U19. საქართველო-სერბეთი 0:1 - გაცრუებული იმედი და შემცირებული შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
ამ შეხ­ვედ­რას სა­ტურ­ნი­რო ცხრი­ლის­თ­ვის უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქ­ონ­და. პირ­ველ ტურ­ში ფრედ დას­რუ­ლე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს გა­მარ­ჯ­ვე­ბა ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბო­და.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­მა გუნ­დ­მა სა­კუ­თა­რი ფეხ­ბურ­თი ვერ აჩ­ვე­ნა და უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ მე­ტო­ქემ გა­მარ­ჯ­ვე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

გია ცე­ცა­ძის გაწ­ვ­რ­თ­ნი­ლებ­მა შეხ­ვედ­რა თა­მა­მად და­იწყეს: უკ­ვე მე-3 წუთ­ზე მარ­ცხე­ნა ფლან­გი­დან ავ­თო ენ­დე­ლა­ძემ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჯა­რი­მით ბურ­თი სა­ჯარი­მო­ში ბა­ჩა­ნა არა­ბულს და­უ­გო­რა, მაგ­რამ ჩვენ­მა კა­პი­ტან­მა კარს დი­დი მან­ძი­ლით ააცი­ლა.

მა­ლე აშ­კა­რა გახ­და, რომ ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ღე­ლავ­დ­ნენ და ბურთს ხში­რად კარ­გავ­დ­ნენ. სერ­ბებ­მა კი მცი­რე სა­თა­მა­შო უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვეს და შეგ­ვი­ტი­ეს.

კუთხუ­რის გა­თა­მა­შე­ბის
შემ­დეგ მცველ­თა და მე­კა­რის შე­უ­თან­ხ­მებ­ლო­ბით ვერ ისარ­გებ­ლა ან­დ­რია ლუ­კო­ვიჩ­მა.

Sportall.Geმე-12 წუთ­ზე შე­ტე­ვის დაგ­ვირ­გ­ვი­ნე­ბას უროშ ჯურ­ჯე­ვი­ჩი ცდი­ლობ­და - გაბ­რი­ელ თე­ბი­ძემ ბურ­თი კუთხურ­ზე მო­ი­გე­რია. 10 წუთ­ში კი მე­კა­რეს­თან პი­რის­პირ ჯურ­ჯე­ვი­ჩი გა­დი­ო­და და ვი­თა­რე­ბის გან­სა­მუხ­ტად, გა­ბი­ძეს კა­რი­დან გა­მოს­ვ­ლა მო­უხ­და.

ქარ­თ­ვე­ლებს დაბ­ნე­უ­ლო­ბა ამ დრო­ის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით და­ეტყოთ, გა­და­ცე­მე­ბის სი­ზუს­ტე­შიც ძა­ლი­ან მო­ი­კოჭ­ლებ­დ­ნენ. თუმ­ცა ტა­ი­მის შუ­ა­გულ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა ოდ­ნავ გა­მო­ას­წო­რეს და შე­ტე­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას შე­ე­ცად­ნენ.

პირ­ველ ტა­იმ­ში ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტი 37-ე წუთ­ზე შევ­ქ­მე­ნით: გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ას შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჯა­რი­მის შემ­დეგ მე­კა­რე პრედ­რაგ რა­ი­კო­ვიჩ­მა ბურ­თი მო­ი­გე­რია.

42-ე წუთ­ზე კუ­რი­ო­ზულ გოლს გა­და­ვურ­ჩით: ნი­კა სან­დო­ხა­ძის დაბ­რუ­ნე­ბულ ბურ­თ­ზე თე­ბი­ძეს ფე­ხი აუც­და და კი­დევ კარ­გი, კუთხურ­ზე გა­და­ვი­და.

სერ­ბებ­მა მე­ო­რე ტა­ი­მიც შე­და­რე­ბით თა­მა­მად და­იწყეს და უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვეს, მაგ­რამ სა­ხე­ი­რო ვე­რა­ფე­რი შექ­მ­ნეს. კა­რის­კენ პირ­ვე­ლად კი 57-ე წუთ­ზე სერ­ბ­მა ნი­კო­ლა ან­ტიჩ­მა და­არ­ტყა და მი­ზანს გვა­რი­ა­ნად ააცი­ლა.

