U19: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 2 ივლისს, გორში ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეტწილად, ჩვენი გუნდის ფეხბურთელები აქტიურობდნენ.

მატჩის მეორე წუთზე შორიდან "ბენფიკას" ფეხბურთელმა ჟოაო ფელიპემ დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. მე-4 წუთზე კარში გიორგი არაბიძე ურტყამდა, თუმცა მეკარემ აუღო. ამ მომენტიდან 8 წუთში რეალური შანსი შეექმნა გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ძალიან სუსტად დაარტყა და მეკარეს პრობლემები არ შეჰქმნია.

28-ე წუთზე გოლის გატანა
გიორგი კოხრეიძემ
სცადა, მაგრამ არც მას გაუმართლა. 35-ე წუთზე მორიგი მომენტი ჰქონდა გიორგი არაბიძეს, რომელმაც ბურთი გიორგი ჩაკვეტაძესთან გაითამაშა, დაარტყა და... ბურთი კარს ისევ აცდა. მანამდე კი გიორგი კოხრეიძემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე გიორგი კოჩორაშვილი გამოვიდა.

40-ე წუთზე ჟოაო ფელიპემ შორიდან კიდევ ერთხელ გაისროლა და ბურთი ამჯერად კარს ცოტათი აცდა. ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის კიდევ ორი რეალური შანსი ჰქონდა. 41-ე წუთზე ჩვენმა ფეხბურთელებმა საჯარიმო შესანიშნავად გაითამაშეს, დავით სამურკასოვმა თავით ბურთი გაბრიელ საღრიშვილს დაუგდო, ამ უკანასკნელის დარტყმული კი სუსტი გამოდგა. საღრიშვილს სამ წუთში მცველების შეცდომის შემდეგ შეეძლო გატანა, მაგრამ... 0:0!

მეორე ტაიმი ქართველთა აქტიურობით დაიწყო და ტაიმის პირველივე წუთზე მეკარესთან პირისპირ გაბრიელ საღრიშვილი დარჩა, მაგრამ მას მეკარემ აჯობა.

56-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და გიორგი ყიფიანს მეორე იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - მოედანზე ნიკა კვანტალიანი შემოვიდა.

64-ე წუთზე საჯარიმოში გიორგი კუციამ იუხეშა და მსაჯმა საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დანიშნა. მეკარე ჩოჩიშვილმა რუი პედროს კუთხე კი გამოუცნო, მაგრამ მაინც ვერ აუღო. ასე დაწინაურდა პორტუგალია...

ამ მომენტიდან 9 წუთში პორტუგალიელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ - გედსონ ფერნანდეშმა მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ყიფიანმაც იმავე წუთს ცვლილება განახორციელა - დავით სამურკასოვის ნაცვლად თემურ ჩოგაძე შეიყვანა.

74-ე წუთზე გიორგი არაბიძემ ჯარიმა დაარტყა და გოლამდე ცოტა დააკლდა - პორტუგალიელთა მეკარემ აქტივში ბრწყინვალე სეივი ჩაიწერა. ეს იყო და ეს...

მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 5 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს "ჩეხეთთან" 1:2 დამარცხდა. მატჩი 17:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 74 /
მოგება თუ არა, ფრე ნაღდად გვეკუთვნოდა. ხომ დაუსკდებოდათ "ბოღმის" ბუშტები ზოგიერთებს. ყოჩაღთ ბიჭებო!!!
tngh
22:15 02-07-2017
0
ყოჩაღ ბიჭებს მაინც მაგრად იბრძოლეს და უნდა მოვახერხოთ და შვედეთსაც ეგრე ვეთამაშოთ და ჩეხეთსაც შანსი გვაქ და თან დიდი))
bacho
22:17 02-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული