"ბენდელას" სტადიონზე გიორგი დევდარიანის გუნდი გორის "დილას" ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმში 17-წლამდელები გააქტიურდნენ.
ანგარიში გიორგი ხარაიშვილმა გახსნა, რის შემდეგაც შეცვლაზე შესულმა გრიგოლ ჩაბრაძემაც გამოიჩინა თავი. წერტილი საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა გაგი მარგველაშვილმა დასვა, რომელმაც ლუკა ზარანდიას ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით დალაშქრა "დილას" კარი.
17-წლამდელთა ნაკრები საქართველოს 20 მარტს დატოვებს. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდი 25 მარტს იწყება, მანამდე კი რამდენიმე დღეს
გოლები: ხარაიშვილი, ჩაბრაძე, მარგველაშვილი.
U17: გოშაძე, თევზაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, შულაია, მალანია, გოროზია, ხარაიშვილი, რუხაძე, ზარანდია, კერძევაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: პატარკაციშვილი, ბერიძე, ჩაბრაძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"