ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და პორტუგალიის ჭაბუკთა მატჩით გაიხსნება (დასაწყისი 20 საათზე), რომელსაც 2 ივლისს გორის "თენგიზ ბურჯანაძე" უმასპინძლებს.
ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი სატურნირო განაცხადს მალე დაასახელებს. გუნდმა ევროპირველობისთვის მზადება დაასრულა და ფეხბურთელები დროებით საკუთარ გუნდებს დაუბრუნდნენ.
ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი იმედი - თბილისის "დინამოს" ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილია, რომელსაც კვირას, 18 ივნისს, "საბურთალოსთან" შეხვედრისას
"საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ არის, კუნთი გაწყვეტილი არ აღმოჩნდა, მხოლოდ დაჭიმულია. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატამდე მოედანს დავუბრუნდები", - გვითხრა თბილისის "დინამოსა" და 19-წლამდელთა ნაკრების მცველმა.
* * *
აქვე გეტყვით, რომ ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მთავარი ტროფეი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს. 19 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა თასი ერგნეთში ჩაიტანეს და ბავშვთა გუნდების მატჩს დაესწრნენ. როგორც ვწერდით, იმავე დღეს კობიაშვილი, ხეჩიკაშვილი და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ესტუმრნენ და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"