გიორგი ყიფიანის გუნდი მე-16 წუთზე გიორგი კუციას გოლით დაწინაურდა, მაგრამ დარჩენილ დროში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის გამართული პირველი ამხანაგური შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
ამ შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:
ჩოჩიშვილი, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური (77’ კვანტალიანი), არდაზიშვილი (44’ საღრიშვილი), კუცია (32’ სამურკასოვი, 77’ ფოჩხუა), კოხრეიძე (58’ ბუღრიძე), ჩაკვეტაძე (58’ არველაძე), მალი,
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 2 ივლისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.