65-ე წუთ­ზე გა­დავ­რ­ჩით: მცვე­ლის შეც­დო­მის შემ­დეგ ბურ­თი ჯურ­ჯე­ვიჩს მი­უ­ვი­და, რო­მელ­მაც სა­ჯა­რი­მო­ში ალექ­სანდრ მიტ­რო­ვი­ჩი მო­ძებ­ნა - შვი­დი­ო­დე მეტ­რი­დან სერ­ბმა თავ­დამ­ს­ხ­მელ­მა თე­ბი­ძეს ვერ აჯო­ბა.

მა­ლე და­ვით მთივ­ლიშ­ვილ­მა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, რო­დე­საც ფლან­გი­დან ასე­ვე მიტ­რო­ვი­ჩის სა­ჯა­რი­მო­ში შე­იჭ­რა და ბო­ლო მო­მენ­ტ­ში ბურ­თის მო­გე­რი­ე­ბით უმ­წ­ვა­ვე­სი მო­მენ­ტი აღ­კ­ვე­თა.

მე­რე ჯურ­ჯე­ვიჩ­მა მარ­ჯ­ვე­ნა ფლან­გი­დან და­იწყო შე­ტე­ვა და კი­დევ კარ­გი, სა­ჯა­რი­მო­ში არა­ვინ გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

74-ე წუთ­ზე კი უმ­ძი­მე­სი მო­მენ­ტი დად­გა: მცვე­ლის შეც­დო­მის შე­დე­გად და­კარ­გუ­ლი ბურ­თი სერ­ბებ­მა მო­ი­პო­ვეს, მიტ­რო­ვიჩ­მა და­სარ­ტყ­მელ პო­ზი­ცი­ა­ზე დე­ი­ან მე­ლე­გი შე­იყ­ვა­ნა და ჩვე­ნი კა­რის ბა­დე შე­ირ­ხა - 0:1.

გია ცე­ცა­ძის გაწ­ვ­რ­თ­ნი­ლებ­მა ბო­ლო ძა­ლე­ბით შე­უ­ტი­ეს და 88-ე წუთ­ზე არა­ბულ­მა სა­ჯა­რი­მო­დან ძელს მო­არ­ტყა!

90-ე წუთ­ზე ნი­კა კა­ჭა­რა­ვამ მშვე­ნივ­რად ითა­მა­შა, ორ მცველს ფინ­ტით გასც­და და მე­კა­რეს­თან პი­რის­პირ არა­ბულს ტო­ვებ­და, მაგ­რამ მე­კა­რე რა­ი­კო­ვი­ჩი დრო­უ­ლად გა­მო­ვი­და და ვი­თა­რე­ბა გან­მუხ­ტა.

დი­დი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ახალ­გაზ­რ­და ჯვა­როს­ნებ­მა მო­მენ­ტე­ბის შექ­მ­ნა და ან­გა­რი­შის გა­თა­ნაბ­რე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხეს და ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გას­ვ­ლის შან­სე­ბი საგ­რ­ძ­ნობ­ლად შე­იმ­ცი­რეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არ მო­ი­ძებ­ნა ლი­დე­რი, არც ბურ­თის დამ­ჭე­რი, აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ პლე­ი­მე­ი­კერ­ზე. თა­მა­ში მოკ­ლედ რომ შე­ვა­ფა­სოთ, ჩვენ­მა გუნ­დ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აშ­კა­რად ვერ გა­მო­ავ­ლი­ნა.

კი­დევ ერ­თი სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი ის გახ­და, რომ არა­ბულ­მა უკ­ვე მე­ო­რე ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ი­ღო და თურ­ქეთ­თან გა­დამ­წყ­ვეტ მატჩს გა­მო­ტო­ვებს.

მატჩისშემდგომი კომენტარები:
გია ცეცაძე: რომ გენახათ ბიჭები გასახდელში, ცრემლები თქვენც წამოგივიდოდათ
ლიუბინკო დრულოვიჩი: საფრანგეთთან აუცილებლად სათადარიგოებს ვათამაშებ

19-წლამდელთა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი. B ჯგუფი. II ტური
საფ­რან­გე­თი - თურ­ქე­თი 2:1
1:0 იუნუ (6), 2:0 ბენ­ზია (64), 2:1 ილ­მა­ზი (86. პ).

