0 1 0-3 0

L ჯგუფი
შახტიორი-მაკაბი ჰ. 20:00
ალკმაარი-პაოკ-ი 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ალკმაარი 1 1 0 0 1-0 3
2. პაოკ-ი 1 1 0 0 2-1 3
3. მაკაბი ჰ. 1 0 0 1 0-1 0
4. შახტიორი 1 0 0 1 1-2 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული