U19. ინგლისი და ჰოლანდია ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
დღეს, 9 ივლისს, საქართველოში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის B ჯგუფის მესამე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ჯგუფის ფავორიტმა ინგლისმა მესამე მატჩიც მოიგო. ინგლისელებმა ამჯერად გერმანელები დაამარცხეს ანგარიშით 4:1 და 9 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

მეორე ადგილზე გავიდნენ ჰოლანდიელები, რომლებმაც ბულგარელებთან ფრედ 1:1 ითამაშეს. ამ ფრით მათ ჯამში 4 ქულა დაუგროვდათ. გერმანია და ბულგარეთი ჯგუფში ჩარჩნენ.

ამრიგად, ინგლისი ნახევარფინალში ჩეხეთს შეხვდება, ჰოლანდია კი - პორტუგალიას.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხალხო გადამრევთ რა გიხარიათ 4გუნდში მე3ადგილი სამ თამაში ერთი მოგება აქედან ორში გოლი ვერ გაიტანეს რა ფეხბურთზე ლაპარაკობთ ეს შედეგი ხო ეროვნულსაც აქ ყველა შესარჩევზე არ ვიცი ვიცინი თუ ვიტირო ბალაგანია ქართულ ფეხბურთში
bajo
10:23 10-07-2017
0
ინგლისი ჩემპიონია.
sabonis
23:21 09-07-2017
0

სიახლეები პოპულარული