U19. საქართველოს ნაკრების გაფართოებული სია ევროპის ჩემპიონატის წინ

AutoSharing Option
24 ივნისიდან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად დასკვნით შეკრებას დაიწყებს.

გიორგი ყიფიანი გუნდს სასტუმრო "მოხალისეში" შეკრებს, 30 ივნისიდან კი უკვე "ჰუალინგში" გადაინაცვლებს, სადაც ევროპის ჩემპიონატის მონაწილე რვავე ნაკრები დაბინავდება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია ის 22 ფეხბურთელი, რომელთაგანაც მოუწევს სატურნირო 18-კაციანი განაცხადის შევსება. სამწუხაროდ, ტრავმის გამო ბოლომდე გამოირიცხა თბილისის "ლოკომოტივის" შემტევის, რატი არდაზიშვილის ევრო-2017-ზე თამაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 2 ივლისს გორში, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

გიორგი ყიფიანის 22-კაციანი სია კი ასეთია:

მეკარეები: ლუკა
გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი (შევარდენი);
მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), შალვა ბურჯანაძე (ტორპედო), ალექსანდრე კახიძე (ინტერ-მოსკოვი, რუსეთი);
ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ლუკა ფოჩხუა (შევარდენი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ);
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბატონო გიორგი!!!!!!!!! არ გცხვენიათ??????? რა სასტავს აყენებთ..... სადაა 19-წლამდელთა ჩემპიონატის ბომბარდირი????? მერე იტყვით ვერ ვითამაშეთო და გოლი ვერ გავიტანეთო?????? გამოიდძახეტ სანამ დროა!!!1!! მერე რომ არაფერი თქვათთთთ!!!! DINAMODAN ------ ბექა ქავთარაძე!!!!!!! ----ჟინვალააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!1
Qartveli
22:31 25-06-2017
0
ჟინვალა და ქიმერა ასაჯანას გაზრდილები არიან და აღარ ევასებათ ერი უპატრონო ბავშვები არიან ჟინვალა კი ყავდათ ცოტახან ქიმერა საერთოდ არ გააკარეს მაგ ნაკრებს არაუშავს მაგათთან თამაშს ყურება ჯობია შორიდან საქართველოში მაინც არ იყოს ნახეთ რა იქნება
givi
20:46 24-06-2017
0

სიახლეები პოპულარული