სამმა ქართველმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა. ამასთან, ყიფიანმა საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად საქართველოს ნაკრების მაისურს გადასცემს.

როგორც გიორგი ყიფიანისგან შევიტყვეთ, მან საქართველოს ნაკრებში უცხოეთში მოთამაშე რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი მიიწვია, თუმცა მათგან აქ ჩამოსვლაზე უარი მიიღო. საუბარი მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველ გიორგი მელქაძეზე, "ეთნიკოსის" ნახევარმცველ ნიკა ყიფიანზე და ყაზანის "რუბინის" ასევე ნახევარმცველ გიორგი მახათაძეზეა.

სამაგიეროდ, საქართველოში ჩამოსვლასა და აქ თამაშზე უარი არ უთქვამს პოლონური "რუხის" დუბლების წევრ საბა ჯიქიას. ჯიქია 18 წლისაა
და ამპლუით ფორვარდია. ის საქართველოს ნაკრებში უკვე იყო ჩამოსული და რუსეთთან მატჩში მონაწილეობაც მიიღო, თუმცა ასაკის გამო ევროპის ჩემპიონატზე მისი თამაში ვერ მოხერხდა.

მკითხველი:
- რა შეიძლება გაკეთდეს , რომ მომდევნო ჩემპიონატებზე შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოდ შედეგი და ხარისხიც? ამ ბიჭების უმრავლესობა აღარ იქნება ამ ასაკობრივ გუნდში და საიდან იგეგმება შევსება გუნდის ? უცხოეთში ბევრი ჩვენი თანამემამულე თამაშობს ფეხბურთს, რომლებიც ჯერჯერობით არ გამოჩენილან საქართველოს ნაკრებში. თუ ხდება ამ კუთხით მუშაობა?
- იმ გუნდის 5 ფეხბურთელი, რომელმაც წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, 1999 წელსაა დაბადებული, შესაბამისად, მათ ამ გუნდში თამაშის შესაძლებლობა შემდეგ წელსაც ექნებათ. გარდა ამისა, კლუბებში დავაკვირდებით ფეხბურთელებს და არსებულ ფეხბურთელებს კიდევ იქიდან დავუმატებთ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ფეხბურთელებს კლუბებში სტაბილური გარემო სჭირდება. მათ სავარჯიშოდ და სათამაშოდ კარგი პირობები უნდა ჰქონდეთ, რომ მომავალში თავის წარმოჩენა მოახერხონ. საქართველოში ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო. მართალია, ჯერ ყველაფერი იდეალური ვერ არის, მაგრამ, მთავარია, დაიწყო.

რაც შეეხება უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელებს, ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობთ. რამდენიმე ფეხბურთელს შევთავაზეთ კიდეც, რომ აქ ჩამოსულიყვნენ და ეთამაშათ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო უარი გვითხრეს. უარი გიორგი მელქაძისგან, ნიკა ყიფიანისგან და გიორგი მახათაძისგან მივიღეთ.

მოვიწვიეთ ასევე "რუხის" დუბლებში მოთამაშე საბა ჯიქია. ის უკვე იყო ჩვენთან, რუსეთთან ითამაშა კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, ასაკით 1 წლით უმცროსია და ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. მიუხედავად ამისა, ამ ბიჭს აქვს იმის პოტენციალი, რომ რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში ითამაშოს.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ განაცხადში გვყავდა რუსეთში მოთამაშე ალექსანდრ კახიძე, რომელიც დიდი ხანია იქ ცხოვრობს. მასზე ინფორმაცია მეგობრებისგან მივიღეთ, ჩამოვიყვანეთ, დავაკვირდით, მოგვეწონა და ევროპის ჩემპიონატზეც გვყავდა.

ერთი სიტყვით, ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობთ.

Sportall.ge სრულ ინტერნეტკონფერენციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 21 /
visac ar gindat sakartveloshiu tamashi da archevt rusets, mimipurtxebia tkveni sisxlistvis!!!! ar gindat gmertma ar mogcet!!!
sandro
29 ივლისი 2017 15:29
0
სლავა მეტრეველის დროს აზრი არ ქონდა სად ითამაშებდი, მაინც ერთი დროშის ქვეშ ვიყავით
otari-s
29 ივლისი 2017 14:31
0
ეს ხომ ტყუილია გიო რატო გვატყუებ?ასაკით უნცროსია და მაგიტომ ვერ ითამაშაოო,დინამოდან ვინც გყავდა მათ შორის ჩაკვეტაძე 17-ტის იყო და როგორ ითამაშეს?
vai tqvens patrons
29 ივლისი 2017 14:20
0
რატომ თქვეს უარი ვერ ხვდებით?რუსეთის ნაკრებში ბაზარი არაა გამიტყდებოდა თამაში მაგრამ სხვა ნაკრებში სიამოვნებით..რა ყრია ქართულ ფეხბურთში არც არაფერი
ზურიკო
29 ივლისი 2017 14:18
4
სლავა მეტრეველი რუსეტსჰი დაიბადა,იხო მოსკოვის ტორპედოს ლიდერი,მაგრამ ტამასჰობდა დინამოსჰი,ასე რომ პეხბურტის მამე არ მუსჰაობენ დონეზე....
otar
29 ივლისი 2017 13:48
1
იქნებ გაგვიმხილოთ რატომ თქვეს უარი
შოკირებული გულშემატკივარი
29 ივლისი 2017 13:38
0
ღმერთმა ხელი მოუმართოთ ჩვენ ისეთი ნაკრები გვეზდება მსოფლიოს მოვიგებთ იქით შეგვეხვეწებიან !!
ქართველი
29 ივლისი 2017 13:13
0
ძალით ვერ ათამაშებ, მაგრამ ეს ხშირად ენდა ითქვას
-*
29 ივლისი 2017 12:54
0
ძალით ვერ ათამაშებ, მაგრამ ეს ხშირად ენდა ითქვას
-*
29 ივლისი 2017 12:54
0
გაუგებარია რას უშვებიან რუსები იქ ჩასულ ჩვენს ბიჭებს, ყველას გადატრიალუბული რომ აქვთ ტვინი
ეტყობა რაღაც სპეციალური პროგრამა აქვთ ტყინის გამოლაყების
qwe
29 ივლისი 2017 12:45
0

სიახლეები პოპულარული