იურგენ კლოპი: "ენფილდზე" სულ სხვა მატჩი იქნება

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "ვილიარეალთან" (0:1) ევროპის ლიგის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ევროპალიგა. 1/2 ფინალი. I მატჩები: ესპანური ფინალის კონტურები [VIDEO]

"რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ, რომ ბოლო წუთებზე გავუშვით, მაგრამ ეს მხოლოდ დაპირისპირების პირველი მატჩია.

ანგარიში მეტოქის სასრგებლოდ არის, მაგრამ მატჩი "ენფილდზეც" გველოდება, სადაც ძალიან ძლიერები ვართ. რბოლა არ დასრულებულა.

გვქონდა გოლის გატანის მომენტები და მთელი მატჩი თავს კარგად ვიცავდით.

90 წუთი უკვე ნათამაშებია, შემდეგ 95 წუთს "ენფილდზე" ჩავატარებთ. ეს სულ სხვა მატჩი იქნება", - თქვა
კლოპმა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული