ნიკა ჭანტურია: არნემის "ვიტესი" უფრო რეალურია, ვიდრე ლონდონის "არსენალი"

AutoSharing Option
ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, "ვიტესში" საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და თბილისის "ლოკომოტივის" ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია მიიწვიონ.

ინფორმაცია თავად ჭანტურიასთან გადავამოწმეთ და მან ეს დაგვიდასტურა:

"დასამალი არ არის, ეს ლაპარაკი შარშან ზაფხულში დაიწყო, როდესაც ლონდონის "არსენალი" მიწვევდა. მაშინ ჰოლანდიურ კლუბში ამ საკითხის გადაწყვეტას ელოდნენ და დროებით მათი ინტერესი შენელდა.

მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ვიცი, რომ "ვიტესში" ჩემი გადასვლა უფრო რეალურია, ვიდრე "არსენალში". თუმცა ამ უკანასკნელს საბოლოოდ არ გამოვრიცხავ.

ახლა არნემელებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, რადგან ბევრი რამ ზუსტად არ ვიცი".


შევიტყვეთ ისიც, რომ მარტში თბილისში ჩამოვა ლონდონის "არსენალის" სკაუტი, რომელიც ნიკას პირველი ლიგის მატჩში დააკვირდება.

ნიკამ უკვე მოირჩინა დეკემბერში დაზიანებული მუხლი, თბილისის "ლოკომოტივში" ჩვეულებრივი დატვირთვით ემზადება და თამაშობს.

ამბობს, რომ ოპერაციას გადაურჩა:

"მალე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდისთვის ბოლოსწინა შეკრებას დაიწყებს. გაფართოებულ სიაში მეც მოვხვდი და იმედია, ელიტრაუნდშიც ვითამაშებ".

ასევე იხილეთ:
ნიკა ჭანტურია შესაძლოა ლონდონის "არსენალში" ახალი წლიდან ვიხილოთ
ნიკა ჭანტურია: ღმერთმა ლონდონის "არსენალში" თამაშის შანსი მომცა და შრომა დამეზარება?!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული