გიორგი ყიფიანი: ჩვენ რობოტები არ გვჭირდება!

AutoSharing Option
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველო-შვედეთის მატჩის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

5 ივლისს, "მიხეილ მესხზე" გამართულ შეხვედრაში ქართველმა 19-წლამდელებმა მეტოქეს ანგარიშით 2:1 სძლიეს და ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნეს.

- U19. საქართველო-შვედეთი 2:1 - თამაში, რომელსაც გადატრიალება შეუძლია [VIDEO]

გიორგი ყიფიანი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
- დიდი მადლობა ჟურნალისტებს! დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ჩვენსავით ნერვიულობდა. ამიტომ ყველას გილოცავთ! ეს გამარჯვება ყველასია! ჯგუფიდან გასასვლელად შვედეთთან მოგება იყო საჭირო. თოთოეულმა ფეხბურთელმა საამისოდ ყველაფერი გაიღო და მათი თამაშით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა,
რთული თამაში იყო, მაგრამ ეს ევროპის ჩემპიონატია...

- დღევანდელ შეხვედრაში უკეთ გამოჩნდა გუნდის შეტევითი პოტენციალი, ვიდრე პორტუგალიასთან. ეს მეტოქის დონემ განაპირობა?
- ჯგუფში 4 თანაბარი ძალის გუნდია. ფეხბურთელების მიმართ მინდა გამოვხატო პატივისცემა - პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ ყველა ვფიქრობდით, რომ უკეთ შეგვეძლო თამაში, მოთამაშეებმა კი საკუთარი თავის ირწმუნეს და თამაშის ხარისხი გააუმჯობესეს.

- გვაქვს რესურსი, რომ ხარისხი თამაშიდან თამაშამდე გავაუმჯობესოთ?
- ახლა მთელი ყურადღება ჩეხეთთან მატჩისთვის მომზადებას დაეთმობა და უკეთ თამაშს ვეცდებით. ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ ძალების აღდგენა შევძლოთ და თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ამის რესურსი ნამდვილად გვაქვს.

- შემდეგი მატჩი საკმაოდ ძლიერ ჩეხეთთან გველის და გუნდი ძალების აღდგენას მოასწრებს?
- ჩვენ თანამედროვე აპარატურა და ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს, ძალები რომ აღვიდგინოთ, თუმცა ეს მაინც თითოეული ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

- ეპიზოდებში არაბიძე გუნდური ფეხბურთიდან ხომ არ იყო ამოვარდნილი?
- არაბიძეს, ჩაკვეტაძესა და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს საკუთარი ხელწერა აქვს. შესაძლოა, გიორგის რამდენჯერმე უფრო მარტივად შეეძლო თამაში, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რომ არაბიძე მატჩიდან იყო ამოვარდნილი. გიორგიმ შესანიშნავი მეორე ტაიმი ჩაატარა და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. უბრალოდ, მე მას ვესაუბრე და ავუხსენი, რომ გუნდური თამაშია პრიორიტეტი.

გვინდა, ფეხბურთელთა ინდივიდუალური თვისებები გუნდურს შევუხამოთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება არა რობოტები, არამედ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს გამოადგებიან.

- არაბიძესთან ურთიერთობა რთულია?
- ჩემს გუნდში არავის აქვს განსაკუთრებული პრიორიტეტი. რაც შეეხება კონკრეტულად არაბიძეს, ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ჩემთან ან თანაგუნდელებთან ურთიერთობა უჭირდეს.

- რამდენიმე ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. გუნდში დისციპლინის პრობლემაა?
- დისციპლინის პრობლემა არ გვაქვს, ფეხბურთი ემოციური თამაშია და მიმაჩნია, რომ ეს ბარათებიც ემოციების ფონზე მივიღეთ.

- ჯგუფიდან გასვლის შანსზე რას იტყვით?
- შანსები ნამდვილად არის. ჩვენი მიზანი უცვლელია - საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გასასვლელად იბრძვის.

