გიორგი ყიფიანი: მთავარია, მოვიგეთ და ახლა სხვებზე აღარ ვართ დამოკიდებულები

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა შვედეთთან გამარჯვების (2:1) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- U19. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

"ჯგუფიდან გასასასვლელად, დღევანდელ მატჩში მხოლოდ გამარჯვება გვჭირდებოდა, ამიტომ ფსიქოლოგიური კუთხით ეს ძალზეც მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ფეხბურთელებმა დღეს მოსაგებად მაქსიმუმი გააკეთეს და ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.

პორტუგალიასთან მატჩმა დაგვარწმუნა, რომ უკეთესად შეგვიძლია თამაში და დღეს ფეხბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინეს. ახლა კი უკეთესი ფეხბურთის თამაშს ჩეხეთის ნაკრებთან ვეცდებით. დღეიდანვე ვიწყებთ მათთან მატჩისთვის მზადებას. საქმე რთულ მეტოქესთან გვექნება.

გიორგი არაბიძეს
უკვე ვესაუბრე და ავუხსენი, რომ გუნდური თამაშია პრიორიტეტი. გვინდა, ფეხბურთელთა ინდივიდუალური თვისებები გუნდურს შევუთავსოთ. არაბიძეში კომუნიკაბელურობის პრობლემას ვერ ვხედავ.

ისე კი, მთავარია, მოვიგეთ და ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და არა - სხვაზე!", - თქვა ყიფიანმა.
მკითხველის კომენტარები / 36 /
როგორ შეიძლება რაგბისტების ასე დამცირება ვაი გულშემატკივარი კიარა უბრალოდ ქართული სპორტის მტერი უნდა იყო ეგეთი რამ რო დაწერო სირცხვილია სირცხვილი.რომელი ქართველი მორაგბეა კუციაზე ნაკლები გინდა თავდადებაში და გინდა ვაშკაცობაში.
quTaiseli
06 ივლისი 2017 09:55
0
liveს ჯერ ერთი რაგბი სხვაა და ფეხბურთი სხვა და შენ თუ ჩვენი მორაგბეების თავდადებას ვერ ხედავ ბრმა ყოფილხარ. მეორეც მაგარი ნიჭიერი თაობაა,მონდომებული და თავდადებული ბიჭები არიან,მადლობა მათ,მაგრამ ფიზიკურად ძალიან სუსტები არიან არაბიძის გარდა(,ეტყობა ,,შახტარის,, სკოლა) გუნდებში ფიზმომზადება ვერ არის დონეზე,ნაკრებში არ ვიცი მაგრამ ნაკრების შეკრების დრო მცირეა და სერიოზულ მომზადებას ფიზიკის მხრივ ვერ მოასწრებენ.ბიჭებმა სიზარმაცეს თავი უნდა დააღწიონ და ინდივიდუალურ ფიზმომზადების მწვრთნელთან დამატებით უნდა ივარჯიშონ,ვინც სპორტში ტრიალებს ამ მწვრთნელების კოორდინატებიც იციან(3 დღეში რომ ფიზიკური კონდიციების ამაღლებას რომ პირდება ზოგი ,იმათ გარდა)უნიჭიერესი თაობაა დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ თუ ბევრს იშრომებენ!წარმატებები ბიჭებო!ღმერთი თქვენთან!
tazo
06 ივლისი 2017 09:20
0
მადლობა მცვრტნელს და ტტოეულ ფეხბურტელს ტავდადებისტვის,გილოცავტ ეს მომავლის საცინდარია.როგორც კუცია ტამასჰობს ტავდადებიტ და გუნდურად არ ვიცი დზმაო ჰამოყალიბებული პროფესიონალია.ყველას გილოცავტ
bajo
06 ივლისი 2017 09:16
0
საღოლ ბიჩებო!!!!! გილოცავთ ამ გამარჯვებას თქვენ!!!!!!!! სრულიად საქარათველოს!!!!!!!! და გიორგი ყიფიანს!!!!!!!! გაიხარეთ!!!!!!!
dinamo
06 ივლისი 2017 09:10
0
LIVE-s,
ragbi,fexburti,kalatburti da hidavi qartvelisatvis akvanilia umagles xarisxhi.
gmertma hqnas hvenma fexburtelebmac daickon mohebebi da igive bednierebis moniheba rogorc danarhen saxeobebhi vart gaxarebulebi.
. . . . .
06 ივლისი 2017 08:32
0
მგონია,რომ არაბიძე თვითონ თხოვს თავითავს ზედმეტს და ამ წნეხის ქვეშ თამაში. ამ შემთხვევაში მწვრთნელი და თანაგუნდელები უნდა დაეხმარონ და გაამხნევონ.ბიჭებო შეგიძლიათ და მოგებას და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ დიდ ფეხბურთში.
06 ივლისი 2017 08:12
0
მაგარი გუნდია დიდი ხანია ქართული ფეხბურთით ესე არ მისიამუვნია,ეხლა კრიტიკის დრო არ არის ყველანი სტადიონზე ჩეხებს უნდა ვაჩვენოთ რა არის ქართული ფეხბურთი,როგორია გულშემატკივრობა
მერაბი
06 ივლისი 2017 07:42
0
პირველი ტაიმი კარგი იყო და არაბიძეს მესამეც უნდა გაეტანა . რასაც მეორე ტაიმზე ვერ ვიტყვი ძალიან უკნიდან ათამაშა მწვრთნელმა
დათო
06 ივლისი 2017 07:40
0
მე პირიქით მგონია.ამ თამაშში,სანამ ჩვენს ბიჭებს ფიზიკურად ძალიან არ გაუჭირდათ,მანამდე არაბიძე თავის თავზე არ იღებდა თამაშს,დაცვაშიც ეხმარებოდა და ბურთის გათამაშებაშიც მონაწილეობდა.ერთია რომ მწვავე,ზუსტი პასი მაინცადა მაინც არ გამოსდიოდა.სოლოს რეიდები კი ბოლოს დაღლილი გუნდის ფონზე დაიწყო და რამდენჯერმე კარგადაც გავიდა.
აქ მსაჯობაზე არავის უთქვამს,მე კი მიმაჩნია,რომ მთავარი მსაჯი საკმაოდ სცოდავდა ჩვენს წინააღმდეგ.აუცილებლად პენალტი უნდა დაგვიდოს,რომ ამაზე ხმა ამოვიღოთ?
სოსო
06 ივლისი 2017 07:30
0
arabidzem tu gunduri tamahi ar iscavla,am hemtxvevahi tavis gundistvis datvur samsaxurs ufro gascevs.
S.P
06 ივლისი 2017 07:06
0

სიახლეები პოპულარული