ევროპალიგა. 1/8-ფინალი. I მატჩების წინ: "აიაქსთან", ჯაბა კანკავას გარეშე

AutoSharing Option
ვარშავის გზას ევროპალიგაზე 16 კლუბი შემორჩა, მათ შორის, ჯაბა კანკავას "დნიპრო", რომელიც ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდ "აიაქსს" დაუპირისპირდება. ამსტერდამელებს საუკეთესო დრო ნამდვილად არ აქვთ, თუმცა კიევურ მატჩს ჩვენი ნაკრების კაპიტანი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

ევროპალიგის ტიტულის და შესაბამისად, თბილისის საგზურისთვის (ევროპის სუპერთასი საქართველოს დედაქალაქში გაიმართება) ბრძოლას ერთბაშად 5 იტალიური კლუბი აგრძელებს. აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო ერთი ქვეყნის 5 კლუბი ამ ეტაპზე - 1979/80 წლების სეზონის უეფას თასზე 5 დასავლეთგერმანული კლუბი იყო.

ორ-ორი წარმომადგენელი დარჩათ რუსებს, უკრაინელებს და ესპანელებს. ისე მოხდა, რომ ორი
ესპანური კლუბი ერთმანეთს უპირისპირდება (ისევე, როგორც ორი იტალიური). თითო გუნდი შემორჩა ინგლისიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ბელგიიდან და თურქეთიდან.

ყველაზე დიდ ინტერესს "ვოლფსბურგისა" და მილანის "ინტერის" წყვილი იწვევს. "მგლებს" ევროპალიგაზე ბოლო სამი მატჩია, არ გაუშვიათ გოლი, თუმცა იმისთვის, რომ "ინტერს" გასცდნენ, კიდევ უკეთ თამაშია საჭირო - მილანელებს ამ გათამაშებაში ჯერ არ წაუგიათ. ევროსარბიელზე ეს ამ გუნდების პირველი შეხვედრაა.

ისე, გერმანული გუნდი ევროპალიგას შემორჩენილთა შორის ყველაზე გამოუცდელია - ევროასპარეზზე სულ 58 თამაში აქვს. ყველაზე გამოცდილი კი, რა თქმა უნდა, "ინტერია", რომლის ისტორიას 387 ევროთამაში ახსოვს.

მილანელები იმ ოთხ გუნდში არიან, რომელთაც 3-3-ჯერ მოუგიათ ეს ტურნირი (ევროპალიგა და მისი წინამორბედები), მაგრამ ბოლო ტრიუმფი "ლურჯ-შავების" ანგარიშზე 1998 წელზე მოდის.

16 კლუბში მხოლოდ 5-ს მოუგია ეს ტურნირი წარსულში. "ინტერზე" უკვე ვთქვით და ამჟამინდელი მფლობელი "სევილია" მას არაფრით ჩამორჩება - 3 ტრიუმფი (2006, 2007, 2014). ევროპალიგა მოგებული აქვთ: "ნაპოლის" (1989), "აიაქსს" (1992) და "ზენიტს" (2008).

კიდევ ერთი ფაქტი: როგორც ვთქვით, 27 მაისის ფინალი ვარშავაშია. "ვოლფსბურგს" კი ერთი პოლონელი ჰყავს - 19 წლის ოსკარ ზავადა. სულ გათამაშებას, ზავადას გარდა, 5 პოლონელი ფეხბურთელი შემორჩა.

"ვილიარეალი" და "სევილია" ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, თუმცა ახლა ამ ურთიერთობას ევროთასებზე დაპირისპირებით "გააღრმავებენ". ესპანური დაპირისპირებებიდან კი ევროპალიგის მოქმედი გამარჯვებულის უპირატესობა აშკარაა - 17 გამარჯვება და 7 ფრე 33 თამაშში. პოლონელი "სევილიასაც" ჰყავს - გჟეგოჟ კრიხოვიაკი.

იტალიური დაპირისპირებაა "ფიორენტინასა" და "რომას" შორის. ამ სეზონში რომაელებმა შინ 2:0 აჯობეს "იებს", ხოლო "იებმა" შინ ამავე ანგარიშით მოუგეს რომაელებს. ურთიერთშეხვედრებში (159 დაპირისპირება) ოდნავი უპირატესობა რუდი გარსიას გუნდის მხარესაა - 52 მოგება 49-ის წინააღმდეგ.

ევროპალიგის ბომბარდირობის კარგი შანსი "ევერტონის" ბელგიელ ფორვარდ რომელუ ლუკაკუს აქვს, მის ანგარიშზე 6 გოლია. ლუკაკუ ალანს (ზალცბურგი) ორი გოლით ჩამორჩება, მაგრამ ბრაზილიელი ფორვარდის გუნდი უკვე გავარდნილია გათამაშებიდან.

ევროპალიგა. 1/8-ფინალი. I მატჩები
12 მარტი
ზენიტი-ტორინო 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არშავინი, ფაიზულინი, ჰალკი (?), მალაფეევი (?) -

დნიპრო-აიაქსი 22:00
დისკვალიფიკაცია: კანკავა (დნიპრო)
ტრავმა: კრავჩენკო, მაზუხი, ეგიდიო (?), კონოპლიანკა (?), მატეუსი (?) - ფიშერი, ლოვენბურგი, მილიკი (?), სიგტორსონი (?), ზიმლინგი (?)

ვოლფსბურგი-ინტერი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰანტი, ბეკი (?), დრევესი (?), პერიშიჩი (?) - ნაგატომო

ბრიუგე-ბეშიქთაში 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოომპანი, ენგელსი, ვასკესი, ხედოსი (?), ულარე (?) - კოიბაში, მილოშევიჩი, ჩენკ თოსუნი (?), თოლგა (?)

ნაპოლი-დინამო მ. 00:05
დისკვალიფიკაცია: იუსუპოვი (დინამო)
ტრავმა: ბრიტოსი (?), ინსინიე (?), სუნიგა (?) -

ევერტონი-დინამო კ. 00:05
დისკვალიფიკაცია: ბელჰანდა, რიბალკა (დინამო)
ტრავმა: ატსუ (?), ბეინესი (?), ჰიბერტი (?), მაკგიდი (?), ოვიედო (?), პიენაარი (?) - ჰარუნა, მაკარენკო, სელინი, ლენსი (?), შოვკოვსკი (?), სიდორჩუკი (?)

ფიორენტინა-რომა 00:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბერნარდესკი, გომესი, როსი, ბაბაქარი (?), სავიჩი (?), ტატარუშანუ (?) - კასტანი, დუმბია (?), იბარბო (?), მაიკონი (?), ტოტი (?)

ვილიარეალი-სევილია 00:05
დისკვალიფიკაცია: პინა (ვილიარეალი)
ტრავმა: მარინი, ბაილი, სორიანო, იოკიჩი, დორადო (?), ჯოვანი დოს სანტოსი (?) - ასპასი, ბეტო, კარიშო, პარეხა (?)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული