მაგალითად, 17-წლამდელთა ყოფილი მცველი ლაშა დვალი ინგლისში იმყოფებოდა და პრემიერლიგის "რედინგში" აკვირდებოდნენ. ზუგდიდის "ბაიას" შემტევი ნახევარმცველი ნიკა ახვლედიანი კი ჰოლანდიაში მიიწვიეს და ორი კვირა არნემის "ვიტესში" ივარჯიშა.
ზაფხულში კი 17-წლამდელთა ნაკრების კიდევ ორი წევრი, თბილისის "ლოკომოტივის" მოთამაშეები, ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია და თავდამსხმელი დავით ჯიქია, გერმანულ "ფრაიბურგში" გასინჯეს.
სინჯების შემდეგ ისინი თბილისში დაბრუნდნენ, მაგრამ "ლელო" წერდა, რომ ჭანტურიათი ევროპული ფეხბურთის გრანდი, ლონდონის
ნიკამ არსენ ვენგერის "საგრაფოში" პირველად 5 აგვისტოს ივარჯიშა. 17 წლის ქართველმა ლონდონური გრანდის ფორმა პირველად 15 აგვისტოს მოირგო, როდესაც ერთმანეთს "არსენალისა" და "ნორვიჩის" დუბლები შეხვდნენ - ნიკამ მეორე ტაიმი ითამაშა.
შეხვედრას "არსენალის" პირველი გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით ესწრებოდა და ჭანტურიამ დადებითი შეფასება დაიმსახურა, რაზეც ინტერნეტ-გამოცემა younggunsblog.uk წერდა, ქართველი ახალგაზრდა "არსენალის" კლასიკური ფეხბურთელის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაგრამ მის აყვანას შრომითი ვიზა და ასაკი აფერხებს და ჭანტურია ზამთრამდე ისევ თბილისის "ლოკომოტივს" დაუბრუნდაო.
ასეც მოხდა. ნიკას ლონდონელთა რეზერვისტებში 18 აგვისტომდე აკვირდებოდნენ და მერე სამშობლოში გამობრუნდა, მაგრამ ითქვა, ინგლისელები თბილისში "ლოკომოტივის" ან ოფიციალურ სანაკრებო შეხვედრებში დააკვირდებიან და მისი საკითხი მაშინ გადაწყდება, როდესაც 18 წლის შესრულდებაო.
მას შემდეგ სამი თვე გავიდა და ჭანტურია კვლავ "ლოკომოტივში" თამაშობს. მან კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით, ხორვატიაში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრები ჩაატარა და ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.
დავინტერესდით, რაიმე სიახლე ხომ არ იყო და ფეხბურთელის მენეჯერმა ბესო აბაშიძემ საინტერესო ამბავი გაგვიმხილა:
"ზაფხულში ინგლისელებს ნიკა მოეწონათ და სავიზო პრობლემები თუ მოგვარდება, შესაძლოა, ჭანტურია ახალი წლიდან "არსენალში" ვიხილოთ. ლონდონელთა ინტერესს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მათი წარმომადგენელი ხორვატიაში 19-წლამდელთა ნაკრებების შესარჩევი ციკლის შეხვედრებს ესწრებოდა".
თბილისის "ლოკომოტივის" პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ კი სხვა ამბებიც გაგვიმხილა:
"ჭანტურიათი "არსენალიც" სერიოზულად დაინტერესდა და "ფრაიბურგიც". მისი გადაყვანის სურვილი სხვა გუნდებმაც გამოავლინეს. ლაპარაკია ესპანურ და ფრანგულ კლუბებზეც, მაგრამ ამის შესახებ გვეუბნებიან მენეჯერები. ჩვენ კი ვცდილობთ, მოლაპარაკება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში წამოვიწყოთ, თუ კლუბი სერიოზულად ინტერესდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შემოთავაზება აგენტისგან მოდის თუ კლუბისგან. ჭანტურია და ჯიქია კი "ფრაიბურგში" იმიტომ წავიდნენ, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა ყოფილიყო - კლუბისგან ოფიციალური მიწვევა მივიღეთ. მათ გერმანელები ისევ იწვევენ, "არსენალი" კი ჭანტურიას კვლავაც აკვირდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნიკა ჭანტურია: ღმერთმა ლონდონის "არსენალში" თამაშის შანსი მომცა და შრომა დამეზარება?!
კახა კაჭარავა: ნაკრებში ყველა ჩემი შვილია...
საქართველო ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდშია!
"რედინგში" ლაშა დვალი მოსწონთ, ნიკა ახვლედიანს "ვიტესში" ელიან