ლივერპული VS სევილია - დიდი კლუბი VS დიდი სერია

AutoSharing Option
* "ლივერპულს" 2005 წლის ცნობილი ფინალის შემდეგ (როცა "მილანთან" 0:3-ს აგებდა და პენალტების სერიაში მოიგო ჩემპიონთა ლიგა) ევროთასი არ მოუგია.
* ევროპალიგის ფინალებს აქამდე მხოლოდ ერთხელ მასპინძლობდა ბაზელის "სენტ იაკობსზე" პატარა სტადიონი.
* ეს გუნდები ევროთასებზე ერთმანეთს პირველად ხვდებიან.
* "სევილია" ამ ტურნირის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც ზედიზედ მესამე ფინალში გააღწია. მოგების შემთხვევაში კი პირველი გუნდი გახდება, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო.
* თუკი ეს გუნდები ევროპალიგის ფინალში გადიან, აღარ აგებენ - "ლივერპულმა" სამჯერ მოიგო, "სევილიამ" - ოთხჯერ (ორჯერ პენალტების სერიაში).
* ეს წაუგებელი სერია ერთ-ერთი გუნდისთვის ბაზელში აუცილებლად შეწყდება.
* ამ ტურნირზე ბოლო ექვსი ტიტულიდან 4 ესპანურმა კლუბებმა მოიპოვეს და მხოლოდ ერთი ინგლისურმა ("ჩელსი" - 2013).
* ესპანელებს და იტალიელებს ეს ტურნირი 9-9-ჯერ აქვთ მოგებული, ინგლისელებს - 7-ჯერ.
* "სენტ იაკობსზე" ორივე კლუბს უთამაშია, მაგრამ ჯერ ერთხელაც არ მოუგია.
* მეკარე სიმონ მინოლე (ლივერპული) ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირზე ყოველი წუთი ითამაშა - 1 260.
* თუ "სევილია" მოიგებს, გახდება მესამე კლუბი, რომელიც ამას ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსვლის შემდეგ შეძლებს. აქამდე ეს "ატლეტიკომ" და "ჩელსიმ" მოახერხეს.

საკლუბო სეზონის დაისი და აპოგეა ერთია - ცოტა ხანში "დიდი ფინალია" - ჩემპიონთა ლიგის მადრიდული დერბი მილანში. მანამდე კი "მცირე ფინალით" უნდა ვისიამოვნოთ - ბაზელში "ლივერპული" და "სევილია" დადგებიან ერთმანეთის პირისპირ.

დღეს არის უკანასკნელი შანსი, ამ სეზონში მაინც დაირღვეს ესპანური დომინაცია, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალი სუფთა ესპანურია. "ლივერპულს" კი დანარჩენი ევროპის პრესტიჟი აქვს დასაცველი.

იურგენ კლოპი (ლივერპული): "ძალზე ინტენსიურ თამაშს ველი. ვფიქრობ, ბრძოლა იქნება მოედნის ყოველ წერტილში. დიახ, იქნება დიდი ბრძოლა. სხვანაირად არ გამოდის, ტიტულს ვერ მოიგებ ბურთის გაგორებით და თამაშ-თამაშ. ფინალში ყოველთვის 50/50-ზეა შანსები. ახლა მით უფრო ასეთი შემთხვევაა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დეტალებს, გარემოებებს. ჩემთვის ასეა, რაც მეტ ზეწოლას ვგრძნობ, უფრო კარგად გამოვდივარ სიტუაციიდან. ყველაფერს გავაკეთებ, რომ შანსი ხელიდან არ გავუშვათ. ვიცი, ძალიან რთული იქნება ამის მიღწევა, ჩვენი მეტოქე ხომ "სევილიაა", მაგრამ ჩვენ მომზადებულნი ვართ.

ჩვენ 100%-ით მზად ვართ ამ ბრძოლისთვის. "ლივერპულმა" დაიმსახურა, რომ ფინალის ნაწილი ყოფილიყო, ახლა კი ჩვენ უნდა შევეცადოთ და გამარჯვება დავიმსახუროთ. ხვალ ევროთასის ფინალია. რა უნდა იყოს ამაზე დიდი გამოწვევა ფეხბურთელისთვის?

ვიცი, რომ კვირანახევარში ლიგის ფინალია, მაგრამ მეტი დიდი მატჩი ევროპის ჩემპიონატამდე აღარ არის. მთელი ევროპა ჩვენ გვიყურებს. ყურადღების ცენტრში ყოფნა კი ძალიან კარგია.

"ლივერპულში" მუშაობას როცა ვიწყებდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ პირველივე სეზონში ფინალში გავიდოდით. ჩვენ გრძელი გზა გამოვიარეთ. ტურნირმა უკვე დამიტოვა სასიამოვნო მოგონებები. გვქონდა დიდი, საოცარი ენფილდური საღამოები, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ".

უნაი ემერი (სევილია): "ფინალებში თამაში და გამარჯვება დიდ ემოციებს იწვევს ჩვენში. "სევილია" დიდი ისტორიის კლუბია. მას ბევრჯერ ჰქონია დიდებული დრო, მაგრამ ახლა მართლაც საოცარი სერია გამოგვივიდა. ზედიზედ მესამედ ვართ ფინალში, რომელსაც, იმედია, კვლავ მოვიგებთ. "სევილია" დიდი გულმოდგინებით უდგება ევროპალიგას, რაც ყველამ კარგად დაინახა.

ის, რომ ზედიზედ მესამედ ფინალში ვართ, ამის ნათელი დასტურია. დიდი გამოწვევაა, როცა მეტოქედ "ლივერპული" გყავს, კლუბი უდიდესი ისტორიითა და ქარიზმით. მაგრამ გამარჯვება ერთია და ის ჩვენ გვინდა მოვიპოვოთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ტიტულთან ერთად, გამარჯვებული გაისად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებას მიიღებს.

ალბათ, ბაზელში "ლივერპულის" ფანები მეტნი იქნებიან. ამიტომ ჩვენ უფრო მოტივირებულნი უნდა ვიყოთ და დიდი კლუბის დამარცხებით მივაღწიოთ მიზანს".

ევროპალიგა 2015/16
* ეს იყო ტურნირის 45-ე სეზონი, მე-7 ფორმატისა და დასახელების შეცვლის მერე.

* ტურნირი დაიწყო 2015 წლის 30 ივნისს I საკვალიფიკაციო მატჩებით.

* ტურნირზე მონაწილეობა მიიღო 54 ქვეყნის 158-მა კლუბმა.

* ევროპალიგის ამ სეზონში გაიმართა 204 მატჩი, გავიდა 532 გოლი.

* ყველა თამაშს 4,45 მილიონი ადამიანი დაესწრო. 21,8 ათასი ადამიანი საშუალოდ.

* ევროპალიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს არიც ადურისი (ბილბაო). მისი დაწევის რეალური შანსი მხოლოდ კევინ გამეიროს (სევილია) აქვს - 7 გოლი.

* ამ ტურნირზე მონაწილეობდა სამი ქართული კლუბი: "დინამო" თბილისი, "დინამო" ბათუმი და "ცხინვალი".

* სამივე ქართული კლუბი I საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვარდა.

ლივერპული (ინგლისი)-სევილია (ესპანეთი) 22:45
დისკვალიფიკაცია: სახო -
ტრავმა: ჯანი (?), გომესი, ჰენდერსონი (?), ინგსი, ორიჯი (?), როსიტერი - კრონ-დელი, რეიესი
სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - კლაინი, კ. ტურე, ლოვრენი, მორენო - მილნერი, ჯანი - კოუტინიო, ფირმინო, ლალანა - სტარიჯი
სევილია (4-2-3-1): სორია - მარიანო, კარიშო, რამი, ტრემულინა - ნ'ზონზი, კრიხოვიაკი - ვიტოლო, ბანეგა, კონოპლიანკა - გამეირო
მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი)

ლივერპული
მწვრთნელი
იურგენ კლოპი
კაპიტანი
ჯორდან ჰენდერსონი
ევროპალიგის რეკორდი
78 მოგება, 38 ფრე, 29 წაგება
ევროპალიგის ტიტული
1973, 1976, 2001
ბოლო სეზონი
ევროპალიგა - 1/16-ფინალი (წააგო "ბეშიქთაშთან")
მთავარი ვარსკვლავი
ფილიპე კოუტინიო

გზა ფინალამდე
მოიგო B ჯგუფი
1/16: აუგსბურგი 0:0, 1:0 (შ)
1/8: მანჩესტერი 2:0 (შ), 1:1
1/4: დორტმუნდი 1:1, 4:3 (შ)
1/2: ვილიარეალი 0:1, 3:0 (შ)

სევილია
მწვრთნელი
უნაი ემერი
კაპიტანი
ხოსე ანტონიო რეიესი
ევროპალიგის რეკორდი
65 მოგება, 28 ფრე, 27 წაგება
ევროპალიგის ტიტული
2006, 2007, 2014, 2015
გასული სეზონი
მოიგო ევროპალიგა (ფინალში "დნიპროსთან")
მთავარი ვარსკვლავი
კევინ გამეირო

გზა ფინალამდე
III ადგილი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში
1/16: მიოლდე 3:0 (შ), 0:1
1/8: ბაზელი 0:0, 3:0 (შ)
1/4: ბილბაო 2:1, 1:2 (შ) 5:4 პენ.
1/2: შახტარი 2:2, 3:1 (შ)

სტადიონი
სტ. იაკობსი. ბაზელი (შვეიცარია)
ტევადობა: 36 000

ტურნირის ყველა გამარჯვებული
იუვენტუსი (იტალია)
1977, 1990, 1993
ინტერი (იტალია)
1991, 1994, 1998
ლივერპული (ინგლისი)
1973, 1976, 2001
სევილია (ესპანეთი)
2006, 2007, 2014, 2015
რეალი (ესპანეთი)
1985, 1986
გლადბახი (გერმანია)
1975, 1979
ტოტენჰემი (ინგლისი)
1972, 1984
ფეიენოორდი (ჰოლანდია)
1974, 2002
გეტებორგი (შვედეთი)
1982, 1987
პარმა (იტალია)
1995, 1999
პორტუ (პორტუგალია)
2003, 2011
ატლეტიკო (ესპანეთი)
2010, 2012
ანდერლეხტი (ბელგია)
1983
ეინდჰოვენი (ჰოლანდია)
1978
აინტრახტი (გერმანია)
1980
იფსვიჩი (ინგლისი)
1981
ლევერკუზენი (გერმანია)
1988
ნაპოლი (იტალია)
1989
აიაქსი (ჰოლანდია)
1992
ბაიერნი (გერმანია)
1996
შალკე (გერმანია)
1997
გალათასარაი (თურქეთი)
2000
ვალენსია (ესპანეთი)
2004
ცსკა (რუსეთი)
2005
ზენიტი (რუსეთი)
2008
შახტარი (უკრაინა)
2009
ჩელსი (ინგლისი)
2013

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რომელი არხი აჩვენებს?
Lasha
17:21 18-05-2016
0
1968-ში და 71-ში ვინ მოიგო?...ლიდსმა!
69-ში ნიუკასლმა!
alex
20:39 18-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული