სირცხვილი! ფაქტი, რის გამოც საქართველო დიდ შარში გაეხვა [VIDEO]

AutoSharing Option
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში ყველაფერი შაბათს გაირკვა: სამწუხაროდ, "მიხეილ მესხზე" საქართველომ ჩეხეთს ვერაფერი მოუხერხა, 0:2 დამარცხდა და ნახევარფინალში ვერ გავიდა.

- U19. ჩეხეთი-საქართველო 2:0 - სტანდარტული ტკივილი [VIDEO]

მაგრამ არანაკლებ სამწუხარო, უფრო სწორად - სამარცხვინო, იმ ხალხის ქცევა იყო, რომელთა გამოც საქართველო დიდ შარში გაეხვია. 70-ე წუთზე ლიბორ ჰოლიკმა ჩეხების უპირატესობა ორამდე გაზარდა და ეს დასავლეთ ტრიბუნასთან აღნიშნა, ამით უკმაყოფილო რამდენიმე გულშემატკივარმა კი მოედანზე სხვადასხვა ნივთი ისროლა.

რა ესროლეს და ვის? ეს ეპიზოდი ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის "ტვიტერის" გვერდზე დადებულ
ფოტოზეც კარგად ჩანს. ჩვენი ინფორმაციით კი, ტრიბუნიდან ორი მობილური ტელეფონი და პლასტმასის ბოთლი ისროლეს. ცხადია, ეს ნივთები მატჩის კომისარს მიუტანეს. ერთ-ერთი მათგანი არბიტრს, დანიელ მადს-კრისტოფერ კრისტოფერსენს მოხვდა თავში. თამაში რამდენიმე წუთით სწორედ ამის გამოც შეწყდა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საბოლოოდ, თამაში გაგრძელდა და მშვიდობიანადაც დასრულდა, უსიამოვნებები წინ გველის - მომხდარის გამო უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აუცილებლად დასჯის (დიდი ალბათობით, ფინანსურადაც), ოღონდ რა სახის იქნება ეს სასჯელი, რა ვადით, ანდა რამდენი იქნება ფინანსური სანქცია, ჯერჯერობით უცნობია.

ჩვენი არც სურვილია და არც გვევალება, ადამიანების დასჯა მოვითხოვოთ, მაგრამ ის, ვინც ეს ჩაიდინა, ვერ ხვდება, რამხელა ზიანი მიაყენა თავის ქვეყანას, რომელსაც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ჩატარების უფლება დიდი მცდელობისა და შრომის ფასად დაუჯდა. შესაძლოა, სხვა დროს ამხელა პატივი აღარ დაგვდონ. ადამიანურ ენაზე ეს არის ქვეყნის მტრობა და მეტი არაფერი!

აბსოლუტურად ვეთანხმები ფეხბურთის იმ გულშემატკივარს, რომელმაც ეს პოსტი გამოფინა:

"აღარ არის უკვე გასაკვირი, რომ საფეხბურთო მატჩებს "პაპუასებიც" ესწრებიან. ისინი ისროდნენ ავსტრიასთან, სერბებთან, ისროლეს გუშინაც! ესროდნენ 19 წლის ბავშვებს! სროლის მიზეზი? მათ გოლი გაიტანეს და ზეიმობდნენ? არ აქვთ გოლის გატანის უფლება და მერე სიხარულის გამოხატვის?!

სად არის ის ხალხი, ვინც ისროდა, რომლებიც ქვეყანას მუდმივად არცხვენენ?! საერთოდ რა სასჯელი დაედოთ "პაპუას-მსროლელებს" ავსტრია-სერბებთან თამაშების შემდეგ?! არ დაისაჯნენ, არ იცის საზოგადოებამ, ვინ გვარცხვენს და გრძელდება "პაპუასური" გამოხდომები, რომელიც უკვე ტრადიციული ხდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 50 /
ეეჰ ჩემო ქუთაისელო,ახლა ვართ პაპუასები,თორემ ადრე ქართველები ვიყავით.
სოსო
12 ივლისი 2017 00:10
0
რა პაპუასი, რის ღორი, თქვენს წინ როცა სტუმართა გუნდიდან გოლის გამტანი რომ მოკუნტრუშდება, ორივე ხელს წინ რომ გაიშვერს და მერე უკნისკენ რომ გააქანებს, არ ვიცი რა წყლის ბოთლი და მობილური კი არა, რიყის ქვა მადლია მისთვის. თქვენ კი, ან არ გაქვთ ნახული ეს თამაში და ან მოზახისტები ხართ.
guri
11 ივლისი 2017 18:29
0
თუ სათანო გამოძიება ჩატარდება დაადგენენ დარწმუნებული ვარ დამნაშავეს და ცხვირში უნდა ამოადინონ ეს ყველაფერი.

