ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი: ფინალი თბილისის ნაცვლად გორში!

AutoSharing Option
19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი 15 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იყო დაგეგმილი.

მაგრამ უეფამ გადაწყვეტილება შეცვალა, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა - ტურნირის მთავარი მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება (დასაწყისი 20 საათზე).

საინტერესოა, რომ ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაარტენ სტეკელენბურგმა ტურნირის ორგანიზებაზე საუბრისას თქვა, რომ გორში განსაკუთრებით კარგი გარემო და სათამაშო მოედანი იყო. თუმცა მისი გუნდი ნახევარფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა და შაბათს ამ "კარგ გარემოსა და სათამაშო მოედანს" ვეღარ დააჭაშნიკებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 7 /
მე ვუთარგმნიდი პრესკონფერენციაზე და მოედანზე ზუსტად ასე თქვა: რაც კი მოედნები მინახავს საქართველოში- საუკეთესო მინდორი გორშიაო! საფეხბურთო გარემო კი ცემთვის, ჰოლანდიელისთვისაც- მისაბაძია გორშიო!!!!
MAMUKA KVAACXELIA
13 ივლისი 2017 21:49
0
დღეისათვის გორის სტადიონი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.(ისევე როგორც მაყურებელი).ფინალის აქ დანიშვნაც ალალად ეკუთვნოდა.სტადიონის გადახურვაზე ბათუმელებმა იფიქრონ. ჩვენ, გორელები ღია სტადიონზე და იაფფასიან სკამებზეც კომფორტულად ვგრძნობთ თავს.
gori 2
13 ივლისი 2017 21:02
0
ჩვენი ნაკრების თამაებზე არ ივსება ხოლმე სტადიონები თბილისში და რა გინდა 30 000 იანი მესხი გაივსოს პორტუგალიისა და ინგლისის მატჩზე? და გორში სულ 3 ათასი კაცი ეტევა და მესხიზე კი ვიყავით ნახევარფინალებზე მაგდენი...
datos
13 ივლისი 2017 16:07
0
კიდე კაი მიხვდნენ უფრო სწორი გადაწყვეტილებაა აბა რა უნდოდა გატიალებულ მესხზე უმაყურებლოდ ნეტა ქუთასში ან ზესტაში ყოფილიყო ხალხით გაივსებოდა თბილისში რო კითხო ფეხბურთი უყვართ დაელოდეთ თქვენ სანამ ბარსას დარი გუნდი არ გეყოლებათ.
dato
13 ივლისი 2017 14:40
0
კიდე კაი მიხვდნენ უფრო სწორი გადაწყვეტილებაა აბა რა უნდოდა გატიალებულ მესხზე უმაყურებლოდ ნეტა ქუთასში ან ზესტაში ყოფილიყო ხალხით გაივსებოდა თბილისში რო კითხო ფეხბურთი უყვართ დაელოდეთ თქვენ სანამ ბარსას დარი გუნდი არ გეყოლებათ.
dato
13 ივლისი 2017 14:39
0
სტეკელენბურგს საინტერესოა რა ოეწონა გორის სტადიონის.სირცხვილია იაფასიანი სკამები რომ არ გამოცვალეს და გადახურვა არ გაუკეტეს ასეთ პატარა სტადიონს
d
13 ივლისი 2017 13:19
0
გორში ყველაზე მაგრად უყვართ ფეხბურთიო
დილა
13 ივლისი 2017 11:00
0

სიახლეები პოპულარული