ჯგუ­ფის მე­ო­რე შეხ­ვედ­რა­ში საფ­რან­გე­თმა თურ­ქე­თი 2:1 და­ა­მარ­ცხა და ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ჩვე­ნი გუნ­დის გას­ვ­ლის შან­სი ძა­ლი­ან შე­ამ­ცი­რა: ღმერ­თ­მა ქნას, ვცდე­ბო­დეთ, მაგ­რამ სა­ეჭ­ვოა, ბო­ლო ტურ­ში სერ­ბებ­მა ფრან­გებ­თან თა­ვი მო­იკ­ლან - ისი­ნი ევ­რო­პის 4 სა­უ­კე­თე­სო ოთხე­ულ­ში უკ­ვე მოხ­ვ­დ­ნენ, ფრან­გებს კი ფრეც აწყობთ.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სერ­ბე­თი 2 2 0 0 3-1 6
2. საფ­რან­გე­თი 2 1 1 0 2-1 4
3. სა­ქარ­თ­ვე­ლო 2 0 1 1 0-1 1
4. თურ­ქე­თი 2 0 0 2 2-4 0

მომ­დევ­ნო ტუ­რი:
26 ივ­ლი­სი
თურ­ქე­თი-სა­ქარ­თ­ვე­ლო 17:30
სერ­ბე­თი-საფ­რან­გე­თი 17:30

A ჯგუ­ფი
ჰო­ლან­დია-პორ­ტუ­გა­ლია 1:4
ეს­პა­ნე­თი-ლიტ­ვა 2:0

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ეს­პა­ნე­თი 2 2 0 0 3-0 6
2. პორ­ტუ­გა­ლია 2 1 0 1 4-2 3
3. ჰო­ლან­დია 2 1 0 1 4-5 3
4. ლიტ­ვა 2 0 0 2 2-5 0

მომ­დევ­ნო ტუ­რი:
26 ივლისი
ლიტ­ვა-პორ­ტუ­გა­ლია 22:00
ჰო­ლან­დია-ეს­პა­ნე­თი 22:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 10 /
მე არ ვიცი ვერავინ ვერ გამოვარჩიე ამ გუნდიდან, ყველა ერთნაირ სწორხაზოვან ფეხბურთს თამაშობსდა ეს ალბათ იმიტიმაც არის რომ ამათ კონკურენტები არ ყავთ და სულ გარანტირებულად არიან ნაკრებში, რომ დაიწყება 16 წლამდელებიდან მოყოლებული სულ ერთიდაიგივე გვარებია გამოძახებაზე, წლების განმავლობაში ან რომელიმე არ უმატებს სხვა თამაშს ან რომელიმე არ უკლებს მე ვერ გავიგე კონკურენცია ფაქტიურად 0 ია და რათომ იშრომებენ მაინც გარანტირებული აქვთ თი 17 წლამდელში იტამაშა აუცილებლად 19 წლამდელშიც გამოიძახებენ აი ასეთი პრინციპია ბატონო ჩემო აქ ჩვენთან საქართველოში და ვინგა უნდა მოუმატოს თამაშს?
zaza
21:39 24-07-2013
0
ზედმეტი აჟიოტაჟი, რომ ბიჭებზე დამთრგუნველად იმოქმედებდა, ძნელი გამოსაცნობი არ იყო. წარმომიდგენია ამ ბიჭებს საფრანგეთთან მატჩის შემდეგ ნორმალური ძილიც არ ექნებოდათ ზედმეტი ნერვიულობისგან, როგორღა უნდა აღედგინათ ფიზიკური და ფსიქოლოგიური კონდიციები? ვთხოვდი ვისაც ეს ხელმიუწვდება გაგვაცნონ რა რეჟიმში ცხოვროდნენ, ვარჯიშობდნენ და ისვენებდნენ ბიჭები. ვიღაც დაიტერესდეს უნდა როგორ პირობებში ცხოვრობდენ მეტოქეები, რა აღდგენით საშუალებებს იყენებენ იქნებ მოვიდა დრო ჩვენც დავნერგოთ იგივე გამოცდილება, თორემ მხოლოდ მაღალი კლასის სასტუმრო აშკარაა საკმარისი არა არის.
gizog
19:08 24-07-2013
0

სიახლეები პოპულარული