ევროპალიგა. ბოლო ტურის წინ: "მაკაბის" და არველაძის ყოფნა-არყოფნა

AutoSharing Option
დღეს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდება. 12 ჯგუფიდან 24 საუკეთესო გუნდი ჩემპიონთა ლიგის 8 მესამეადგილოსანს შეუერთდება და თებერვლიდან ტურნირის 1/16-ფინალში ჩაებმება.

ნახევარზე ოდნავ მეტის, 13 საგზურის მფლობელის ვინაობა უკვე გარკვეულია: "ზენიტი", "რომა", "აიაქსი", "შახტარი", "შალკე", "სპარტა", "კრასნოდარი", აპელ-ი, "ოლიმპიაკოსი", "ანდერლეხტი", "სენტ ეტიენი", "გენკი" და "ბილბაო" პლეი ოფში ითამაშებენ. დღეს მათ კიდევ 11 იღბლიანი შეუერთდება.

ქართველები ევროპალიგაზე
რუსული "კრასნოდარი" "ნიცას" სტუმრობს. ამ მატჩს აღარ აქვს სატურნირო დატვირთვა, "კრასნოდარი" უკვე პლეი ოფშია და თებერვლიდან მას თორნიკე ოქრიაშვილიც დაეხმარება, რომლის ევროპალიგის განაცხადში შეყვანა შემოდგომით ვერ
მოესწრო.

ჯაბა ლიპარტიას "ზორია" უკვე გავარდნილია, თუმცა უკრაინული გუნდი ოდესაში "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობს და სამოტივაციოდ ესეც საკმარისია.

გავარდნილია გიორგი ქვილითაიას "რაპიდიც", რომელიც ვენაში ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლებს.

ნიკა კვეკვესკირის "გაბალა" "მაინცს" ესტუმრება, არც აზერბაიჯანულ გუნდს აქვს შემორჩენილი შანსი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ტური შოთა არველაძისთვისაა. "დანდალკთან" "მაკაბის" ქართველი მწვრთნელის ბედ-იღბალი წყდება. წარუმატებლობის შემთხვევაში შოთა, დიდი ალბათობით, დატოვებს თანამდებობას. "მაკაბი" 4 ქულით ბოლო ადგილზეა და მხოლოდ საკუთარ თავზე არ არის დამოკიდებული, თუ "ალკმაარი" შინ "ზენიტს" დაამარცხებს, არველაძის გუნდს შანსი აღარ ექნება.

გამორჩეული მატჩი: ფეიენოორდი-ფენერბაჰჩე
მნიშვნელოვანი მატჩი ელის "ფეიენოორდს", მან ორი ბურთის სხვაობით უნდა მოუგოს A ჯგუფის ლიდერ "ფენერბაჰჩეს", რათა პლეი ოფში გავიდეს. მწვრთნელმა ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა, რომლის გუნდმაც სტამბოლში 0:1 დათმო, შემდეგი თქვა:

"კარგი თამაში გველის. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გვჭირდება საბოლოო წარმატებისთვის. ზურგს კი საშინაო მატჩებში წაუგებელი სერია გვიმაგრებს". არ დაგვავიწყდეს, რომ მეტოქის თავკაცი დიკ ადვოკაატი ვან ბრონკჰორსტის მრჩეველი იყო არცთუ ისე დიდი ხნის წინათ და მან "ფეიენოორდზე" საკმარისზე მეტი იცის.

* * *
ძალზე მნიშვნელოვანი მატჩია "საუთჰემპტონსა" და ისრაელის ჩემპიონ "ბეერ შევას" შორის, ორივე გუნდს 7-7 ქულა აქვს. "წმინდანების" მწვრთნელი კლოპ პუელი ძალზე მაღალი აზრისაა K ჯგუფზე:

"წარმოიდგინეთ, რომ "ინტერი" ტურნირს ბოლო ადგილზე ასრულებს. აი, ასეთი ძლიერი ჯგუფი გვაქვს".

ირლანდიურ "დანდალკსა" და აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" კი პლეი ოფში გასვლით საკუთარი ქვეყნების საფეხბურთო ისტორიის გადაწერა შეუძლიათ.

ხუთშაბათი. 8 დეკემბერი
A ჯგუფი
ფეიენოორდი-ფენერბაჰჩე 22:00
ზორია-მანჩესტერი 22:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. ფენერბაჰჩე 5 3 1 1 7-6 10
2. მანჩესტერი 5 3 0 2 10-4 9
3. ფეიენოორდი 5 2 1 2 3-6 7
4. ზორია 5 0 2 3 2-6 2

B ჯგუფი
იანგ ბოისი-ასტანა 22:00
აპოელ-ოლიმპიაკოსი 22:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. აპოელ 5 3 0 2 6-6 9
2. ოლიმპიაკოსი 5 2 2 1 7-4 8
3. იანგ ბოისი 5 1 2 2 4-4 5
4. ასტანა 5 1 2 2 5-8 5

C ჯგუფი
მაინცი-გაბალა 22:00
ანდერლეხტი-სენტ ეტიენი 22:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. ანდერლეხტი 5 3 2 0 14-5 11
2. სტ. ეტიენი 5 2 3 0 5-3 9
3. მაინცი 5 1 3 1 6-10 6
4. გაბალა 5 0 0 5 5-12 0

D ჯგუფი
ალკმაარი-ზენიტი 22:00
მაკაბი-დანდალკი 22:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. ზენიტი 5 5 0 0 15-5 15
2. ალკმაარი 5 1 2 2 3-8 5
3. დანდალკი 5 1 1 3 4-6 4
4. მაკაბი 5 1 1 3 5-8 4

E ჯგუფი
პლზენი-აუსტრია 22:00
ასტრა-რომა 22:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. რომა 5 3 2 0 16-7 11
2. ასტრა 5 2 1 2 7-10 7
3. აუსტრია 5 1 2 2 9-12 5
4. პლზენი 5 0 3 2 4-8 3

F ჯგუფი
რაპიდი-ბილბაო 22:00
სასუოლო-გენკი 22:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. გენკი 5 3 0 2 11-9 9
2. ბილბაო 5 3 0 2 9-10 9
3. რაპიდი 5 1 2 2 6-7 5
4. სასუოლო 5 1 2 2 9-9 5

G ჯგუფი
სტანდარდი-აიაქსი 00:05
პანათინაიკოსი-სელტა 00:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. აიაქსი 5 4 1 0 10-5 13
2. სტანდარდი 5 1 3 1 7-5 6
3. სელტა 5 1 3 1 8-7 6
4. პანათინაიკოსი 5 0 1 4 3-11 1

H ჯგუფი
კონია-გენტი 20:00
ბრაგა-შახტარი 20:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. შახტარი 5 5 0 0 17-3 15
2. ბრაგა 5 1 3 1 7-7 6
3. გენტი 5 1 2 2 8-13 5
4. კონია 5 0 1 4 2-11 1

I ჯგუფი
ზალცბურგი-შალკე 00:05
ნიცა-კრასნოდარი 00:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. შალკე 5 4 0 0 9-1 15
2. კრასნოდარი 5 2 1 2 7-6 7
3. ზალცბურგი 5 1 1 3 4-6 4
4. ნიცა 5 1 0 4 3-10 3

J ჯგუფი
ყარაბაღი-ფიორენტინა 20:00
პაოკ-ლიბერეცი 20:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. ფიორენტინა 5 3 1 1 13-5 10
2. ყარაბაღი 5 2 1 2 6-10 7
3. პაოკ 5 2 1 2 5-6 7
4. ლიბერეცი 5 1 1 3 7-10 4

K ჯგუფი
ინტერი-სპარტა 00:05
საუთჰემპტონი-ბეერ შევა 00:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. სპარტა 5 4 0 1 7-4 12
2. საუთჰემპტონი 5 2 1 2 5-3 7
3. ბეერ შევა 5 2 1 2 5-5 7
4. ინტერი 5 1 0 4 5-10 3

L ჯგუფი
ოსმანლი-ციურიხი 20:00
ვილიარეალი-სტიაუა 20:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. ოსმანლი 5 2 1 2 8-7 7
2. ვილიარეალი 5 1 3 1 7-7 6
3. სტიაუა 5 1 3 1 4-5 6
4. ციურიხი 5 1 3 1 5-5 6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული