ევროპალიგა. 1/16-ფინალი. I მატჩები: ოქრიაშვილის დებიუტი, საიმედო კანკავა და გრიგალავა

AutoSharing Option
20 თებერვალს ევროპალიგის პლეი ოფის პირველი ეტაპის პირველი 16 მატჩი გაიმართა. ბუნებრივია, ჩვენს ინტერესს უფრო ის შეხვედრები იწვევდა, რომლებშიც ქართველ ლეგიონერებს უნდა ეთამაშათ. ასეთი კი მატჩების მეოთხედი იყო.

დავიწყოთ დნეპროპეტროვსკით - "დნიპრო" და შესუსტებული "ტოტენჰემი" მოედანზე შავი სამკლავურებით გავიდნენ, კიევში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო.

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, "დნიპროს" ესპანელი თავკაცი ხუანდე რამოსი სანდრო კობახიძესა და უჩა ლობჟანიძეს მეორე ეშელონის ფეხბურთელებად განიხილავს - ისინი მას განაცხადშიც კი არ შეუყვანია. საიმედოდ და შეუცვლელად ითამაშა ჯაბა კანკავამ, რომელმაც ინგლისელთა შემტევ ნახევარმცველებს ბევრი არაფერი
გააბედინა.

ბუნებრივია, ამ წყვილში გამარჯვებულს მხოლოდ ლონდონური დაპირისპირება გაარკვევს.

* * *
კიდევ ერთ უკრაინულ ქალაქ ოდესაში ფრანგული "ლიონი", ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობით ჩავიდა, თუმცა "ჩერნომორეცმა" ეს შანსი ვერ გამოიყენა - 0:0. ამ შეხვედრაში შედგა თორნიკე ოქრიაშვილის ოფიციალური დებიუტი "ჩერნომორეცში", მან ბოლო 4-5 წუთი ითამაშა.

* * *
მახაჭყალის "ანჟიმ" ბელგიურ "გენკს" უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა. მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა გია გრიგალავამ. ცენტრალური მცველის პოზიციაზე ის საიმედო იყო, მაშინაც, როცა გუნდი 10 კაცის ამარა დარჩა.

* * *
ყაზანის "რუბინი" სევილიაში პრიმერას მაჩანჩალა "ბეტისს" ეწვია. საბა კვირკველია სათადარიგო იყო. ეს მატჩი 1:1 დასრულდა, ქართველი მცველი მწვრთნელმა მე-5 დამატებულ წუთზე შეიყვანა.

* * *
სხვა მატჩებიდან, შეიძლება ითქვას, რომ "ფიორენტინამ" უკვე გაინაღდა მომდევნო ეტაპი. მატრის, აკვილანისა და ილიჩიჩის გოლებით იტალიელებმა სტუმრად აჯობეს "ესბიერგს" - 3:1.

"ვალენსიამ" "სტუმრად", სინამდვილეში კი, ნეიტრალურ მოედანზე, კვიპროსში, 2:0 მოუგო კიევის "დინამოს" და ალბათ, გადაწყვიტა კიდევაც დაპირისპირების ბედი.

მოულოდნელი იყო "ამსტერდამ არენაზე" გამართული მატჩის შედეგი - "ზალცბურგმა" "აიაქსი" გაანადგურა - 3:0. ესპანელმა ხონათან სორიანომ დუბლი შეასრულა, თანაც ჰოლანდიელთა კარში ერთი გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა.

"ლაციო" შინ ბულგარეთის ჩემპიონ "ლუდოგორეცთან" დამარცხდა.

ევროპალიგა. 1/16-ფინალი. I მატჩები
ანჟი (რუს)-გენკი (ბელ) 0:0
გაძევება: ი. მაქსიმოვი (89. ანჟი)
გია გრიგალავამ (ანჟი) 90 წუთი ითამაშა

ჩერნომორეცი (უკრ)-ლიონი (საფ) 0:0
თორნიკე ოქრიაშვილი (ჩერნომორეცი) 86-ე წუთზე შევიდა

დნიპრო (უკრ)-ტოტენჰემი (ინგ) 1:0
გოლი: 1:0 კონოპლიანკა (81-პენ)
ჯაბა კანკავამ (დნიპრო) 90 წუთი ითამაშა

დინამო კ. (უკრ)-ვალენსია (ესპ) 0:2
გოლები: 0:1 ვარგასი (79), 0:2 ვიდა (91 ს.კ.)

ესბიერგი (დან)-ფიორენტინა (იტა) 1:3
გოლები: 0:1 მატრი (9), 1:1 პუშიჩი (10), 1:2 ილიჩიჩი (15), 1:3 აკვილანი (37-პენ)

იუვენტუსი (იტა)-ტრაბზონი (თურ) 2:0
გოლები: 1:0 ოსვალდო (16), 2:0 პოგბა (94)

ლიბერეცი (სლო)-ალკმაარი (ჰოლ) 0:1
გოლი: 0:1 ვიერგევერი (89)

პაოკ-ი (საბ)-ბენფიკა (პორ) 0:1
გოლები: 0:1 ლიმა (59)

აიაქსი (ჰოლ)-ზალცბურგი (ავს) 0:3
გოლები: 0:1 სორიანო (14-პენ), 0:2 მანე (21), 0:3 სორიანო (35)

ბეტისი (ესპ)-რუბინი (რუს) 1:1
გოლები: 1:0 დიდაკი (3), 1:1 ერემენკო (74-პენ)
გაძევება: პრუდნიკოვი (28. რუბინი)
საბა კვირკველია (რუბინი) 95-ე წუთზე შევიდა.

პორტუ (პორ)-აინტრახტი (გერ) 2:2
გოლები: 1:0 კვარეჟმა (45), 2:0 ვარელა (68), 2:1 ხოსელუ (72), 2:2 ალექსი (77 ს.კ.)

ლაციო (იტა)-ლუდოგორეცი (ბულ) 0:1
გოლები: 0:1 ბეზიაკი (45)
დიაკოვმა (ლუდოგორეცი) მე-9 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა.
ანდერსონმა (ლაციო) 50-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა
გაძევება: დიაკოვი (55. ლუდოგორეცი), კავანდა (73. ლაციო)

მაკაბი თ. (ისრ)-ბაზელი (შვე) 0:0

მარიბორი (სლო)-სევილია (ესპ) 2:2
გოლები: 1:0 ტავარესი (33), 1:1 გამეირო (47), 1:2 ფასიო (72), 2:2 ვრშიჩი (81)

პლზენი (ჩეხ)-შახტარი (უკრ) 1:1
გოლები: 1:0 ტედი (62), 1:1 ლ. ადრიანო (65)

სუონსი (უელ)-ნაპოლი (იტა) 0:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კობახიძეს და ლობჟანიძეს პატრონი არ ჰყავთ, ან თავმოყვარეობაზე არ მოქმედებს მათდამი მწვრთნელის დამოკიდებულება?მხოლოდ ხელფასი ხომ არაა საქმე,თუმცა ესეც დიდად მნიშვნელოვანია.
vaxvax
09:39 21-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული