U19. "ტუტოსპორტმა" გიორგი ჩაკვეტაძე ევროპის 8 ტალანტს შორის დაასახელა

AutoSharing Option
იტალიურმა გამოცემა "ტუტოსპორტმა" საქართველოში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილე 8 გუნდიდან თითო ტალანტი დაასახელა, რომელთაც, გამოცემის აზრით, დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.

იტალიელებმა ქართველ ფეხბურთელებში ასეთად თბილისის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელეს...

- გიორგი ჩაკვეტაძის ულამაზესი ფინტი [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები A ჯგუფის პირველ მატჩში პორტუგალიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა, ჩაკვეტაძემ კი მცირე ტრავმა მიიღო და 55-ე წუთზე შეცვალეს.

- U19. საქართველო-პორტუგალია 0:1 - დასანანი მარცხი [VIDEO]

საბედნიეროდ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების მთავარი
მწვრთნელის, გიორგი ყიფიანის თქმით, შემტევ ნახევარმცველს მხოლოდ გადაღლილობა აღენიშნებოდა. თავად ფეხბურთელის თქმითაც, სერიოზული არაფერია, მხოლოდ მასაჟები დასჭირდება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მომდევნო მატჩს 5 ივლისს, შვედეთთან "მიხეილ მესხზე" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ვინმემ, თუ იცის რატომ არ იყო ინგლისი - ბულგარეთის თამაშის ტრანსლაცია ტელევიზიით. რატომ იტყუება საზ. მაუწყებელი, რომ ყველა თამაში ვაჩვენეთო.
0
ჯერ არ უნდა გაუშვას დინამომ და უკეთესს ფასად გაყიდის 1 წელიწადში!
დინამო
11:17 04-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული