გიორგი ყიფიანი: მარცხის მიუხედავად, ჩვენი გეგმები არ იცვლება

AutoSharing Option
გორში გამართული ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩის შემდეგ, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

შეხვედრა პორტუგალიელთა ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

- U19. საქართველო-პორტუგალია 0:1 - დასანანი მარცხი [VIDEO]

ელიო სოუზა (პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"მძიმე თამაში იყო, თუმცა ამას ველოდით კიდეც. პირველ ნახევარში ჩვენს გუნდს დაცვაში უფრო უჭირდა, ვიდრე შეტევაში, მეორე ნახევარში კი ამ მხრივ ბალანსს მივაღწიეთ. საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა ორივე ტაიმში.

კმაყოფილი ვ
არ ჩვენი ფეხბურთელებით, რომ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენის შემდეგ კონცენტრაცია არ დაკარგეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს".

გიორგი ყიფიანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"მეტოქე კარგად გვყავდა შესწავლილი და ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. მატჩი ნამდვილად საინტერესო გამოვიდა, პირველ ტაიმში საგოლე მომენტებიც შევქმენით, თუმცა, სამწუხაროდ, გატანა ვერ მოხერხდა. ვფიქრობ, ჩვენს თამაშს კვალი იმანაც დაატყო, რომ ორივე ტაიმში თითო იძულებითი ცვლილების განხორციელება მოგვიწია.

მარცხის მიუხედავად, მომდევნო მატჩებში ჩვენი გეგმები არ იცვლება. აქამდეც, ყველა თამაშში მოგება იყო ჩვენი მიზანი და ახლაც, დარჩენილ ორ შეხვედრაში, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

მადლობელი ვარ ჩემი ფეხბურთელების, რომლებმაც იბრძოლეს, მაგრამ... მაინც დამარცხდნენ. იმაზე, თუ სად და რა შეცდომები დაუშვეს ბიჭებმა, ერთად ვიმსჯელებთ დღევანდელი მატჩის განხილვისას.

შანსი იმისი, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, არსებობს და ყველანაირად ვეცდებით, ის გამოვიყენოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
ბიჭო ქართVელს ნუ ირქმევ! გეყოფათ ამდენი ბოღმა! ბრავო ყიფიანო! ბრავო ბიჭებო! კარგი თამაშI აჩვენეთ! გამარჯვებას გისურვებთ! ცენტრალური მცვი- გამთამაშEბელი დაუმტბიეს ბულგარელებმა, სამწუხაროდ არ გვაქვს კადრების ფუფუნება- ლიჩოშვილის შემცვლი არ არის ამ ასაკობრივ ფეხბურთელებში! არდაზიშვილი დაუმტვრიეს, 3 იძულებითი ცვლილება, ხალხნო მაგრად გაუძლო გუნდმა და მაგარი თამაშIც აჩვენეს! ყიფო გენაცვალე! ასეთი ბევრი გვყავდეს და გვეშველება! ყოფო ჯოგარი ხარ, სჰენ გაიხარე! ბიჭენო ბრავო, ბრავოოოო! მოგება და ღმერთი თქვენსკენ!!!
kaxa qartvels da mis nairebs!
02:35 04-07-2017
0
არ გრცხვენიათ?ბიჭებმა თავი დადეს,პორტუგალია რა ფარერები გგონიათ?გაახმნევეთ ახალგაზრდები,რას ლანძღავთ ცუდათ ითამაშეს?უვიცები,რა ფინტები და პასები,და მებრძოლი გული ,თკვენ კი აუგს ამბობთ ურცხვათ,არ ხართ ქართველები,ესენი ამ ჟილკით უნდა გავზარდოთ და თქვენ უტცხბად ლახვარს ცემთ,არ გრცხვენიათ
Hei kvico
02:41 04-07-2017
0

სიახლეები პოპულარული