კლას ერიკსონი, შვედეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
- იმედგაცრუებული ვარ. პირველ ტაიმში კონცენტრაცია გვაკლდა ან ზედმეტად ვნერვიულობდით და სწრაფი გოლი გავუშვით. მეორე ნახევარში უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენეთ, თუმცა საქართველომ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამ ასაკში უმაღლესი დონის ტურნირზე ვთამაშობთ და უფრო მეტი ყურადღება გვმართებდა, ჩვენ კი კონცენტრაცია დაგვაკლდა. მიზანი ნახევარფინალში გასვლა იყო, რადგან ჯგუფში 4 თანაბარი დონის გუნდია. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
რათქმა უნდა მთელი გუნდი იყო ძალიან კარგი, თუნდაც იმიტომ, რომ გვაჩვენეს კარგა ხნის მონტრებული სანახაობრივი ფეხბურთი და რაც მთავარია არ დაგვჭირდა ნაცნობი გამოთქმა "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წ...". ვეთანხმები წინა კომენტარს გამორჩეულთა შორის გამორჩეულებსი აღსანიშნავია ლუკა ლაკვეხელიანის თავდადებული და ხარისხიანი თამაში, ბედნიერი იქნება ქართველი გულშემატკივარი თუ ეს ახალგაზრდა კაცი პროგრეს გააგრძელებს ასეთივე თავდადებული ვარჯიშით.
gizog
06 ივლისი 2017 14:50
0
შესანიშნავი შედეგი აჩვენეს ახალგაზრდებმა, რაც პირველ რიგში მათი ინდივიდუალიზმისა და თავდადების შედეგია. მაგრამ უკვე მივეჩვიეთ ნაკრებების ფიზიკური მომზადების ნაკლოვანებებზე საუბარს, არადა რა გახდა მართლაც ფედერაციისთვის ერთი სპეციალური პროგრამის განხორციელება ამ პრობლემის მოგვარებისათვის. ისე სელექციის დროსაც რომ გაითვალისწინონ ფეხბურთელის ფიზიკური კონდიციები ცუდი არ იქნებოდა. ამ ასაკის ახალგაზრდებში ამ კრიტერიუმით გამორჩეული რამოდენიმე თავდამსხმელი, რომელიც იმსახურებდა ამ ნაკრებში ყოფნას, თუნდაც იმ ზაპასების ნაცვლად, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ აშკარად დაუმსახურებლად არიან შერჩეულნი.
FIZIKA
06 ივლისი 2017 14:41
0
მარცხენა მცველს დღესვე დავაყენებდი ეროვნულ ნაკრებში.
lo
06 ივლისი 2017 14:10
0
ბოდიშის მოხდით ერთს დავამატებ.სულ ცოტა ხანში ამ ნაკრების გამორჩეულ ფეხბურთელებს აუცილებლად ექნებათ შეთავაზებები უცხოური კლუბებიდან და მათი გაყიდვა საშუალოზე დაბალ ევროპულ კლუბებში დანაშაულად მიმაჩნია. თუ წავლენ საქართველოდან, მხოლოდ ტოპ ლიგებში, მერწმუნეთ ასეთი შეთავაზებებიც იქნება.
murtalo
06 ივლისი 2017 14:03
0
ყველას ვულოცავ ნაკრების წარმატებულ თამაშს, რომელმაც სიამოვნება მოგვანიჭა.ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ამ ბავშვებს არავის მიმართ შიშის გრძნობა არა აქვთ და თავდაჯერებულობა არ აკლიათ ერთი ერთზე(ხშირად ორ-სამზეც) თამაშისას. Fეხბურთს ინდივიდუალისტები ალამაზებენ და მათ გამო დადის ხალხი სტდიონზე, თან ამ ბიჭებს მოედნის და პარტნიორების ხედვაც არ აკლიატ, ასე რომ მათი ჩარჩოებში ჩასმა არასწორი იქნება. რაც ამ ბიჭებს აქვთ იმას ვარჯიშით ვერ ისწავლი ამ ასაკში, პასის მიცემა კი ყველას შეუძლია(რათქმაუნდა პასსაც გააჩნია:). კომენტარებში ნახსენებ ფეხბურთელებს ლაკვეხელიანსაც დავამატებდი. მისი თამაშის ხარისხით არანაკლებ გახარებული ვარ, ნამდვილი აღმოჩენაა.
murtalo
06 ივლისი 2017 13:49
0
ჩაკვეტაძე არაბიძე კუცია, ნამდვილად ტალანტები ფეხბურთელები არიან, რამდენიემ სხვა ფეხბურთელსაც კარგი მონაცემები აქვს. გვიჭირს თავდამსხმელი (ულკვე რამდენი თაობაა:)))). მაგრამ მთავარი, ეს გუნდი ვერ უძლებს 90 წუთი მაღალ ტემპში თამაშს, პრესინგს და ა.შ. ამდენი ატთეული მილიონია გადაყრილი სახელმწიფო პროგრამებით ფეხბურთის განვითერებაშ და საფუძველზე არავინ იზრუნა, მწვრთნელები! ამდენი ხანი აჯკადემიკოსებს გარდიდა კაცი რა გახდა ფიზმომოზადების მწვრთენელების მოზადება. მეორე ტაიმში აშკარად ვეღარ ასწრებენ გადაადგილებას, ზონების გადაკეტვას, სწრაფ კონტრშეტებვაზე წასვლას. ფედერაციამ მწვრთნელების სერიოზული სწვალების სიტემა თუა არ ჩამოაყალიბა წინ ვერ წავალთ (ორკვირიან გადამზადების კურსებს არ ვგულისხმობ)