sabonis
11 ივლისი 2017 10:56
0
რაც სპორტია იგივე მაყურებელია! რა არი გასაკვირი?! ძალიან კარგი, იმედია კაი ხნით აღარ ჩაატარებენ საფეხბურთო ტურნირებს საქართველოში!
Lou
11 ივლისი 2017 10:51
0
არის ასეთი ანდაზა "ერთმა ტალახიანმა ღორმა ასი ღორი გათხვარაო" და ამ ერთი ღორი გასუფთავება და საზოგადოებაში ისე გამოყვანა ან მისი მოკვეთა გვევალება ყველას ერსაც და ბერსაც, თუ მათში ჟურნალისტებიც მოიაზრება, როგორც ახლა ამბობენ ხოლმე მაშინ ჟურნალისტებსაც. ვინმე ჟურნალისტი წერს "მაგრამ არანაკლებ სამწუხარო, უფრო სწორად - სამარცხვინო" ამბავი მოხდაო, მართლაც სწორ შეფასებას აძლევს მომხდარს და საზოგადოებას აძლევს ფაქტს განსასჯელად თვითონ კი ბუჩქებში გადადის და ამბობს "ჩვენი არც სურვილია და არც გვევალება, ადამიანების დასჯა მოვითხოვოთ, მაგრამ ის, ვინც ეს ჩაიდინა, ვერ ხვდება, რამხელა ზიანი მიაყენა თავის ქვეყანას, რომელსაც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ჩატარების უფლება დიდი მცდელობისა და შრომის ფასად დაუჯდა. შესაძლოა, სხვა დროს ამხელა პატივი აღარ დაგვდონ. ადამიანურ ენაზე ეს არის ქვეყნის მტრობა და მეტი არაფერი!" აი ეს არის თანამედროვე გაუკუღმართებული "ლიბერალიზმის" გამოკვეთილი გამოხატულება. გავბედავ და მეც მკითხველისთვის მიმინდვია განსაჯელად ამ ჟურნალისტის პოზიციის განსჯა.
gizog
11 ივლისი 2017 10:44
0
ხოდა ჩვენზე მეტი პაპუასები ბრიტანელები ყოფილან რაც მაგენი ვანდალიზმს ჩადიან სტადიონზე ქართველებს არც დაესიზმრება..ჩემი აზრით კიდე არავის საქილიკო ქართველები არავართ .თუარ ცავთვლით ერთეულ უთავმოყვარეო გადაგვარებულ ქართველს ეგეთები კიდე ყველა ერშია..არმეგონა ისე თუ პაპუასები ვეფხვისტყაოსანს და დიდოსტატის მარჯვენას წერდენ.
qutaiseli
11 ივლისი 2017 09:54
0
ერტი ძველი ანეკდოტია.მისიონერი დასახლდა პაპუასების მიწაზე,იქადაგა სარწმუნოება,მოაწცია ხალხი რჯულზე,ასწავლა რა არის კარგი და რა, ცუდი.იცხოვრა ასე დიდხანს,დაბერდა და და როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება,დაიბარა თავისი სულიერი შვილები თავისთანდასამშვიდობებლად.დამშვიდობება ძალიან გულისამაჩუყებელი იყო.ბოლოს მისიონერმაპაპუასებს მიმართა,აბა შვილებო,მიპასუხეთ,რა არის ბოროტება?-ბოროტება ისაა წმინდა მამაო,როცა ვიღაცა ცოლს წაგართმევს.ახლა მიპასუხეთ,რა არის სიკეთე?-სიკეთეა,როცა შენ წაართმევ ვიღაცას ცოლს.მისიონერი გადაბრუნდა და მოკვდა.ჩვენც პაპუასები ვართ,ამას ამტკიცებს სტადიონის შემთხვევაც და ჩვენს პარლამენტში ჯერ ნაცების და ახლა ქოცების მოღვაწეობაც.საკითხავი ისა გვრჩება,ვინ უნდა გადაბრუნდეს და მოკვდეს.
სოსო
11 ივლისი 2017 09:35
0
სარებივით დგანან ჩვენები,ვერ მოძრაობენ და ღლიღები არიან,.არა ჩვენს ფეხბურთს
maiam
11 ივლისი 2017 08:24
0
აქ უმრავლესობის კომენტარი ასე ჟღერს:" არ ვამართლებ,მაგრამ ვამართლებ".როგორც ყოველთვის ობიექტურობას მოკლებული. ბევრს ავიწყდება (უფროსებს)რომ ისინი 19 წლისანი არიან,ზოგი უფრო ნაკლების.აქ ბაბუა დ, რომ ეკუთვნიან მათ ისინი აგინებენ მათ. ამ თამაშზე უკვე იმდენი დაიწერა და ითქვა, რომ აღარაფერია დასამატებელი. მაგრამ ერთს დავამატებდი , მხოლოდ. სხვა ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო ჩემპიონატი 4 ადგილზე გავიდოდა ჩვენი ნაკრები. შვედეთთან პირველი გოლი საჩუქარი იყო,მეორე შემთხვევითი, სასწაულად შეიცვალა ბურთმა ტრაექტორია.ამან დააბნია მაყურებელი და უფრო მეტის მოლოდინი გაუჩნდა, რაც შემდეგ ხულიგნობაში გადაიზარდა.
დავით 67
11 ივლისი 2017 06:27
0
ზოგ-ზოგიერთების ლოგიკით ჩვენ არ უნდა გაგვიტანონ,მაგრამ თუ შეცდნენ და მაინც გაიტანეს,მთელი გუნდი უნდა ჩამწკრივდეს და ბოდიში უნდა მოიხადოს.ჩვენ თუ გავიტანეთ, როგორც გვინდა ისე შეგვიძლია აღვნიშნოთ.ვერაფერი შეურაცმყოფელი მე ვერ ვნახე იმათი გოლის აღვნიშვნაში,პატარა ბიჭები არიან და გაიხარეს, რა ქნეს ესეთი."ვესტ-ჰემის"გულშემატკივრებს მაშინ ჩვენები უნდა დაემარხათ მოედანზე.ეჰ,არაა ჩვენი საშველი.სხვისას ვხედავთ,ჩვენსას არა.p.s.ამშენებელი მაინც არაა არვინ,მაგრამ სუფთა საფეხბურთო სტადიონი ჩვენთან საშიშია.არა ვართ მაგისთვის მზად.ჯარიმებში წავა მთელი ფული.
კახა ქირია
11 ივლისი 2017 01:13
0

სიახლეები პოპულარული