ოთარ კიტეიშვილი: რომელ ნაკრებშიც უნდა ვიყო, მაქსიმალურად დავიხარჯები

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ისლანდიასთან მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

22 მარტს, "მიხეილ მესხზე" ჩატარებულ შეხვედრაში ქართველმა 21-წლამდელებმა მეტოქეს ანგარიშით 3:1 სძლიეს. ამ გუნდების კიდევ ერთი დაპირისპირება 25 მარტს ჩატარდება.

- U21. საქართველო-ისლანდია 3:1 - რომანი დუბლით [VIDEO]

აღსანიშნავია, რომ კიტეიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 24 მარტს სერბეთთან გასამართი მატჩისთვის იხმო. 20 წლის ნახევარმცველმა გუშინ ახალგაზრდულ გუნდს უკაპიტნა, რის შემდეგ კვლავ ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა.

"მიხარია, გოლი რომ გავიტანე და მოვიგეთ, ეს მნიშვნელოვანია. ჩემთვის არ
აქვს მნიშვნელობა, ასაკობრივ ნაკრებში ვიქნები თუ ეროვნულში, ყველგან მაქსიმალურად დავიხარჯები.

სერბეთის ნაკრებზე ვიტყვი, რომ ეს ძლიერი გუნდია და ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია. ამიტომ იოლი მატჩი არ გველის. ფეხბურთელები გულშემატკივართა გასახარად ყველაფერს გავაკეთებთ.

თავისთავად, ლევან მჭედლიძისა და თორნიკე ოქრიაშვილის არყოფნა ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც მათი შეცვლა შეუძლიათ", - თქვა კიტეიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
oto ki daixarjebi biziko magram, fizikurad ormagad unda moumato, girchevdi sadme normalur klubshi gadasvlas, sakartvelos samokvarulo ligashi tamashit verafers ver miagtev...
otto
14:51 23-03-2017
0
ოქრის შემცვლელი რომელია ოთარ აქედან?))))))))))))))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული