საქართველო-ავსტრია 2:1 - ევროფინალს გამარჯვებით დავემშვიდობეთ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის VI ჯგუფის ბოლო მატჩში ავსტრიას დაუპირისპირდა.

ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადიოდა და პირველი ადგილის დასაკავებლად ოთარ კორღლიძის შეგირდებს მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს, მაგრამ ჩვენების ბედი დამოკიდებული იყო მასპინძელი ხორვატიისა და ბოსნიის შეხვედრის შედეგზეც.

...რუბერტ მარკოს გუნდი ავსტრიაში ჩატარებულ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა: მალტასთან 3:0 მოიგო, მაგრამ ალბანეთსა (0:0) და დანიასთან (0:0) ფრედ ითამაშა და მეორე ადგილზე გავიდა.

გუნდის წამყვანი ფეხბურთელები ცნობილ კლუბებს წარმოადგენდნენ: ორი მოთამაშე იტალიურ გრანდში თამაშობს - თავდამსხმელი ფილიპ პროსენიკი "მილანში",
მცველი ლუკას შპენდლჰოფერი - "ინტერში". ნახევარმცველი მარსელ რიცმაიერი ჰოლანდიურ პსვ-ში ირიცხება, ნახევარმცველი კევინ შტეგერი კი "შტუტგარტის" ღირსებას იცავს.

პირველი სახიფათო მომენტი მე-14 წუთზე ვალერი ყაზაიშვილმა შექმნა: მისი დარტყმის შემდეგ ავსტრიელები გოლისგან მეკარე რიჰარდ შტრებინგერმა იხსნა.

33-ე წუთზე ჩვენები გადარჩნენ: შტეგერის დარტყმის შემდეგ ლევან ტყეშელაშვილმა მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და ბურთი მოიგერია.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა: მეკარესთან პირისპირ გასული ქართველი ფეხბურთელი ლუკას შპენდლჰოფერმა მოცელა.

პოლონელმა არბიტრმა ადამ ლიჩმანკიმ ავსტრიელ მცველს წითელი ბარათი აუფრიალა და ავსტრიელები კაცნაკლული დატოვა, თერთმეტმეტრიანი კი გიორგი ჭანტურიამ უნაკლოდ დაარტყა და საქართველო დააწინაურა - 1:0.

Sportall.Geრიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, მეორე ტაიმის დასაწყისში ავსტრიელებმა წონასწორობა მაინც აღადგინეს: 51-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარი ტონი ვასტიჩმა აიღო - 1:1.

ავსტრიელებმა სახიფათო მომენტი 58-ე წუთზეც შექმნეს, როდესაც ტყეშელაშვილი სრდან სპირიდონოვიჩის დარტყმას გადაეღობა.

მაგრამ ავსტრიელებს მაინც მოუხდათ უკან დახევა, რადგან ოთარ კორღალიძის გაწვრთნილებმა მთელი ძალებით შეუტიეს: ავსტრიელთა მეკარემ ჯერ ყაზაიშვილის სახიფათო დარტყმა მოიგერია, შემდეგ გიორგი პაპავას დარტყმული ავსტრიელთა კარს ასცდა. თუმცა ჯვაროსნებმა თავისი მაინც გაიტანეს: 68-ე წუთზე ჭანტურიამ ზუსტად ითამაშა და ქართველები დააწინაურა - 2:1.

დარჩენილ დროში რეალური საგოლე მომენტები მხოლოდ ავსტრიელებმა შექმნეს, 67-ე წუთზე ალესანდრო შოპფის გასროლის შემდეგ ისევ ტყეშელაშვილმა გადაგვარჩინა. საბოლოოდ საქართველომ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა - 2:1.

სამწუხაროდ, ეს არასაკმარისი გამოდგა: ხორვატიამ ჯგუფის აუტსაიდერ ბოსნიას 2:0 სძლია, პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში სწორედ დინკო ელიჩიჩის გაწვრთნილები ითამაშებენ.

U19. ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი. II ტური. VI ჯგუფი
30 მაისი. ხორვატია. ველიკა გორიცა. სტადიონი "რადნიკი".
საქართველო-ავსტრია 2:1
1:0 ჭანტურია (40. პ), 1:1 ვასტიჩი (51), ჭანტურია 2:1 (68).

საქართველო ავსტრია
ტყეშელაშვილი შტრებინგერი
გრიგალაშვილი ნოიხოლდი
სანდოხაძე შპენდლჰოფერი
გაგნიძე პაინზიპი
ჯგერენაია შოპფი
პარუნაშვილი ვასტიჩი
კიკნაველიძე შტეგერი
ყაზაიშვილი სპირიდონოვიჩი
პაპავა მურგი
ჭანტურია პაველიჩი
სხირტლაძე ვიმერი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ო. კორღალიძე რ. მარკო

საქართველო
37. კიკნაველიძე - გიგაური
52. სხირტლაძე - გელაშვილი
85. ყაზაიშვილი - სამუშია
სათადარიგოები: ლეგაშვილი, ტვილდიანი, ზარნაძე, კვერნაძე.

ავსტრია
82. სპირიდონოვიჩი - კრენი
84. მურგი - პეტროვიჩი
სათადარიგოები: ვალტლი, სიმმა, მაშოვიჩი.

გაფრთხილება: გიგაური (44), სხირტლაძე (45+1), ნოიხოლდი (45+2), ვიმერი (70), ყაზაიშვილი (85).
გაძევება: შპენდლჰოფერი (38).

არბიტრი: ა. ლიჩმანსკი (პოლონეთი)

ხორვატია-ბოსნია 2:0
1:0 რებიჩი (25), ჩოლაკი (72).

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 3 3 1 0 7-3 7
2. საქართველო 3 2 0 1 7-6 6
3. ავსტრია 3 1 1 1 5-4 4
4. ბოსნია 3 0 0 3 2-7 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

საქართველო-ბოსნია 4:2 - "პატარა ჯვაროსნებმა" ბოსნიელები დაიბრიყვეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
არა უშავს. მართალია ვერ გავიდნენ, მაგრამ ...................რეზერვი გვყავს. მტავარია სწორი მიმართულებით ვიაროთ
vasiko
11:42 31-05-2012
0

სიახლეები პოპულარული