ჯეიმი კარაგერი: იურგენ, იყიდე ეს დედა**** მარცხენა მცველი

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ჯეიმი კარაგერი გუნდის ევროპის ლიგის ფინალში "სევილიასთან" თამაშით ძალიან უკმაყოფილო დარჩა.

"სევილიასთან" მატჩის დასრულების შემდეგ კარაგერმა "ტვიტერში" უცენზურო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც "ლივერპულისთვის" მარცხენა მცველის ტრანსფერს მოითხოვდა.

"იურგენ, სატრანსფერო კომიტეტი, ვინმემ... იყიდეთ ეს დედა**** მარცხენა მცველი", - დაწერა კარაგერმა, შემდეგ კი "ტვიტი" წაშალა.

Sportall.Ge

ჯეიმის პრეტენზიები ალბერტო მორენოსკენ იყო მიმართული. "სევილიის" პირველი გოლის დროს მორენომ თავით ცუდად გამოიტანა ბურთი, რომელიც საბოლოოდ მარიანოს მიუვიდა. მარიანომ კი მორენო მოატყუა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

მესამე გოლის ეპიზოდში კი მორენომ თანაგუნდელისგან ასხლეტილი ბურთი
ვერ გააჩერა.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" "სევილიასთან" ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

- ლივერპული-სევილია 1:3 - ევროპალიგის "რეკორდმაისტერი" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგი ფეხბერთელია საოცარი გოლების ავტორია მე ხშირად ვუყურებ და მაოცებს მისი გატანილი გოლები ალეკო იზორია
ასიდან ასივე გოლი უნდა გაიტანოთ კარში!!!
15:32 19-05-2016
0
მე დძალიან მომწონს მისი თამაშები ხშირად ვუყურებ და მიკვირს ესეთ პატარა ფეხბურთელს რამდენი შეუდლია ალეკო იზორია
ასიდანასიდან ასივე გოლის გატანა უნდა შედლოთ თუ მომენტი შეიქმნება ამისი
15:35 19-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული