უცხოეთში მყოფი ნიჭიერი ქართველები, რომლებიც ნაკრებმა არ უნდა დაკარგოს

AutoSharing Option
15 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიასთან ითამაშებს. საამმატჩოდ გამოძახებულ ფეხბურთელთა სია წინა კვირაში გაუწყეთ (იხილეთ ვრცლად).

ამ სიაში ნაკრების ყველა კანდიდატი ვერ მოხვდებოდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ 21-წლამდელთა ნაკრებში მალე ახალი სახეები არ გამოჩნდებიან.

ალექსანდრე ჩივაძეს ხორვატიასთან არ გამოუძახებია ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია (დაბადებული 1994 წ.) და მცველი ნიკა სანდოხაძე (დაბადებული 1994 წ.), "დინამო თბილისის" მცველი დავით ხოჭოლავა (დაბადებული 1993 წ.), გორის "დილას" შემტევი გიორგი ილურიძე (დაბადებული 1992 წ.)...

ახალგაზრდული ნაკრებისთვის სასელექციო ფრონტი მცირე ნამდვილად არ არის,
ქართულ გუნდში კიდევ არიან ისეთები, ნაკრების სამწვრთნელო შტაბი რომ აკვირდება.

არის კიდევ სხვა სეგმენტიც - რუსეთი და უკრაინა.

Sportall.Geშესაძლია გახსოვთ, "ლელო" რომ წერდა ირაკლი მესხიაზე, რომელიც 1993 წელს არის დაბადებული და უკრაინის პირველ დივიზიონში მოთამაშე "ობოლონის" ნახევარმცველია.

მესხიას უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებშიც უთამაშია.

ამ ფეხბურთელზე ამომწურავი ინფორმაცია ალბათ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებსაც არ აქვთ, თუმცა მესხიათი დაინტერესება არსებობს.

ვნახოთ, 1993 წელს დაბადებულ ფეხბურთელს ხომ ახალგაზრდულის მომდევნო შესარჩევშიც შეუძლია თამაში.

Sportall.Geუკრაინულ გრანდში, კიევის "დინამოს" მეორე გუნდში არის ასეთი ფორვარდი: 1993 წელს დაბადებული ბადრი აქუბარდია.

182 სმ სიმაღლის შემტევი აფხაზეთში, სოფელ ფიჩორშია დაბადებული.

ვერ გეტყვით, როგორ აღმოჩნდა ის კიევის "დინამოში", მაგრამ ასეთი კლუბის მეორე გუნდში რომ მოხვდე, განსაკუთრებული მონაცემები უნდა გქონდეს.

აქუბარდიასთანაც გასარკვევია, ხიბლავს თუ არა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში თამაში.

Sportall.Geახლა რუსეთისკენაც გავიხედოთ.

ყაზანის "რუბინის" ახალგაზრდული გუნდის თავდამსხმელია 1993 წელს დაბადებული მერაბ ურიდია.

ის "რუბინის" მეორე გუნდის საკვანძო ფეხბურთელია.

არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელებმა მისი გამოძახება მოისურვონ, თუმცა იქამდე ფორმალური საკითხები იქნება მოსაგვარებელი.

ისიც უცნობია, აქვს თუ არა სურვილი ურიდიას ითამაშოს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში.

Sportall.Geირაკლი ჭეჟიაზე პირველად, თუ არ ვცდები, შარშანწინ დაიწერა რუსულ მედიაში.

ის მოსკოვის "სპარტაკის" მეორე გუნდის შუხაზელია.

ჭეჟია 1992 წელსაა დაბადებული და მასაც შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების მომდევნო შესარჩევში თამაში.

ჭეჟიაც, აქუბარდიას დარად, აფხაზეთშია დაბადებული, ფესვები გალიდან აქვს.

მოსკოვის ცსკა-ს მეორე გუნდში ირიცხება 1993 წელს დაბადებული ნახევარმცველი დავით ხურციძე. ერთ-ერთმა რუსულმა საიტმა მისი სატრანსფერო ფასიც კი განსაზღვრა - 120 000 ევრო.

Sportall.Geცხადია, სრული ინფორმაცია საქართველოში მოსაქმე ჟურნალისტებს მასზეც არ გვაქვს. თუმცა საკამათო არ უნდა იყოს, თუ ასეთი ფეხბურთელი ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებისთვის ინტერესს იწვევს.

ჯერ უცნობია, აპირებს თუ არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ამ ფეხბურთელების ჩვენსკენ გადმობირებისთვის სერიოზულ მუშაობას.

სურვილი ორმხრივი უნდა იყოს, მერე კი ორმაგი მოქალაქეობა პრობლემა სავარაუდოდ არ გახდება.

ალბათ, ჩვენი გულშემატკივრებისთვისაც საინტერესო იქნება ამ ფეხბურთელების ნახვა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში.

სელექცია საზღვრებს გარეშე: ფიჩორი, გალი... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ირაკლი მესხია: ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნული ნაკრებია!
ალექსანდრე ჩივაძე აკაკი გოგიასა და ირაკლი მესხიას საქმეში ჯერ ვერ ნახავს
მიმოფანტულები: აკაკი გოგია, გუჯა რუხაია და სხვები
ალექსანდრე ჩივაძე აკაკი გოგიასა და ირაკლი მესხიას საქმეში ჯერ ვერ ნახავს
მკითხველის კომენტარები / 3 /
მართლაც რო ბევრი ქართველი სპორცმენი სხვისი დროშის ქვეშ არიან მოქცეულები იქ ცდილობენ თავი ისახელონ იცით რატოომ იქ ნორმალურ პირობებს სთავაზობენ იმიტო აჩხრიალებენ სხვის ყულაბებში ოქროებს
tijana513
21:51 14-08-2012
0
ჭეჟია არ ჩამოვა აქ , აფხაზია
lasha
23:01 14-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული