ნიკა სანდოხაძე: სერბეთთან, გულშემატკივარს რომ უყვარს, ისეთი თამაში იქნება

AutoSharing Option
23 ივლისს სა­ქარ­თ­ვე­ლოს 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რებს ევროპის ჩემპიონატზე თით­ქ­მის გა­დამ­წყ­ვე­ტი მატ­ჩი აქვს. 19 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე სერ­ბეთს ვე­თა­მა­შე­ბით, რო­მე­ლიც სა­მი ქუ­ლით ჯგუ­ფის ლი­დე­რია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტმა გია ცეცაძის გუნდის მცველის, ნიკა სანდოხაძის მატჩისწინა კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ის ფრანგებთან განვლილ შეხვედრასა და მომავალი მატჩის მოლოდინზე საუბრობს.

ნიკა სანდოხაძე:
"ფრანგებთან ნათამაშები ფრე ყველას დამსახურებაა. მცველებს დიდი ჯაფა დაგვადგა, მაგრამ ჩვენი გუნდი იმითაა გამორჩეული, რომ აქ პირველი მცველი თავდამსხმელია და ეს დიდი პლუსია.

რაც შეეხება უშუალოდ დაცვის ხაზს, ყველა კარგად გაისარჯა. მართალია,
გვქონდა პატარ-პატარა შეცდომები და უპირველესად, ამას ჩემს თავზე ვიტყვი, თუმცა, ღვთის წყალობით, ისე გამოვიდა, რომ ამას ცუდი შედეგი არ მოჰყოლია.

ჩვენ დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ და საკმაოდ კარგადაც ვართ შეთამაშებულნ
ი.

ფრანგებთან თამაში რთული იყო, იქი
დან გამომდინარე, რომ ძალიან სწრაფები არიან და ფიზიკურად ძლიერები. სანამ ალღოს ავუღებდით, მანამდე გაგვიჭირდა. შემდეგ უკვე, თამაში რომ გახურდა და კარგად დავინახეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, იმისდა მიხედვით დავიწყეთ მოქმედება, რაც ჩვენს თამაშსაც დაეტყო.

მეორე თამაში ჩვენთვის კარგად ნაცნობ გუნდთან გვაქვს და შესაბამისად, ყველაზე მეტ ინფორმაციას მათზე ვფლობთ. ძალიან ძლიერი და პრინციპული მეტოქე გვყავს. თან, ისეთი თამაშია, რომ შესაძლოა, ჯგუფში ბევრი რამე ამ დაპირისპირებამ გადაწყვიტოს.

სუსტი მხარე ყველა გუნდს აქვს და ამაზე უშუალოდ მწვრთნელთან ვისაუბრებთ. ამასთან, კარგი შეტევის ხაზი ჰყავთ და თან, ელიტრაუნდის შემდეგ რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატეს.

დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი თამაში იქნება, გულშემატკივარს რომ უყვარს ისეთი, რადგან ისინი არაფერს დაგვითმობენ და ჩვენზე აღარ მაქვს ლაპარაკი...

ვინც
მოედანზე იქნება და არ იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს თამაში საჩვენოდ დამთავრდეს და წინ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგათ".

gff.ge

ასევე იხილეთ:
U19. სერბეთი VS საქართველო - ჩვენ კი ვიცით, რომ უნდა მოვიგოთ!
U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარი ჯახი იქნება, დაახლოებით ისეთი დევდარიანის 17წლამდელებს რომ ქონდათ ჩეხეთთან, და მაინც აჯობეს ჩვენებმა დაიშოკნენ ჩეხები..

ასეთი ბრძოლების მოგება ჩვენი საქმეა! მიდით ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ!! ქართველები რომ შეიკვრებიან და ლომივით იბრძოლებენ კაცი შვილი არაა ჩვენი მომგები!

giorg
18:54 23-07-2013
0
ატლეტიზმი და სისწრაფე ეს არი მთავარი დღევანდელ ფეხბურთში თამაში ყველამ ისწავლა
wc 2018 champion
14:53 23-07-2013
0

სიახლეები პოპულარული