ორივე საქართველოს ნაკრების წევრია და ორივეს მიმართ სოლიდური კლუბები დაინტერესდნენ. ჩვენი დღევანდელი წერილიც მათზეა.
ნიკა ჭანტურია: არსენალში მოხვედრა წარმოუდგენელიც არ არის
ვასილ მაისურაძის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია ლონდონის "არსენალში" ქართველი მენეჯერების ხელშეწყობით მოხვდა, რაზეც "ლელო" უკვე წერდა (იხილეთ ვრცლად).
ცნობილია, რომ
მთელი ამ ხნის განმავლობაში გუნდის მთავარი სკაუტი აკვირდებოდა.
17 წლის ქართველმა "არსენალის" რეზერვისტებში "ნორვიჩის" დუბლებთან მეორე ტაიმი რომ ითამაშა, შეხვედრას "არსენალის" პირველი გუნდის მთელი სამწვრთნელო შტაბი უყურებდა და ჭანტურიამ დადებითი შეფასება დაიმსახურა.
გამოცემა younggunsblog.co.uk წერდა, რომ ქართველი ახალგაზრდა "არსენალის" კლასიკური ფეხბურთელის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაგრამ მის აყვანას შრომითი ვიზა და ასაკი აფერხებდა და ჭანტურია ინგლისიდან თბილისის "ლოკომოტივს" დაუბრუნდა - მაგრამ არის იმედი, რომ მხოლოდ დროებით.
მისი მენეჯერის, გუგა კაჭახიძის თქმით, ინგლისელები თბილისში "ლოკომოტივის" რამდენიმე შეხვედრაზე გვესტუმრებიან და მისი საკითხი მაშინ გადაწყდება, როდესაც 18 წლის შესრულდება.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია "ლელოს" კითხვებს უპასუხებს.
- შენს კარიერაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა. "არსენალიდან" დიდი შთაბეჭდილებით დაბრუნდებოდი...
- რა თქმა უნდა, დიდი კლუბია და შეუძლებელია, იქ ივარჯიშო და ამ შთაბეჭდილებების ქვეშ არ მოექცე.
- გაგიჭირდა ვარჯიში?
- გაგიკვირდებათ და, არა! თავიდან გამიჭირდა მათი გაგება, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური მესმის. აქ ნასწავლით იქ ჩასვლა მაინც ძნელია, რადგან თავიანთი მოთხოვნები გააჩნიათ.
მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და მინდა, ჩვენს ფეხბურთელებს ვუთხრა: რადგან "არსენალი" გრანდია, გარედან ისე ჩანს, რომ იქ წარმოუდგენელია თამაში და მათი დონის მიღწევა.
მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვია, რომელიც ამ გუნდში თავის გამოვლენას ჩემზე არანაკლებ მოახერხებდა. შრომისა და მონდომების ხარჯზე ყველაფერი შესაძლებელია.
- მართალია, არც ისე მაღალი ხარ (181 სმ), მაგრამ გვითხრეს, რომ "არსენალში" ამის გამო თქვეს, მარჯვენა მცველად ან საყრდენად მაინც გამოვიყენებთო...
- ამაზე დუბლების მწვრთნელი და "არსენალის" მთავარი სკაუტი მელაპარაკნენ. იციან, რომ ჩემთვის ბუნებრივი ცენტრალური მცველის პოზიციაა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მხოლოდ ერთ პოზიციაზე თამაში საკმარისი არ არის, მეორე ამპლუაშიც შესაძლებელია შენი გამოყენება, რომ მარჯვენა მცველად ან საყრდენად გამოდგებოდიო.
- გაქვს იმედი, რომ დაკვირვების შემდეგ "არსენალში" ჩაირიცხები?
- ამიერიდან ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. თუ მოვინდომებ და შრომა არ დამეზარება, არა მგონია, შეუძლებელი იყოს. ღმერთმა ეს შანსი მომცა და შრომა დამეზარება?! თუმცა წინასწარ ლაპარაკი არ მინდა.
- სხვა ვარიანტები არ გაქვს?
- სხვა ვარიანტზე ახლა ფიქრიც არ მინდა. ჩემთვის მთავარია, რომ გავიზარდო როგორც ფეხბურთელი, ნაკრებში ვითამაშო და რაც საამისოდ არის შესაძლებელი, ყველაფერი უნდა გავაკეთო.
გიორგი ჭანტურია: ჩვენი ნაკრები შემდეგ ციკლში ბევრად უკეთ ითამაშებს
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნიკა ჭანტურიამ ლონდონის "არსენალის" ფორმით პირველი მატჩი ჩაატარა
ნიკა ჭანტურიას ლონდონის "არსენალში" ვარჯიშს ლუპით აკვირდებიან