Irakli
06 ივლისი 2017 13:14
0
მე ვერ გავიგე რა გვინდა? ვიძახოდით რომ ქინქლაძის მსგავსი ტალანტები საქართველოში აღარ არიან და მაგიტომ ვერ ვაღწევთ წარმატებებსო. ახლა ამ ბიჭებს რომ ვუყურებ ზოგიერთი ქინქლაძეს თუ არ ჯობია არც ჩამორჩება ტექნიკით. ახლა კიდე არ მოგწონთ ინდივიდუალისტები, მოდით ვაცადოთ ამ ბიჭებს თამაში და რაც ჩვენ გვევალება ის ვაკეთოთ, მივიდეთ და ვუგულშემატკივროთ სტადიონზე, ვიყოთ მეთორმეტე ფეხბურთელი, დარწმუნებული ვარ კომენტარების ავტორებიდან 60 % არ ყოფილა სტადიონზე და ეს მეც მეხება, ბათუმში ვცხოვრობ მაგრამ ეს ბიჭები ღირსი არიან ნამდვილად რომ ჩამოვიდე თბილისში და თამაშს დავესწრო. სოღოლ ბიჭებო საუკეთესოებში საუკეთესო ბიჭები ხართ. წარმატებებს გისურვებთ ჩეხეთთან და რათქმაუნდა თქვენგან თავდადებით თამაშს ველოდები. მე ყოველთვის მჯერავს რომ თავდადებით თამაშს შედეგი მოაქვს.
roma
06 ივლისი 2017 13:12
0
იყო წარმატებული ფეხბურთელი მოითხოვს დიდ ნიჭს და თავდადებულ შრომისმოყვარეობას ე.ი პროფესიონალიზმს შედარებისთვის ფაჩულიას ნათქვამს მოვიყვან რამდენი წელია ნოვიცკი ენბეაში თამაშობს ყველადროის საუკეთესო მექულეებშია და ერთი იმდენი აცილებული ექნება მაგრამ არ ეზარება და ვარჯის მერე რჩება და კიდე 2 საათი სროლაში ვარჯიშობს რაც შეეხება არაბიძეს უდავოდ აქვს ტალანტი მაგრამ დასახვეწი ალბათ პირად მწვრთნელს ავუყვანდი პროფესიონალს და დაახვეწინებდა რაც შევამჩნია ბურთს რომ მიიღებს წამით თუ უფრო ნაკლებით ჩერდება და მერე იწყებს მოძრაობას რაც დიდ ფეხბურთში დიდი მინუსია საკყთარ თავზე მუშაობა გულით გამიხარდება და სულ ვუგულშემატკივრებ ისე როგორც ყველა წარმატებულ სპორტსმენს.
კახა
06 ივლისი 2017 13:09
0
პირველ რიგში იმისთქმა მინდა რო ზეტმეტი ქება არაა საჭირო ,,სხვა დანარჩენს რაც შეეეხება მარტო არაბიძე არ ათრევს ბურთს სხვებიც უფრო მეტ დროს ატარებდნენ ბურთან ვიდრე საჭირო იყო არაა ცუდი თაობა მაგრამ ესეთები ჩვენ გვყავდა მაგრამ დღეს დღეისობით რუსეთში ხეხავენ სკამებს,,ასე რო გადამრიე არაფერი უქნიათ გუშინ კი ბაზარი არაა ტექნიკური ბიჯები არიან მაგრამ გუნდური თამაში უნდა ისწავლონ,,ტუ დააკვირდით გუშინ პოზიციური შეტევიდან გუნდური შეტევიდან არაფერი გამოსვლია ის პირველი გოლი შვედების შეცდომიტ გავიდა მეორე კიდე ინდივიდუალურათ ითამაშეს კუციამ ორი კაცი მოტეხა და მერე ჩაკვეტაზემ შეუსრულა,,ერთადერთი გუნდური სახიფათო მომენტი იტყო როცა არაბიძე ერთი ერთზე დარჩა მალიმ რო მიცა ერთი შეხები მაგარი პასიი,დანარცენ შემთხვევაში სულ ინდივიდუალურატ, ბოლოსკენ არაბიძემ რაუქნა იმ შვედს თავბრუ დაახვია და მერე წაიქცა გადაამლაშა რო იტყვიანნ,ყველაფერი გამოჩნდება ჩეხებთან იქ უეჭველი მოსაგებია და ვნახოთ რას იზამენ ბიჯები,,წარმატებას ვუსურვებ და ცემზე ბედნიერი კაცი არიქნება არავინ თუ მოიგებენ და გავლიან
qutaiseli
06 ივლისი 2017 13:07
0
ყოჩაღ,
მაგრამ
ფიზიკა,ფიზიკა და კიდევ ერთხელ ფიზიკა,მასთან ბურთის ტარების ტექნიკა
და სისწრაფეები დიდ მანძილზე ბავშვობიდანვე-დანარჩენი ყველა პრობლემა მარტივად დაძლევადია და მსოფლიო ფეხბურთსაც
დაუბრუნდება ქართველობა!
აქაც აშკარად გამოჩნდა,ისე დაიღალეს ბიჭები,რომ კიდევ 15 წუთი და შეიძლა წაეგოთ კიდეც(!)

გ ა ი გ ე თ- ფიზიკაზე უსერიოზულესი მუშაობაა საჭირო,ფეხბურთი დღეს ,,მძლავრი ფეხის და ძლიერი ბეჭის,, გარეშე - უშედეგოა!
glaxuna
06 ივლისი 2017 12:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული