ევროპალიგა. 1/4 ფინალი. I მატჩები: კლოპმა ლივერპულში ფრე წაიღო [VIDEO]

AutoSharing Option
წუხელ ევროპალიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. ყველაზე დიდ ინტერესს ეგრეთ წოდებული "ელ კლოპიკო" იწვევდა - იურგენ კლოპი "ლივერპულით" ჩავიდა დორტმუნდში თითქმის მშობლიური "ბორუსიას" წინააღმდეგ...

იურგენ კლოპს დორტმუნდში, რა თქმა უნდა, თბილად დახვდნენ. გერმანელმა სპეციალისტმა კი ინგლისში მისი გუნდისთვის მისაღები ანგარიში წაიღო - 1:1. 36-ე წუთზე დივოკ ორიჯი შესანიშნავად გაერკვა სიტუაციაში და ოდნავ რიკოშეტის დახმარებით გახსნა ანგარიში.

თომას ტუხელის გუნდმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაათანაბრა - ჰენრიკ მხითარიანმა ჩააწოდა, ხოლო თომას ჰუმელსი ლალანას გადაახტა და ანგარიში გაათანაბრა. სომეხი ფეხბურთელი მართლაც დიდებულ ფორმაშია,
მხითარიანმა "დორტმუნდის" ბოლო 45 მატჩში 43 გოლში მიიღო მონაწილეობა - 20 გაიტანა და 23 საგოლე პასი მიითვალა.

სხვადასხვა მომენტის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა. თამაშამდე "დორტმუნდი" ფავორიტად ითვლებოდა, ახლა კი ვფიქრობთ, შანსები 50X50-ზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ვილიარეალი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც ამ ეტაპზე შინ მოგება შეძლო - "წყალქვეშა ნავმა" პრაღის "სპარტა" 2:1 დაამარცხა.

მაგრამ არც მარსელინო უნდა იყოს ბოლომდე კმაყოფილი. მისმა გუნდმა ევროპალიგაზე "ელ მადრიგალზე" ამ სეზონში პირველად გაუშვა გოლი. ეს ტაიმის მიწურულს იაკუბ ბრაბეცმა მოახერხა. "ვილიარეალმა" კი სედრიკ ბაკამბუს დუბლით მოიგო. ამით "სპარტას" 13-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა ევროთასებზე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პორტუგალიაში შეცვლაზე შესულმა ვილსონ ედუარდომ ბოლოსწინა წუთზე თავურით გაიტანა "შახტარის" კარში, მაგრამ უკრაინაში ლუჩესკუს გუნდი გამარჯვებული მიდის. რაკიცსკისა და ფერეირას გოლების წყალობით, "შახტარი" ცალი ფეხით ნახევარფინალშია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ევროპალიგის გამარჯვებულმა "სევილიამ" ბილბაოში 2:1 მოიგო, გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესულმა იბორამ გაიტანა, რომელმაც დაადუმა "სან მამესი". აღსანიშნავია, რომ უნაი ემერიმ საერთოდ არ გამოიყვანა მინდორზე ბილბაოელთა ყოფილი ლიდერი ფერნანდო ლორენტე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

7 აპრილი
ბილბაო-სევილია 1:2
გოლები: 1:0 ადურისი (48), 1:1 კოლოძეიჩაკი (56), 1:2 იბორა (83)
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - დე მარკოსი, ბოვედა, ეჩეიტა, ბალენზიაგა - სან ხოსე, ბენიატი - ვილიამსი (63. სუსაეტა), ერასო (69. ვიგერა), მუნიაინი (63. ლეკუე) - ადურისი
სევილია (4-2-3-1): სორია - კოკე, რამი, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა (12. ფასიო) - ნ'ზონზი, კრიხოვიაკი - ვიტოლო, ბანეგა (74. იბორა), კრონ-დელი (68. კონოპლიანკა) - გამეირო

ბრაგა-შახტარი 1:2
გოლები: 0:1 რაკიცკი (45), 0:2 ფერეირა (75), 1:2 ედუარდო (89)
ბრაგა (4-4-2): მატეუსი - კარნეირო, ბოლი, ფერეირა, გოიანო - სანტოსი, ლუის კარლოსი, ვუკჩევიჩი (87. კარვალიო სოუზა), სილვა - სტოილიკოვიჩი (75. ედუარდო), ჰასანი
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, ორდეცი, რაკიცკი, ისმაილი - მალიშევი, სტეპანენკო - მარლოში (82. ედუარდო), კოვალენკო (88. ბერნარდი), ტაისონი (79. დენტინიო) - ფერეირა

დორტმუნდი-ლივერპული 1:1
გოლები: 0:1 ორიჯი (36), 1:1 ჰუმელსი (48)
დორტმუნდი (4-1-4-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, ს. ბენდერი (76. პაპასტატოპულოსი), ჰუმელსი, შმელცერი - ვაიგლი - დურმი (46. შაჰინი), კასტრო, მხითარიანი, როისი - ობამეიანგი (77. პულიშიჩი)
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, სახო, მორენო - ჰენდერსონი (46. ალენი), ჯანი - ლალანა (77. ფირმინო), კოუტინიო, მილნერი - ორიჯი (84. სტარიჯი)

ვილიარეალი-სპარტა 2:1
გოლები: 1:0 ბაკამბუ (3), 1:1 ბრაბეცი (45), 2:1 ბაკამბუ (63)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო გასპარი, ბაილი, რუისი, კოსტა (77. მარინი) - სუარესი, ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო, კასტილიეხო (62. ლეო ბაპტიშტაო) - სოლდადო, ბაკამბუ (82. ა. ლოპესი)
სპარტა (3-1-4-2): ბიჩლიკი - ბრაბეცი, ჰოლეკი (28. კოვაჩი), კოსტა - მარეჩეკი - დოჩკალი, მატეიოვსკი (88. ლაფატა), ფრიდეკი, კრეიჩი - კონატე, იულისი (73. ფატაი)

საპასუხო მატჩები 14 აპრილს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თომას ჰუმელსი არაააა.მატს ჰუმელსია და გაასწორეთ :D
avtors
09:06 08-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული