გიორგი ყიფიანმა 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

2 ივლისს, 20:00 საათზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპირველობის გახსნით შეხვედრაში გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებთან გამართავს მატჩს.

საქართველოს და პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებების გარდა, ევრო 2017-ის A ჯგუფში შვედეთისა და ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრებები არიან.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი ("იაგელონია", პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი ("შევარდენი 1906", თბილისი);
მცველები: დავით კობოური ("დინამო", თბილისი), ნიკა მალი ("საბურთალო", თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი ("დინამო", თბილისი), ლუკა ლაკვეხელიანი
("საბურთალო", თბილისი), თომა ხუბაშვილი ("საბურთალო", თბილისი), შალვა ბურჯანაძე ("ტორპედო", ქუთაისი)
ნახევარმცველები: გიორგი კუცია ("დინამო", თბილისი), დავით სამურკასოვი ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე ("დინამო", თბილისი), გაბრიელ საღრიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("საბურთალო", თბილისი), თემურ ჩოგაძე ("საბურთალო", თბილისი), ნიკა კვანტალიანი ("დინამო", ბათუმი);
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე ("საბურთალო", თბილისი), ვატო არველაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი არაბიძე ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა)

უეფას ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის განრიგი:
A ჯგუფი
02.07.2017

თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 17:30
შვედეთი - ჩეხეთი

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 20:00
საქართველო - პორტუგალია

05.07.2017

თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 17:30
საქართველო - შვედეთი

თბილისი, "დავით პეტრიაშვილი", 20:00
ჩეხეთი - პორტუგალია

08.07.2017

თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 20:00
ჩეხეთი - საქართველო

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 20:00
პორტუგალია - შვედეთი

B ჯგუფი

03.07.2017

თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 17:30
ბულგარეთი - ინგლისი

თბილისი, "დავით პეტრიაშვილი", 20:00
გერმანია - ჰოლანდია

06.07.2017

თბილისი, "მიხეილ მესხი 2", 17:30
ინგლისი - ჰოლანდია

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 20:00
გერმანია - ბულგარეთი

09.07.17

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 20:00
ჰოლანდია - ბულგარეთი

თბილისი, "დავით პეტრიაშვილი", 20:00
ინგლისი - გერმანია

ნახევარფინალები
12.07.2017
"დავით პეტრიაშვილი", 17:00

12.07.2017
თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 20:00

ფინალი
15.07.2017
"მიხეილ მესხი 1" - 20:00.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 22 /
მოდით მწვრთნელის საქმეში ნუ ვერევით თვითონ იცის საიდან გამოიძახებს დინამოსან თუ საბურთალოდანვაცალოთ მუშაონა
rexeli
01 ივლისი 2017 11:55
0
წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდებს. დარწმუნებული ვარ, თავს არ დაზოგავენ. ბოღმით სავსე პროფესორებს კი ვეტყოდი: ნუთუ ვერ ხვდებით, რომ თქვენი "ბრძნული" კომენტარები ახალგაზრდებს მხოლოდ ვნებს. თუმცა რა ვიცი... იქნებ სპეციალურადაც კი აკეთებთ ამას, სპორტშიც, ხელოვნებაშიც, პოლიტიკაშიც...
tngh
01 ივლისი 2017 08:48
0
რა არის მარტო დინამო საბურთალო და ლოკომოტივის გარდა აღარ არსებობს სხვა კლუბები? ეგ დაგვღუპავს და გვღუპავს კიდეც მიტო ვაჩვენებთ მაგარ შედეგებს
barsa
01 ივლისი 2017 08:30
0
წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს! როგორც დიდმა ილიამ თქვა: სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავსო. ნიჭიერი და მშრომელი ადამიანების უმრავლესობა ყოველთვის აღწევეს წარმატებას. იგივე ეხება ფეხბურთელებს. ბუნებრივია, 18 კაციან განაცხადში მოხვდა ის ვინც დღეს საუკეთესო არის. ვინც ვერ მოხვდა განაცხადში იმან უნდა იშრომოს, განვითარდეს და აუცილებლად მოხვდება მომავალში განაცხადში. მივიდეთ სტადიონზე და ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს!
ლუკა
01 ივლისი 2017 04:32
0
რა ჩემპიონატიც გვაქვს გუშინ ვნახე ამის ფონზე ნებისმიერი წარმატება სასწაული იქნება|!
leqso
01 ივლისი 2017 00:10
0
ფეხბურთელი ბავშვები უნდა ეძებოთ სამეგრელოს სოფლებში. ქართული ფეხბურთის მომავალი სწორედ რომ სამეგრელოდან და ქუთაისიდან წამოსულ ბავშვებშია.
kn
30 ივნისი 2017 23:39
0
ამათი თამაში ნანახი მაქვს ოთხთა ტურნირზე, ნახევარმცველების უმრავლესობა ფიზიკურად ისეთი სუსტები იყვნენ, რომ სწრაფი მოწინააღმდეგის ჩაქროლებით წარმოქმნილი ნიავზეც კი იქცეოდნენ, ამათ როგორ უნდა მიიტანონ ბურთი ჩაკვეტაძემდე ან არაბიძემდე
Sandro k
30 ივნისი 2017 22:57
0
ასეთი დემოკრატიული მიდგომა ფეხბურთელთა შერჩევისთვის იმ შემთხვევაში დაჭირდებოდათ, თუ რეალურად მოინდომებდნენ წარმატების მიღწევას. ამ შემთხვევაში მიზანი არა წარმატება, არამედ „გასაყიდი საქონლის“ ბაზარზე გამოფენაა, იმ იმედით, რომ „იქნებ ერთი ფინტი გაუვარდეს“ და ევროპის ნახევრად სამოყვარულო გუნდში ამოაყოფინონ თავი. კობიაშვილი და მუჯირი ხეჩიკაშვილის დახმარებით იგივე საქმეს აგრძელებენ, რასაც სიჭინავა და არველაძეები; განსხვავება მხოლოდ გვარებში და ფეხბურთის დაფინანსების თანხების ხარჯვის საჯაროდ გაცხადებაშია.
r-7-ს
30 ივნისი 2017 21:02
0
მე კიდევ ერთს დავამატებდი,თუმცა ბევრჯერ მითქვამს მას მერე რაც კობი გახდა პრეზიდენყი და მწვრთნელები ავსაჯანები და ყიფუანები გახდნენ,ვიტყვი კიდევ ერთხელ.გუნდი სადაც მეგრული გვარის და გენის მოთამაშე არ არის ის გუნდი განწირულია წაგებებისთვის და სამწუხაროდ ამას 2 ივლისიდან ვნახავთ
ბაჩო გ
30 ივნისი 2017 20:34
0
მოდი შევქმნათ მეორე გუნდი აქ ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან(ბუღრიძე,ქაფიანიძე,ქავთარაძე,კიკალიშვილი,ხარაბაძე,....)+ვისაც სასტარტოში არ ატამაშებენ და ყიფიანის სასტარტო პირველ გუნდთან ვათამაშოთ საჯაროთ.(როგორც ერთი პერიოდი აკეთებდნენ).მერე გამოჩნდება მწვრთნელთა კომპეტეტურობა და პატიოსნება
r-7
30 ივნისი 2017 19:59
0

სიახლეები პოპულარული