ლუი ვან გაალი: ჩვენი წაგება მერფის კანონის ბრალია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა "მიდტიულანდთან" (1:2) ევროპალიგის 1/16-ფინალური მატჩის შემდეგ მარცხის მიზეზი ახსნა.

"ვფიქრობ, ეს მერფის კანონია. როცა თქვენი მეკარე მატჩის წინ ხდება რიგით მე-14 ტრავმირებული ფეხბურთელი, ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის.

პირველი გოლი რიკოშეტის წყალობით გავუშვით. ეს მეტისმეტია. ასეთი რამე ყოველთვის შეიძლება მოხდეს ფეხბურთში.

გვაქვს შანსი, რომ შინ დავამარცხოთ მეტოქე და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ.

დავიდ დე ხეას მუხლზე აქვს პრობლემა", - ციტირებს ვან გაალს BBC.

რაც შეეხება მერფის კანონს, რას ნიშნავს ის:

"თუ არსებობს იმის
ალბათობა, რომ შეიძლება რამე უსიამოვნება მოხდეს, ის აუცილებლად მოხდება".

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. 1/16 ფინალი. I მატჩები: "ღამურებმა" გაიღვიძეს, "იუნაიტედს" არაფერი ეშველა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
მანჩესტერის მორიგი, მერამდენე წაგება, რატომ ჰყავთ ეს უვიცი, ვინმემ იცის?! ,,მერფის,, არა ,,შინდლერის სიის ბრალია,, გააგდეონ ეს  ... მოსპო და ,,გააფარჩაკა,, გუნდი.
AMPREDUZO
14:31 19-02-2016
0
ვან გაალი თუ უვიცია, მაშინ დევიდ მოიესი და ყველა ინგლისელი მწვრთნელი ნიანგი ყოფილა. რა შემადგენლობაც ჰყავს იმას თამაშობს, მარსიალით, მაკნეირით, კარიკით და თუ გინდათ რუნით, მეტს ვერავინ იზამს, მეხუთე ადგილზეა ინგლისში და გადახედეთ მოწინავე გუნდების შემადგენლობას, ბევრად უკეთესი სასტავები ყავთ
როკო
14:42 19-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული