საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე ამხანაგური შეხვედრა რუსეთის თანატოლთა გუნდთან ჩაატარა. გიორგი ყიფიანის გაწვრთნილებმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხეს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 28-ე წუთზე რატი არდაზიშვილმა გაიტანა.

საქართველოს და რუსეთის 19-წლამდელები კიდევ ერთ შეხვედრას ჩაატარებენ. 27 მარტს ეს გუნდები ისევ მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ითამაშებენ.

გიორგი ყიფიანმა რუსეთთან მატჩებისთვის ეს ფეხბურთელები შეარჩია:

გიორგი ჩოჩიშვილი (შევარდენი 1906), გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ), დავით კერესელიძე (ცხინვალი), დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), ლუკა ქაფიანიძე (დინამო
თბ), შალვა ბურჯანაძე (ტორპედო), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ალექსანდრე კახიძე (ნაციონალი, რუსეთი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კუცია (დინამო თბ), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), საბა ჯიქია (რუხი, პოლონეთი), ბექა ქავთარაძე (დინამო თბ), აკაკი ნინუა (სამტრედია), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ), თორნიკე დაგარგულია (შუქურა), ლუკა ფოჩხუა (შევარდენი 1906).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები წელს ივლისში, თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
რუსეთს მთელი მსოფლიო უფრთხის და ერიდება, შენ ვინ ხარ რომ არ მოერიდო. ბრიყვები არ მოერიდნენ და რა დაგვმართეს კარგად დავინახეთ, კიდევ ვერ სწავლობთ ჭკუას?
ქართველი ხალხი გონიერია და როგორმე ვიღაც უჭკუოების გარეშეც დაალაგებენ სიტუაციას მეზობლებთან...
თენგო
26 მარტი 2017 22:03
0
რაღა გიჭირთ!! მთავარია რუსეთს მოუგოთ. რაგბიც ხომ მოუგეთ? მაგრები ხართ! არა და იმ რუსეთს მაგარი ახატია ეგ ვითომ დაპირისპირება. სადაც მთავარია მოგება, იქ ყოველთვის მოგიგებთ. დანარჩენი, გაიხარეთ პატარებო.
odala
26 მარტი 2017 18:23
0
კარგი რა მიშო)) თამაშს უყურე ? გეყოთ ეს ბოღმა მიულოცე რა მოვიგეთ ხო არ წავაგეგ, გილოცავთ ნიჭებო დამსახურებულად მოიგეთ!!!
georgia
26 მარტი 2017 18:08
0
ვულოცავ ბიჭებს, მაგრამ ძალიან ცუდია როცა მარტო თბილისური გუნდიდებიდანაა ფეხბურთელები 1-2 თუა რეგიონებიდან, არადა რეგიონები იყო ყოველთვის სამჭედლო, ტუ არ მიეხედა რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთს. არ გამოვა არაფერი. მარად პერსპექტიული თაობა გვეყოლება სულ. პროფესიონალი იზრდება კონკურენტულ გარემოში
barsa
26 მარტი 2017 16:37
0
მშვენიერი თამაში იყო. დამსახურებულად გავიმარჯვეთ. გილოცავთ!!!
tngh
26 მარტი 2017 12:29
0
გილოცავთ ბიჭებო მოგებას. ყველას გირჩევთ მოიშოროთ ბოგმა და მიულოცოდ ბიჭებს. ჩასაფრებულო ვაი გულშემატკივრებო, არ გიხარიათ ხო მოგება? გრცხვენოდეთ საკუთარი თავის
Gilocavt
26 მარტი 2017 09:18
0
მშვენივრად ითამაშეს, ორივე ნაკრებზე უკეთესად გამოიყურებოდნენ, უფრო გააზრებული თამაში იყო, უბურთოდ ბევრს მოძრაობდნენ
Vasili
26 მარტი 2017 00:00
0
ქუთაისში ჩატარებას რო ითხოვთ რა სხვა ქალაქები ვითომ რითია ნაკლები? გორში არ არის სტადიონი თუ რუსთავში,თუ ზესტაფონში? რას ეჯიბრებით თბილისს მიდღემჩი?
ზურა
25 მარტი 2017 22:16
0
ჩასაფრებულო პროფესორებო, რორორა ხართ?)))
xorxe
25 მარტი 2017 20:02
0
ქუთაისში ჯერ სტადიონი მოაცესრიგონ, ბოტკინის პერი რო აქვს...სულ ფედერეციის ბრალია რა ეგეც
xorxe
25 მარტი 2017 20:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული