ევროპალიგა. 1/4-ფინალი. I მატჩების წინ: ჯაბა კანკავა "ბრიუგეს" წინააღმდეგ

AutoSharing Option
16 აპრილს ევროპალიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება. ვარშავის ფინალური მატჩის საგზურისთვის 8 გუნდი იბრძვის, რომელთაგანაც ერთ-ერთში ევროთასებს შემორჩენილი ერთადერთი ქართველი, ჯაბა კანკავა თამაშობს.

კანკავას თამაშს "ბრიუგეს" წინააღმდეგაც ველით. ის იმ 20-კაციან სიაში მოხვდა, რომლითაც "დნიპრო" ბელგიაში გაემგზავრა. "დნიპროს" 7 ფეხბურთელი აკლია, რომელთაგანაც ყველაზე დიდი დანაკარგი ტრავმირებული ზოზულიაა.

ევროპალიგაზე დარჩენილი გუნდებიდან სამი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაა. "დნიპროს" გარდა, გათამაშებას კიდევ ერთი უკრაინული გუნდი შემორჩა - კიევის "დინამო".

ასევე, შეჯიბრებას შემორჩენილია "ზენიტი", რომელიც ევროპალიგის მოქმედ ჩემპიონ "სევილიას" სტუმრობს. კიევის "დინამო" კი "ფიორენტინას" მასპინძლობს, ხოლო ამ
ეტაპზე ყველაზე გამოუცდელი "ვოლფსბურგი" შინ "ნაპოლის" მიიღებს, ალბათ, ცენტრალურ დაპირისპირებაში.

ევროპალიგა. 1/4-ფინალი. I მატჩები
16 აპრილი
ბრიუგე-დნიპრო 23:05
დისკვალიფიკაცია: მონიე - შახოვი
ტრავმა: დუარტე, ენგელსი, ფელიპე ჟედოსი - ეგიდიო, მაზუხი, ზოზულია, მატეუსი (?)

დინამო კ.-ფიორენტინა 23:05
დისკვალიფიკაცია: ბასანტა (ფიორ)
ტრავმა: მაკარენკო, ველოზო (?) - ჯ. როსი, პისარო

სევილია-ზენიტი 23:05
დისკვალიფიკაცია: კრიშიტო, დანი, სმოლნიკოვი (ზენ)
ტრავმა: ბეტო, კარიშო (?) - ფაიზულინი

ვოლფსბურგი-ნაპოლი 23:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰანტი - გარგანო, მიჩუ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სათაურის მიხედვით ერთი კაცი ეთამაშება ბრუგეს. რა იცით ეს რედუცირება ერთ ფეხბურთელზე.
vato
21:07 16-04-2015
0
ჯაბა წარმატებები! სულით და გულით გიგულშემატკივრებთ დღეს!
Georgiano
18:54 16-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული