"ლეგიას" სტუმრობას უკრაინაში ფანებს შორის შეტაკებები მოჰყვა [VIDEO]

AutoSharing Option
19 აგვისტოს უკრაინაში, ლვოვსა და კიევში, უკრაინელებსა და პოლონელ ქომაგებს შორის შეტაკებები მოხდა.

ლვოვის ცენტრში, თვითმხილველთა თქმით, პოლონელებმა ლვოვი და უკრაინელები ცუდად მოიხსენიეს, რის გამოც ატყდა ჩხუბი, რომელშიც დაახლოებით 20 უკრაინელი და 8 პოლონელი მონაწილეობდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პოლონელები კიევში ლუგანსკის "ზორიასა" და ვარშავის "ლეგიას" შორის ევროპის ლიგის მატჩზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ პოლონელების კიევში ჩასვლასაც ინციდენტი მოჰყვა.

ამჯერად ჩხუბი კიევის "დინამოსა" და ვარშავის "ლეგიას" ულტრასებს შორის მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში ორი დაჯგუფების მხრიდან დაახლოებით 50-50 ადამიანი მონაწილეობდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ,
რომ ევროპის ლიგის პლეი ოფის მატჩი "ზორიასა" და "ლეგიას" შორის დღეს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ძორია, ,,ზორია,,
bacho
15:45 20-08-2015
0
Mevaseba fanebs shoris dapirispireba..magaria zaan...
Ucxoplaneteli
15:57 20-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული