ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი ნოელ ბლეიკი იძულებული გახდა, ნახევარმცველი ბენ პირსონი მეკარე კემერონ დოუსონით შეეცვალა - სათამაშო სტრატეგია კი მთლიანად შეეცვალა.
ამის შემდეგ მოვლენები ბრიტანელებისთვის კიდევ უფრო კატასტროფულად წარიმართა: 8-ე წუთზე კი გიორგი ფანცულაიამ საჯარიმოს დარტყმის უფლება მიიღო და ანგარიში გახსნა - 1:0.
ინგლისელები მალე გამოფხიზლდნენ და შემოგვიტიეს: სახიფათო გამოდგა
არც ჩვენები იყვნენ გულხელდაკრეფილები: 33-ე წუთზე სახიფათო შეტევის დაგვირგვინებას დავით მთივლიშვილი ცდილობდა, მაგრამ მეკარე დოუსონმა თავისიანები გადაარჩინა.
ინგლისელებმა მაინც იძალეს: 38-ე წუთზე მაქს კლეიტონმა ანგარიში გაათანაბრა 1:1.
43-ე წუთზე ისევ კლეიტონმა შემოგვიტია და ამჯერად მეკარე გაბრიელ თებიძემ გუნდი გადაარჩინა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები უკეთ გამოიყურებოდა. პირველი სახიფათო მომენტი გურამ სამუშიამ შექმნა - დოუსონმა კვლავ საიმედოდ ითამაშა. სახიფათო გამოდგა, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა ფანცულაიას, ბაჩო არაბულისა და მთივლიშვილის შეტევები.
ინგლისელებმა რეალური მომენტი მხოლოდ 51-ე და 67-ე წუთებზე შექმნეს: მაგრამ ჩუბა აკპოვასა და კალუმ ჰარიოტის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.
ამის შემდეგ საქართველომ მთელი ძალებით შეუტია: ინგლისელები მეკარემ 69-ე წუთზე თემურ მაროზაშვილის დარტყმის შემდეგ გადარჩინა, 70-ე წუთზე კი რეალური საგოლე მომენტი არაბულს უკვე ჰქონდა.
78-ე წუთზე სახიფათო გამოდგა ავთო ენდელაძის შეტევა.
83-ე წუთზე კი გია ცეცაძის გუნდის დაწინაურება ისევ ფანცუალაიას შეეძლო, 88-ე წუთზე კი - მარკოზაშვილს, მაგრამ ბრიტანელთა მეკარე უშეცდომოდ თამაშობდა.
საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა და საქართველო ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსებს ინარჩუნებს.
მე-6 ჯგუფის მეორე შეხვედრა მასპინძელ ბელგიასა და შოტლანდიას შორის დრამატულად წარიმართა.
პირველ ტაიმში სქოთები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა მეორე ტაიმში თამაში შემოატრიალეს და მეტოქეს ქულა და ევროფინალში მოხვედრის იმედი გამოძალეს - 2:2.
საქართველო - ინგლისი 1:1
24 მაისი. ბორნემი. "რევეენსტადიონი".
გოლები: 1:0 ფანცულაია (8) კლეიტონი (38).
გაფრთხილება: სამუშია (30), ტერნბული (43), ზივზივაძე (45), ფანცულაია (64).
გაძევება: პიკფორდი (7)
საქართველო: თებიძე - მთივლიშვილი, ჭანტურია, სანდოხაძე, უბილავა - სამუშია, ცნობილაძე, ენდელაძე - ფანცულაია, არაბული, ზივზივაძე
სათადარიგოები: მიქავა, გურეშიძე, ზარანდია.
ინგლისი: პიკფორდი, ლეიგი, ტერნბული, ბრაუნინგი, ოკონელი, პირსონი, ჰარიოტი, ჩემბერსი, ბეიკერი, აკპომი, კლეიტონი.
სათადარიგოები: კულტჰერსტი, მერფი, უოლესი, სვიფტი.
8. პირსონი - დოუსონი
73. კლეიტონი - კემპბელი
86. ჰარიოტი - უებსტერი
57. სამუშია - მარკოზაშვილი
83. ცნობილაძე - დვალი
90. ფანცულაია - კაჭარავა
არბიტრი: ს. ამხოფი (შვეიცარია)
ბელგია - შოტლანდია 2:2
გოლები: 0:1 ბეკი (19), 0:2 მაკლეოდი (24), 1:2 ვერსტრეიტი (48), დე სარი 2:2 (55).
VI ჯგუფი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 1 0 1 0 2-2 1
2. შოტლანდია 1 0 1 0 2-2 1
3. ინგლისი 1 0 1 0 1-1 1
3 საქართველო 1 0 1 0 1-1 1
შემდეგი ტურის მატჩები 26 მაისს გაიმართება. ვესტერლოს "ოოსტერზონენ არენაზე", თბილისის დროით 17:00 საათზე საქართველო შოტლანდიას შეხვდება, ბელგია კი - ინგლისს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"