წარმოუდგენელი ტალანტია - ვლადიმირ ვაისის რჩეულები 19-წლამდელებში

AutoSharing Option
დღეს, 5 ივლისს, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში II ტურის შეხვედრას შვედეთის თანატოლთა გუნდთან ჩაატარებს. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

- U19. საქართველო VS შვედეთი - არ დაიზაროთ!..

4 ივლისს გიორგი ყიფიანის გუნდმა თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ივარჯიშა. მას ეროვნული გუნდის თავკაცი ვლადიმირ ვაისიც დაესწრო. სლოვაკმა სპეციალისტმა ბიჭები გაამხნევა და მედიასთან კომენტარიც გააკეთა:

"მსურდა, ბიჭებისთვის სპორტული იღბალი მესურვებინა, რადგან ამის გარეშე წარმატება წარმოუდგენელია. პორტუგალიასთან
პირველ შეხვედრაში მათ არ გაუმართლათ. მართალია, წააგეს, მაგრამ კარგი ხარისხის ფეხბურთიც აჩვენეს, ხასიათიც და დიდი პოტენციალიც გამოავლინეს.

სხვათა შორის, გუნდი ტაქტიკურად საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. სამწუხაროა, რეალური საგოლე მომენტები რომ ვერ გამოიყენეს (იცინის)... ამან ეროვნული გუნდი გამახსენა... მაგრამ ბრძოლა კიდევ შეიძლება - ყველაფერი ჩვენს ხელთ არის.

მეორე შეხვედრა ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს. ყველაფერი იქნება დამოკიდებული მწვრთნელებზე, ფეხბურთელებზე...

მათში ბრძოლის ჟინი აშკარად ჩანდა. შვედებთან შეხვედრაში გუნდს გამარჯვება მინდა ვუსურვო", - თქვა ვაისმა და იქვე დასძინა, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში საინტერესო მოთამაშეები აღმოაჩინა:

"მიმაჩნია, რომ ეს თაობა საქართველოს ნათელი მომავალია. გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, რომლებიც აშკარად გამოირჩევიან. მაგალითად, არაბიძე უკვე ეროვნულ ნაკრებში დავაწინაურეთ და თავიც გამოიჩინა".

ცხადია, დავინტერესდით, ვინ იგულისხმა სლოვაკმა სპეციალისტმა "რამდენიმე ისეთ ფეხბურთელში"? "ლელოს" საშუალება მიეცა, ვაისისთვის უშუალოდ დაესვა კითხვა. საინტერესო პასუხი მივიღეთ:

"არაბიძემ პირველ ნაკრებში უკვე ითამაშა. ჩაკვეტაძესაც დავასახელებ, რომელიც წარმოუდგენელი ტალანტია. სხვა საინტერესო მოთამაშეებიც აღმოვაჩინე, რომელთაც არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს...

თუმცა შვედებთან მთავარი იქნება, ინდივიდუალური თვისებები გუნდური ფეხბურთისთვის გამოიყენონ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩემი აზრით ვაისმა აქედანვე უნდა დაიწყოს ფეხბურთელების დაწინაურება მთავარ ნაკრებში, ეს ბავშვები უნდა შეეჩვიონ ეროვნულ ნაკრებს და მაგალითი უნდა მისცენ მომავალ თაობას თუ როგორ შეიძლება 18 წლისამ ეროვნულ ნაკრებში ითამაშო რაც კონკურენციას და ვარჯიშის სურვილს გაზრდის, ვინც უკეტესი იქნება იმან ითამაშოს და არა ვიღაცის ძმაკაცის ძმიშვილებმა ნაკრებში, ითამაშოს იმან ვინც ბოლომდე დაიხარჯება მინდორზე.
roma
13:39 05-07-2017
0
ხოდა დააყენე არაბიძეც და ჩაკვეტაძეც შემადგენლობაში სექტემბრის შეხვედრაში თან არაფერი შანსი მაინც აღარ გვაქვს და გამოჩნდებიან კიდევ უფრო უკეთესად თან წამყვანი მოთამაშეებიდან არ იქნება ზოგიერთი და ანანიძესთან ერთად ჩაკვეტაძე მშვენიერი სანახავი იქნება ასევე გვილია მაგ ორთან ერთად
ნაკრები
13:43 05-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული